1 ნოემბერს ჩვენმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლუქსემბურგელ თანატოლებს ანგარიშით 3:1 სძლია

1 ნოემბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლუქსემბურგელ თანატოლებთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის რიგით მეორე მატჩი გამართა.

მატჩის მე-14 წუთზე ჩვენი გუნდის მე-7 ნომერმა ლუკა ზარანდიამ დალაშქრა მეტოქე გუნდის კარი, ხოლო 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე ილია კერძევაძემ გაზარდა.

ქართველი ფეხბურთელები ამაზე არ შეჩერებულან და 75-ე წუთზე ლუქსემბურგის ნაკრები უკვე ცოტნე მესხმა დაამწუხრა. მატჩის დამატებულ წუთებში კი მეტოქემ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. გოლის ავტორი პიტ სჰოოსი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ მატჩში გიორგი დევდარიანის შეგირდები უკრაინის ნაკრებთან ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი უკრაინის ნაკრები შოტლანდიას დაუზავდა - 0:0.

ქართველი 17-წლამდელები მორიგ შეხვედრას 4 ნოემბერს შოტლანდიის ნაკრებთან გამართავენ და წარმატების შემთხვევაში, ელიტრაუნდის საგზურს მოიპოვებენ.

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

შოტლანდია

2

1

1

0

5-2

4

2

უკრაინა

2

1

1

0

3-1

4

3

საქართველო

2

1

0

1

4-4

3

4

ლუქსემბურგი

2

0

0

2

3-8

0

ასევე იხილეთ:

საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]

შაკო
კი, მართალია საუკეთესო მესამეადგილოსანის გამოსავლენად მხოლოდ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულები ითვლება, მაგრამ მესამეადგილოსნებში ეგ ერთი ქულა მხოლოდ კვიპროოსს აქვს ბურთების შეფარდებით 1-5 თთან. ასე რომ ფრით ვასწრებთ.
euf
თამაში თუ ვერ მოიგესელიტ რაუნდსი რა ჩემი ბაბანგიდა უნდათ.
Toko
სამწუხაროდ, ალბათ ფრე არ გვაწყობს, იმიტომ, რომ საუკეთესო მესამეადგილოსანის გამოსავლენად მხოლოდ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულები ითვლება. ჩვენს შემთხვევაში ეს მხოლოდ 1 ქულა იქნებოდა. ასე რომ, მხოლოდ მოგება!
შაკო
ცნობისათვის, ჩვენები ფრეს შემთხვევაშიც გადიან ელიტ რაუნდში, როგორც საუკეთესო მესამეადგილოსანი ესპანეთთან ერთად.
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"