გერმანული დეველოპერი ACI real estate მთელ მსოფლიოში იწყებს ცათამბჯენების აშენებას, რომელთა სახელწოდება იქნება - Michael Schumacher World Tower
ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით, რომ "მერსედეს-რეისინგი" ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს გამოსათხოვარ საჩუქარს უმზადებს.

კერძოდ, გერმანული ავტოკონცერნი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს იმ ბოლიდს გადასცემს, რომლითაც შუმიმ მონაკოს გრანპრიზე პოული მოიპოვა. ამ მანქანის ფასი დაახლოებით მილიონი ევროა.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ მიხაელ შუმახერი სერიოზულ საკომისიოებს მიიღებს მისი სახელის სარეკლამო-მარკეტინგული მიზნებით გამოყენების სანაცვლოდ.

ასე მაგალითად, გერმანული დეველოპერი ACI real estate მთელ მსოფლიოში იწყებს ცათამბჯენების აშენებას, რომელთა სახელწოდება იქნება - Michael Schumacher World Tower.

ერთ-ერთი ასეთი შენობის მშენებლობა უკვე დაიწყო ინდოეთის დედაქალაქ დელიში. შენობის სიმაღლე დაახლოებით 99 მეტრი იქნება და მის შიგნით განთავსდება ლუქსის კლასის უზარმაზარი ბინები.

ცათამბჯენის სახურავზე გამოისახება გერმანელი პილოტის გვარის პირველი ასო. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მალე დაიწყება აბუ დაბისა და დუბაიში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია