"ჩიკაგოსა" და "საკრამენტოს" შეხვედრა ამ გუნდების ცენტრების დაპირისპირებამდე დავიდა
კლიპერსი-მემფისი 101:92

26:24, 23:29, 24:24, 28:15

კ: კროუფორდი (29), ბლედსოუ (13), პოლი (12+12 პასი+4 ჩაჭრა), ჯორდანი (12+7 მოხსნა), გრიფინი (11+7 მოხსნა), ბატლერი (10).

მ: გეი (25+7 მოხსნა), გასოლი (20+7 მოხსნა+5 პასი), რენფოლფი (15+16 მოხსნა).

მეორე ლოსანჯელესურმა კლუბმა "კლიპერსმა" მოგებით დაიწყო ჩემპიონატი, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჯამალ კროუფორდს. მან 14-დან 10 ტყორცნა მოათავსა კალათში (მათ შორის შვიდიდან სამი სამქულიანი).

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სნაიპერმა 29 ქულა მას შემდეგ დააგროვა, რაც სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო შეხვედრა.

რაც შეეხება კლიპერსის მეტოქეს - "მემფის გრიზლისს", მას ძალიან სუსტი რეალიზაცია ჰქონდა - გეისა და გასოლის გამოკლებით, დანარჩენებმა თამაშიდან მხოლოდ 14 ბურთი (52-დან) ჩააგდეს.

ისე კი, "მემფისის" წაგება გასაკვირი არ ყოფილა - ამ გუნდმა ზედიზედ მე-12 (!) სეზონში დათმო გახსნის მატჩი. ასეთი ანტირეკორდი ჩრდილოამერიკის არც ერთ პროფესიულ ლიგაში არ დაფიქსირებულა.

ფილადელფია-დენვერი 84:75

25:22, 21:16, 19:14, 19:23

ფ: ჰეივსი (16+12 მოხსნა+5 დაფარება), ჰოლიდეი (14+6 მოხსნა+11 პასი), რაიტი (14+7 მოხსნა), ტ. იანგი (13+5 მოხსნა), რიჩარდსონი (10+4 ჩაჭრა+3 დაფარება).

დ: ლოუსონი (16+5 მოხსნა+7 პასი), იგუოდალა (11), მილერი (10+7 მოხსნა+5 პასი).

ბედის ირონიით, ანდრე იგუოდალას სეზონში პირველი მატჩის გამართვა თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწია, თანაც ფილადელფიაში. ადგილობრივი ფანები საკმაოდ ცივად შეხვდნენ ანდრეს დაბრუნებას. არ ყოფილა ოვაციები და განსაკუთრებული დახვედრა, როგორც ეს თავის დროზე ალენ აივერსონის შემთხვევაში იყო.

პოზიციურ ბრძოლაში "დენვერმა" წააგო მასპინძლებთან. "ნაგეტსი" ისეთ მარწუხებში მოექცა, რომ პირველი სამქულიანი მხოლოდ მეორე მეოთხედის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ჩააგდო.

ტრავმირებული გალინარის არყოფნაში სტუმრების რიგებში არ აღმოჩნდა კალათბურთელი, რომელიც თავის თავზე აიღებდა ინიციატივას და სტაბილურად შეავსებდა ქულათა მარაგს. შედეგად, 15 ტყორცნის განხორციელება მოუწია ანდრე მილერს, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა კარგი სროლით.

ტორონტო-ინდიანა 88:90

25:27, 23:21, 23:15, 17:27

ტ: ლოური (21+7 მოხსნა+8 პასი+5 ჩაჭრა), ბარნიანი (16+3 დაფარება), კალდერონი (15), ვალანჩუნასი (12+10 მოხსნა), დეროზანი (10+5 მოხსნა).

ი: უესტი (25), ჯორჯი (14+15 მოხსნა+5 პასი), ჰიბერტი (14+9 მოხსნა+5 დაფარება).

"ტორონტოსა" და "ინდიანას" დაპირისპირება, პირველ რიგში, იმით იქცევდა ყურადღებას, რომ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში დებიუტი ჰქონდა იონას ვალანჩუნასს. ლიტველს სერიოზული გამომცდელი ჰყავდა აღმოსავლეთის საუკეთესო ცენტრის - როი ჰიბერტის სახით.

ევროპელს თავი არ შეურცხვენია და პირველი ორმაგი დუბლი (12 ქულა და 10 მოხსნა) ჩაიწერა აქტივში. ცნობისთვის, ჰიბერტმა მხოლოდ 9 მოხსნა აიღო. თუმცა სტუმრების რიგებში სხვების ნაცვლად ინდომებდა პოლ ჯორჯი, რომელმაც 15-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი.

მაგრამ მთავარი გმირი ჯორჯ ჰილი იყო, რომელმაც 88:88-ზე ჩააგდო გამარჯვების ორქულიანი.

ჩიკაგო-საკრამენტო 93:87

25:23, 19:17, 25:23, 24:24

ჩ: ნოა (23+10 მოხსნა+5 ჩაჭრა+3 დაფარება), ჰემილტონი (19), ბუზერი (18+8 მოხსნა), დენგი (7+12 მოხსნა).

ს: ტ. ევანსი (21+8 მოხსნა), ტორნტონი (15), კაზინსი (14+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტომასი (10).

"ჩიკაგოსა" და "საკრამენტოს" შეხვედრა ამ გუნდების ცენტრების დაპირისპირებამდე დავიდა. დემარკუს კაზინსმა 27 წუთში შვიდი შეცდომა დაუშვა და ოთხი პერსონალური მიიღო; აგრეთვე, "-12" სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა.

ამის ფონზე ბრწყინვალე მაჩვენებელი დააფიქსირა ჟოაკიმ ნოამ - 40 წუთში 23 ქულა, 10 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 3 პასი და 3 დაფარება.

თუმცა საფინალო სირენამდე 35 წამით ადრე ტაირიკ ევანსს "მინუს ოთხზე" გვერდითი ხაზიდან ბურთი თამაშში რომ შეეყვანა, ვინც იცის, როგორ დასრულდებოდა ეს მატჩი. "კინგზის" მცველი დიდხანს ეძებდა ადრესატს და მსაჯებმა ბურთი (და მასთან ერთად გამარჯვება) "ჩიკაგოს" გადასცეს.

ფინიქსი-გ. სტეიტი 85:87

21:25, 21:23, 25:17, 18:22

ფ: დრაგიჩი (17+6 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), სკოლა (15+11 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), დადლი (11+6 მოხსნა), გორტატი (10+9 მოხსნა+5 დაფარება), ტაკერი (10).

გ-ს: ლენდრი (17+6 მოხსნა), ტომპსონი (16+8 მოხსნა), რაში (14), ჯეკი (10+7 პასი).

ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული შეხვედრა არიზონაში გაიმართა, სადაც ნეშის წასვლით "დაობლებული" ფინიქსი" უიმედოდ აგებდა შეხვედრას "გოლდენ სტეიტთან". სტუმრების უპირატესობა მეორე მეოთხედის შუაში 17 ქულა იყო.

თუმცა "გოლდენ სტეიტში" საშინელი პროცენტით ისროდნენ კარი და ლი - მათ ჯამში 30 ტყორცნიდან 26 ააცილეს. ამან "ფინიქსის" სასარგებლოდ გამოიღო შედეგი და მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3.13-ით ადრე, წინ მასპინძლები გავიდნენ.

ამ გაქცევის შემოქმედი იყო დრაგიჩი (17 ქულა, 8 პასი, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა), რომელიც შემდეგ სკამზე დასვეს და როცა ის მოედანზე დაბრუნდა, მის გუნდს უკვე გაფლანგული ჰქონდა რვაქულიანი უპირატესობა.

მიუხედავად ამისა, "სანზს" ჰქონდა გამარჯვების შანსი. კარიმ 4,4 წამით ადრე ორი საჯარიმო გააფუჭა ("გოლდენ სტეიტი" ორ ქულას იგებდა). ბურთი სკოლამ მოხსნა, მაგრამ დრაგიჩმა ვერ შეძლო ბოლო შეტევის ორგანიზება და ბურთი მეტოქეს ჩააბარა.

იუტა-დალასი 113:94

25:26, 30:37, 37:13, 21:18

ი: მო უილიამსი (21+6 პასი), მარვ. უილიამსი (21), მილსეპი (13+15 მოხსნა), ფოიე (13), ჯეფერსონი (12+14 მოხსნა+3 ჩაჭრა), გ. ჰეივორდი (11), ფეივორსი (6+10 მოხსნა).

დ: კოლისონი (17+7 პასი), რაიტი (15), მაიო (12), მერიონი (5+11 მოხსნა).

რეგულარულის პირველ ორ დღეს ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება "იუტამ" დააფიქსირა. ტაირონ კორბინის გუნდმა წინა დღეს "ლეიკერსის" სენსაციურად მძლეველი "დალასი" გაანადგურა.

"ჯაზმენთა" რიგებში, პრაქტიკულად, ყველა კალათბურთელმა კარგად ითამაშა: "მაღლების" წყვილმა - მილსეპმა და ჯეფერსონმა ერთად 29 მოხსნა მიითვალეს (სულ კი "იუტამ" ფარი 61:40 მოიგო), მატჩის გმირებად კი უილიამსები უნდა მოვნათლოთ - მო და მერვინმა 21-21 ქულა მოიპოვეს.

რაც შეეხება ინტრიგას, ის მესამე მეოთხედის ბოლოს გაქრა, როცა 74:74-ზე სტუმრებს მეტოქის 16:2 გაქცევა გამოეპარათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა