"სან ანტონიოსა" და "ნიუ ორლეანს" შორის მატჩი ენტონი დევისსა და ტიმ დანკანს შორის დუელად აღიქმებოდა
"სან ანტონიოსა" და "ნიუ ორლეანს" შორის მატჩი ენტონი დევისსა და ტიმ დანკანს შორის დუელად აღიქმებოდა.

წლევანდელი დრაფტის პირველი ნომერი ძალიან კარგი იყო - 21 ქულით თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ; თან ცხრიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო.

მაგრამ ვეტერანმა სერიოზული გაკვეთილი ჩაუტარა ახალბედას. დანკანმა 35 წუთი ირბინა და ორმაგი დუბლიც შეასრულა - 24 ქულა და 11 მოხსნა, რასაც სამ-სამი პასი და დაფარება დაუმატა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "ჰორნეტსმა" ერიკ გორდონის გარეშეც შეძლო ბრძოლის გამართვა ერთ-ერთი ფავორიტისთვის. თანაც, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მთლიანად ჩააგდო შეხვედრა "ნიუ ორლეანის" კიდევ ერთმა დებიუტანტმა - ოსტინ რივერსმა (ცხრიდან მხოლოდ ერთი ზუსტი ტყორცნა).

სირენამდე ერთი წუთით ადრე, დევისის საჯარიმოს შემდეგ, "ჰორნეტსი" წინ გავიდა, მაგრამ ეს არ ყოფილა "სპურსისთვის" პრობლემა - იქვე პარკერმა ჩააგდო სამქულიანი და საჯარიმოდან ორჯერ ზუსტად ისროლა დანკანმა. ამასთან, პოპოვიჩის შეგირდებმა არ მისცეს სამქულიანის ჩაგდების საშუალება ვასკესსა და ამინუს.

საინტერესოა ერთი მომენტი - ამ მატჩში 2012 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ენტონი დევისმა 21 ქულა დააგროვა და კარგი დებიუტი გამოუვიდა.

სტატისტიკოსებმა გაიხსენეს, რომ ზუსტად 15 წლის წინ ასევე სადებიუტო შეხვედრაში 1997 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ორმაგი დუბლი მიითვალა. ეს კალათბურთელი იყო... ტიმ დანკანი, რომელმაც 1997 წლის 31 ოქტომბერს "დენვერის" წინააღმდეგ 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

ნიუ ორლეანი-სან ანტონიო 95:99

31:28, 19:15, 21:28, 24:28

ნ-ო: დევისი (21+7 მოხსნა), ამინუ (17+7 მოხსნა+3 დაფარება), სმიტი (12+6 მოხსნა), ანდერსონი (11+5 მოხსნა), ვასკესი (8+6 მოხსნა+13 პასი).

ს-ა: დანკანი (24+11 მოხსნა+3 დაფარება), პარკერი (23+6 პასი), ლეონარდი (19+7 მოხსნა+5 ჩაჭრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა