"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ელიტური ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირია, პირველი ადგილი დაიკავეს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მომავალ წელს გასამართი ელიტური ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირია, პირველი ადგილი დაიკავა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეჯიბრების ბოლო შეხვედრა მასპინძელ თანატოლებთან გამართეს და 33:17 მოიგეს.

მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. არბიტრის დახმარებით, პორტუგალიელებმა მოახერხეს და ტაიმი ორი ქულის სხვაობით წააგეს - 17:19. თავად განსაჯეთ მსაჯმა ჩვენი ბიჭები თორმეტჯერ დააჯარიმა, მეტოქე კი მხოლოდ ორჯერ.

შესვენების შემდეგ, როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა დავით ჩავლეიშვილმა და მამუკა ტყეშელაშვილმა გუნდის თამაშში გარკვეული კორექტივები შეიტანეს და ტაიმი მთლიანად ქართველი მორაგბეების კარნახით წარიმართა. იმდენად, რომ პორტუგალიელებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს. სულ კი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ორ მატჩში გერმანიიისა და ბელგიის ნაკრებები დაამარცხა, შესაბამისად 50:13 და 55:6. ამდენად, ჩვენი მორაგბეების უპირატესობა მეტოქეებზე იმდენად დიდი იყო, რომ მომავალ წელს, ელიტაში ასპარეზობისას იმედი გვაქვს, რომ თავს გამოიჩენენ და ევროპის ბობოლა საარაგბო ქვეყნებს არაფერს დაუთმობენ.

საქართველოს ნაკრები ელიტაში პირველ ნომრად შევიდა, იქვე ითამაშებენ პორტუგალიელებიც. ჩვენი მოწინააღმდეგეები ასევე იქნებიან ინგლისის, ირლანდიის, საფრანგეთის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებები.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი

საქართველო-პორტუგალია 33:17

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. დევი დევსურაშვილი, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. იოსებ კიკვაძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თემურ თუთბერიძე. 1. ზაზა ხარებავა, 2. ბადრი ალხაზიშვილი, 3. ბექა კაკაბაძე, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. გუგა ხანთაძე, 6. დავით პაპავაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი.

16. გიორგი თორაძე, 17. დავით ფხაკაძე, 18. გიორგი როყვა, 19. ბექა გორგაძე, 20. დავით გულიტაშვილი, 21. იოსებ ტუკვაძე, 22. ბადრი ლიპარტელიანი.

III ადგილისთვის

ბელგია-გერმანია 13:6

საბოლოო მდგომარეობა

1. საქართველო - 15 ქულა, 2. პორტუგალია - 10, 3. ბელგია - 4, 4. გერმანია - 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს რაგბის 17-წლამდელთა ნაკრები ისევ ელიტაშია

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს

zuka
ვულოცავ ამ წარმატებას ჩვენს მორაგბეებს,ვუსურვებ წარმატებებს. რატომ არ ხდება ტელევიზიით ამ შედეგის გამოქვეყნება,რაგბი ხო ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტია საქარტველოში .
dashduld
და მოვითხოვთ 1არხზე აჩვენონ საქართველოს ჩემპიონატო!!!
DINO_ZAUR
რაგბი არის საქართველოში #1 სპორტი და მოვითხოვთ ქონდეს #1 დაფინანსება!!! გილოცავთ ბიჭებო და ვულოცავ მთელ საქართველოს...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია