ქუთაისში გამართულ მატჩში მასპინძლებმა დაგეგმილი ქულები კი მოიპოვეს, მაგრამ მათ თამაშში უამრავი წუნი შეინიშნებოდა
2 ნოემბერს გამართული მატჩის ფავორიტი დავით უსტიაშვილის გუნდი იყო. ქუთაისლებმა დაგეგმილი ქულები კი მოიპოვეს, მაგრამ მასპინძელთა თამაშში უამრავი წუნი შეინიშნებოდა და იოლი გამარჯვების მიუხედავად, ქუთაისელი გულშემატკივრები ბოლომდე კმაყოფილები ვერ დარჩნენ.

უჩვეულოდ სუსტად გამოიყურებოდნენ "ქუთაისის" ლიდერები გიორგი ბარბაქაძე და რევაზ დიდია, პერიმეტრიდან სროლები არც ერთს არ წაუვიდა. შედეგად ბარბაქაძემ მხოლოდ 3, დიდიამ კი 5 ქულა მოაგროვა, რაც ამ კალათბურთელებისთვის ძალზედ დაბალი მაჩვენებელია.

როგორც ჩანს მასპინძლები სტუ-სთან იოლ გასეირნებას ელოდნენ და შეხვედრას ბოლომდე მობილიზებული ვერ შეხვდნენ.

ქუთათურებმა მატჩი მძიმედ დაიწყეს, მართალია, მათიაშვილის ორი ზუსტი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, მაგრამ ქორიძისა და პირველაშვილის კარგი თამაშის შედეგად სტუმრებმა 5:0 გაქცევა მოაწყვეს და საწყის წუთებში წინაც გავიდნენ 8:7.

შეხვედრა ორმხრივ შეცდომებში მიმდინარეობდა, ხშირი იყო გარბენები, არაზუსტი პასები, ბურთის უწყინარ სიტუაციაში დაკარგვა და არაზუსტი სროლები.

პირველ პერიოდში მასპინძლების ლიდერობა ბუბა კვიმსაძემ ითავა, რომლის თამამმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და "ქუთაისმა" პირველი პერიოდი 18:16 მოიგო.

თამაშის ხარისხი მომდევნო მეოთხედშიც არ გაუმჯობესებულა, თუმცა დავით უსტიაშვილის შეგირდებმა გამოცდილების ხარჯზე თანდათან ანგარიში გაზარდეს, შედეგიანად უტევდა რიჩარდ მათიაშვილი, რომელმაც საბოლოოდ ქუთაისელთაგან ყველაზე მეტი 17 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა...

კვიმსაძის ზუსტი სამქულიანის შემდეგ ქუთათურები 10 ქულით დაწინაურდნენ (38:28) და პირველი ტაიმიც ასე მორჩა.

ქუთაისლებმა მესამე პერიოდში 15 ქულამდე გაზარდეს სხვაობა. კარგად ჩაერთო თამაშში დავით ბარბაქაძე, რომელმაც საბოლოოდ გუნდს 10 ქულა მოუტანა. აქტიურობდა თემურ ბაბუნაშვილიც (12).

დასკვნითი მეოთხედში ზაურ ფაშაევისა და დავით ბარბაქაძის კარგი თამაშის წყალობით მასპინძლები 19 ქულითაც დაწინაურდნენ (68:49), თუმცა, შემდეგ კვლავ შეცდომებს მოუხშირეს და სტუმრებმა სხვაობა მცირედით შეამცირეს.

სუპერლიგა 2012-13. III ტური

02.05 ქუთაისი

ქუთაისი-სტუ 76:63

(18:16, 20:12, 23:16, 16:19)

ქუთაისი წთ მ პ შ ჩ დ ქ

ფაშაევი 31 5 4 1 0 10

ბაბუნაშვილი 21 1 2 3 3 0 12

დიდია 24 5 6 3 0 0 5

გრძელიძე 9 4 2 2 0 0 1

კვიმსაძე 20 5 3 2 1 1 11

მესხი 2 0 0 0 0 0 0

დ. ბარბაქაძე 19 2 2 3 1 1 10

ლომინაშვილი 11 9 1 3 0 1 2

გ. ბარბაქაძე 30 5 3 3 3 0 3

კოღუაშვილი 4 1 0 0 0 0 5

მათიაშვილი 23 9 2 5 2 2 17

სტუ წთ მ პ შ ჩ დ ქ

ჩაჩიბაია 9 0 2 1 0 0 0

თევზაძე 5 1 0 1 0 0 0

კორკოტაძე 27 4 2 1 1 0 10

მაჩალაძე 16 6 3 2 3 0 4

პირველაშვილი 26 4 4 4 0 0 11

დ. დვალიშვილი 24 4 2 1 2 0 4

შერმადინი 17 4 2 1 0 0 9

კუჭავა 14 3 2 1 2 0 6

ძიძიგური 19 5 2 5 4 0 5

ჯანაშია 18 4 0 2 0 0 11

ქორიძე 21 4 2 3 3 0 3

მსაჯები: დავით ბერიკაშვილი, დავით ბერიშვილი, გურამ მიქელაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია