მილანის "ინტერმა" ტურინში "იუვენტუსს" წაუგებელი სერია დაასრულებინა და საკითხავი ახლა ისაა, ვინ გააჩერებს "ინტერს"?

რთული სათქმელია, რომელი უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა: იტალიურ დერბიში "ინტერის" გამარჯვება, თუ "იუვენტუსის" წაუგებელი სერიის დასრულება.

თუმცა ეს ორივე ამბავი ერთ მატჩს უკავშირდება და ბუნებრივია, რომ მიმოხილვის უდიდესი ნაწილი სწორედ "იუვენტუსის" და "ინტერის" დაპირისპირებას დაეთმობა.

დიდი იტალიური დერბი

დიდი იტალიური დერბი შოკისმომგვრელად დაიწყო - მატჩის დაწყებიდან 18 წამი იყო გასული, როდესაც ტურინელებმა ანგარიში გახსნეს და გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანეს.

დიახ, ტურინელთა პირველივე იერიში გოლით დასრულდა, რომელიც არტურო ვიდალმა მიითვალა აქტივში. აღსანიშნავია, რომ პერუელს საგოლე პასი კვადვო ასამოამ გაუკეთა, რომელმაც ბურთი თამაშგარე მდგომარეობაში მიიღო.

მოკლედ, ტურინელებს არბიტრები კიდევ ერთხელ წაეხმარნენ და მატჩი რომ მასპინძელთა გამარჯვებით დასრულებულიყო, მორიგ სკანდალს ნამდვილად ვერ ავცდებოდით.

ვიდალის გოლიდან ბევრი არ იყო გასული, როდესაც როდრიგო პალასიო შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და თავური დარტყმით ბურთი ჯანლუიჯი ბუფონის კარის ბადეში გაახვია... თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და თანაც, სრულიად სამართლიანად.

მთლიანობაში, შეხვედრის სტარტი ტურინელების გამოდგა - ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ მილანელებს და მომენტიც გაცილებით მეტი შექმნეს.

ლომბარდიელებმა თამაში პირველი ნახევრის შუაწელს გამოასწორეს, ნელ-ნელა მოუმატეს და მეორე ტაიმში მეტოქის ნახევარზე საფუძვლიანად გადავიდნენ.

დროის სვლასთან ერთად, ანდრეა სტრამაჩონის გუნდის იერიშები სულ უფრო მწვავდებოდა, რამაც შედეგი 59-ე წუთზე გამოიღო - კლაუდიო მარკიზიომ თერთმეტმეტრიანი აიკიდა და დიეგო მილიტოს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

მილიტომ გაიტანა მეორე გოლიც, როდესაც ფრედი გუარინის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ბუფონმა მოიგერია, დამატებაზე კი პირველი არგენტინელი გაჩნდა და დუბლი შეასრულა.

მილიტომ მეორე გოლი 76-ე წუთზე გაიტანა და ბუნებრივია, რომ დარჩენილი დრო ტურინელთა შეტევებსა და მილანელთა კონტრშეტევებში წარიმართა. ერთ-ერთ ასეთ კონტრიერიშს მოჰყვა "ინტერის" მესამე გოლი, როდესაც იუტო ნაგატომო მასპინძლებმა ვერაფრით გააჩერეს, მისი გამოზომილი გადაცემის შემდეგ კი როდრიგო პალასიო ბუფონთან პირისპირ დარჩა და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა, 1:3.

მწვრთნელთა დუელი

დერბი საინტერესო გამოდგა სამწვრთნელო დაპირისპირების კუთხით. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ანდრეა სტრამაჩონიმ აშკარად დაჯაბნა ვიზავი.

პირველ რიგში, მილანელებმა სწორად გადაანაწილეს ძალა მთელ 90 წუთზე და სწორედ მაშინ მოუმატეს, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ; მაშინ, როდესაც ტურინელებმა შეხვედრის პირველ 20 წუთში მოიკლეს თავი და შემდეგ არა იმდენად გაჩერდნენ, რამდენადაც წუნს უმატეს.

სტრამაჩონიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გუნდი 3-4-1-2 ტაქტიკით განალაგა, შეგირდები შეტევაზე დაგეშა და არც მაშინ შეცვალა სტრატეგია, როდესაც "ინტერმა" ანგარიში გაათანაბრა. დროული იყო ფრედი გუარინის შეყვანა, რომელმაც გადაღლილი ანტონიო კასანო ჩაანაცვლა და სტუმრებს ახალი ენერგია შთაბერა. მილანელები სწორად იყენებდნენ პრესინგს.

რაც შეეხება ანჯელო ალესიოს, მან რამდენიმე გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო და შედეგიც შესაბამისი მოიმკა. სტრამაჩონისგან განსხვავებით, არც შეცვლებმა გაუმართლა და ეს არაა გასაკვირი - ნიკლას ბენდტნერი იმდენად მოუქნელი ჩანდა "ინტერის" გააფთრებული მცველების გარემოცვაში, რომ ფეხბურთელის შთაბეჭდილებასაც არ ტოვებდა.

ალესიომ მხოლოდ იმით გამოიჩინა თავი, რომ 38-ე წუთზე შტეფან ლიხტშტაინერი მარტინ კასერესით ჩაანაცვლა - მიზეზი შტეფანის აგრესიული თამაში, ყვითელი ბარათი და გაძევების რისკი გახლდათ.

მეორე ნახევარში ალესიომ კასერესიც შეცვალა და მის ნაცვლად, ფაბიო კვალიარელა ჩართო თამაშში. ფორვარდის გამოყვანა გასაგებია, მაგრამ კასერესის შეცვლას, სხვა ნებისმიერი მცველი გაეყვანა, ნამდვილად ჯობდა... მარტინი ტრადიციულად აქტიურია შეტევებში, ფლანგზე მწვავედ მოქმედებს და გოლების გატანაც ეხერხება.

ნამატჩევს ანდრეამ შეგირდები შეაქო და დასძინა, რომ ეს იყო ისტორიული გამარჯვება. ანჯელომ მეტოქე ადიდა და დაამატა, "ინტერი" გამარჯვებას იმსახურებდაო.

როგორც ძველ, კარგ დროს...

გასული ტური წარმატებული გამოდგა მეორე მილანური გრანდისთვისაც - "როსონერიმ" ისე გადაურბინა მეტოქეს, როგორც ამას ძველ, კარგ დროს აკეთებდა.

"კიევოს", პრაქტიკულად, ყველამ გაუტანა, ვისაც არ ეზარებოდა და შედეგად, 5:1 "მილანის" სასარგებლოდ.

"ნაპოლიმ" ვერ ისარგებლა "იუვენტუსის" მარცხით და ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით მიუახლოვდა. არადა, ნეაპოლელები "ტორინოს" ბოლო წუთამდე უგებდნენ და გამათანაბრებელი გოლი ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გაუშვეს.

"ფიორენტინამ" "კალიარი" გაანადგურა, "ლაციო" კატანიაში განადგურდა, გენუური გუნდების საქმე კი ჭაკადაა.

დანარჩენზე ტურის შეჯამებაში...

იტალია. სერია A. XI ტური

მილანი-კიევო 5:1 (იხილეთ ვიდეო)

მილანი (4-2-3-1): აბიატი - აბატე (86. დე შილიო), მექსე, საპატა, კონსტანტი - მონტოლივო (77. დე იონგი), ამბროზინი - ბოიანი, ემანუელსონი (68. ბოატენგი), ელ შაარავი - პაცინი.

კიევო (5-3-2): სორენტინო - ანდრეოლი, დაინელი, დრამე (61. სტოიანი), ფრეი, პაპი - ლუსიანო (55. მ. რიგონი), ჰეტემაი, გუანა - პელისიერი (65. დი მიკელე), თერეუ.

გოლები: 1:0 ემანუელსონი (16), 1:1 პელისიერი (18), 2:1 მონტოლივო (36), 3:1 ბოიანი (41), 4:1 პაცინი (90).

გაფრთხილება: დრამე, გუანა (კიევო).

კუთხური: 3-3; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 18-7(8-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 45 000

იუვენტუსი-ინტერი 1:3 (იხილეთ ვიდეო)

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - ლიხტშტაინერი (38. კასერესი - 79. კვალიარელა), ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ვუჩინიჩი (46. ბენდტნერი), ჯოვინკო.

ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - ჟულიო ჟესუსი, რანოკია, სამუელი - ძანეტი, კამბიასო, გარგანო, ნაგატომო - პალასიო - კასანო (69. გუარინი), მილიტო (80. მუდინგაი).

გოლები: 1:0 ვიდალი (1:0), 1:1 მილიტო (59-პენ.), 1:2 მილიტო (75), 1:3 პალასიო (90).

გაფრთხილება: ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, პირლო - სამუელი, ძანეტი.

კუთხური: 3-3; ჯარიმა: 10-21; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 12-12(7-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 41 000

პესკარა-პარმა 2:0

პესკარა (4-3-1-2): პერინი - ძანონი, კოსიჩი, ბოკეტი, კაპუანო - კაშონე, ბლაზი (62. ნიელსენი), მოდესტო (75. ბალცანო) - კუინტერო - ჯონატასი (67. ვეისი), აბრუსკატო.

პარმა (4-3-3): მირანტე - ბენალოუანე (82. მარკიონი), პალეტა, ლუკარელი, გობი - მორონე (60. სანსონე), პაროლო, ვალდესი (53. მუსაჩი), როსი - ბიაბიანი, პაბონი.

გოლები: 1:0 აბრუსკატო (48), 2:0 ვეისი (90).

გაფრთხილება: აბრუსკატო, ჯონატასი - პაროლო, ვალდესი.

კუთხური: 7-7; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 6-16(3-5); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 15 000

ბოლონია-უდინეზე 1:1

ბოლონია (4-3-1-2): ალიარდი - ანტონსონი, სორენსენი, კერუბინი, გარიჩი - პაციენცა (46. კრხინი), ტაიდერი, მორლეო (26. აბერო) - დიამანტი - გაბიადინი (72. კონე), ჯილარდინო.

უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ანჯელა, კოდა, დომიცი - ბასტა, ბადუ (50. პერეირა), ლაძარი (65. რანიჯი), ალანი, არმერო - მაიკოსუელი - დი ნატალე (78. ფარაონი).

გოლები: 1:0 დიამანტი (46), 1:1 დი ნატალე (73).

გაფრთხილება: ანტონსონი, სორენსენი, გაბიადინი - ანჯელა, დომიცი, ალანი.

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 24-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 4-7(2-2); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 22 000

კატანია-ლაციო 4:0

კატანია (3-5-2): ანდუხარი - ალვარესი, სპოლი, ლეგროტალიე - მარკეზე, ალმირონი (64. ბიაჯანტი), ისკო, ლოდი, ბარიენტოსი - ბერგესიო (26. დუკარა), გომესი (70. კასტრო).

ლაციო (4-4-2): ბიძარი - კონკო, ბიავა, დიასი, კავანდა (46. ბროკი) - კანდრევა, ლულიჩი, ლედესმა, მაური, ერნანესი (70. ფლოკარი) - როკი (70. კოზაკი).

გოლები: 1:0 გომესი (9), 2:0 ლოდი (25-პენ.), 3:0 გომესი (29), 4:0 ბარიენტოსი (74).

გაფრთხილება: ალვარესი (კატანია).

კუთხური: 7-6; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15-8(5-3); ბურთის ფლობა: 38%-62%.

მაყურებელი: 18 000

ფიორენტინა-კალიარი 4:1

ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, გონსალო, ტომოვიჩი - კუადრადო (86. კასანი), პისარო, ბორხა ვალერო, რომულო, ლიამა (62. აკვილანი) - იოვეტიჩი (64. ელ ჰამდაუი), ტონი.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - როსეტინი, ასტორი, მურუ, პიზანო - დესენა, ეკდალი, კაზარინი - კოსუ (72. ერიკსონი) - საუ (67. იბარბო), რიბეირო (52. პინილია).

გოლები: 1:0 გონსალო (14), 1:1 კაზარინი (42), 2:1 იოვეტიჩი (50), 3:1 ტონი (54), 4:1 კუადრადო (85).

გაფრთხილება: რონკალია, პისარო - კაზარინი.

კუთხური: 4-1; ჯარიმა: 25-20; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11-6(4-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 26 000

ნაპოლი-ტორინო 1:1

ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი, კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ჯემაილი (77. ინლერი), ბერამი, დოსენა (86. არონიკა) - ჰამშიკი - პანდევი (62. ინსინიე), კავანი.

ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, დამბროზიო, როდრიგესი - გაცი (46. ბრიგი), ბაშა, სგრინია (70. სანსონე), ვივესი (73. სანტანა) - ჩერჩი, ბიანკი.

გოლები: 1:0 კავანი (6), 1:1 სანსონე (90).

გაფრთხილება: ბერამი, ჯემაილი, დოსენა - ბაშა, ჩერჩი, სანსონე, ბრიგი.

გაძევება: მაცარი (90. ნაპოლის მთავარი მწვრთნელი).

კუთხური: 5-11; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 9-7(2-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 40 000

სამპდორია-ატალანტა 1:2

სამპდორია (4-3-3): რომერო - გასტალდელო, კასტელინი, როსინი, დე სილვესტრი - პოლი (71. ტისონე), სორიანო, მარესკა (65. ობიანგი) - ედერი, ესტიგარიბია (77. იკარდი), მაქსი ლოპესი.

ატალანტა (4-4-2): კონსილი - რაიმონდი, მანფრედინი, სტენდარდო, პელუზო - სკელოტო, კარმონა (83. ბიონდინი), ჩიგარინი, ბონავენტურა (73. დე ლუკა) - მორალესი (82. ბრივიო), დენისი.

გოლები: 0:1 ბონავენტურა (2), 1:1 მარესკა (53), 1:2 დე ლუკა (76).

გაფრთხილება: გასტალდელო, სორიანო, ესტიგარიბია - რაიმონდი, პელუზო, კარმონა.

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-13(5-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 20 000

სიენა-ჯენოა 1:0

სიენა (3-4-2-1): პეგოლო - დელაფიორე, პაჩი, კონტინი (83. რუბინი) - ანჯელო, ვერგასოლა (61. კოპოლა), ბოლცონი, დელ გროსო - ვალიანი, ზე ედუარდო (46. ბოგდანი) - კალაიო.

ჯენოა (4-5-1): ფრეი - მორეტი, ბოვო (61. პიშიტელა), გრანკვისტი, სამპირიზი - კუჩკა, ანტინელი, სეიმური, იანკოვიჩი - ხორკერა (9. ბერტოლაჩი - 56. საიდი) - იმობილე.

გოლი: 1:0 პაჩი (55).

გაფრთხილება: პეგოლო, დელაფიორე, ბოლცონი, კოპოლა - ბოვო, მორეტი.

კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 5-10(2-3); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 11 000

რომა-პალერმო 4:1

რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი, მარკინიოსი, ბურდისო, ბალცარეტი - ტაჩტიდისი, ბრედლი, ფლორენცი (71. მარკინიო) - ლამელა (81. პიანიჩი), ოსვალდო, ტოტი (73. დესტრო).

პალერმო (3-5-2): უიკანი - მუნიოსი, გარსია, ფონ ბერგენი - მორგანელა, კურტიჩი (53. ილიჩიჩი), ბარეტო, რიოსი, პიზანო (33. ბერტოლო) - ბრიენცა (70. დუბალა), მიკოლი.

გოლები: 1:0 ტოტი (11), 2:0 ოსვალდო (31), 3:0 ლამელა (69), 4:0 დესტრო (79), 4:1 ილიჩიჩი (84).

გაფრთხილება: ბურდისო - მუნიოსი, პიზანო.

გაძევება: დესტრო (80. რომა).

კუთხური: 14-4; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 18-13(11-7); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 38 000

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

იუვენტუსი

11

9

1

1

23-8

28

2

ინტერი

11

9

0

2

22-10

27

3

ნაპოლი

11

7

2

2

16-7

23

4

ფიორენტინა

11

6

3

2

16-8

21

5

ლაციო

11

6

1

4

16-15

19

6

რომა

11

5

2

4

26-20

17

7

კატანია

11

4

3

4

15-16

15

8

ატალანტა

11

5

2

4

10-13

15

9

პარმა

11

4

3

4

14-16

15

10

მილანი

11

4

2

5

17-13

14

11

უდინეზე

11

3

5

3

14-16

14

12

კალიარი

11

4

2

5

11-17

14

13

ტორინო

11

2

6

3

12-10

11

14

პესკარა

11

3

2

6

8-17

11

15

სამპდორია

11

3

2

6

13-16

10

16

კიევო

11

3

1

7

10-21

10

17

ჯენოა

11

2

3

6

10-15

9

18

ბოლონია

11

2

2

7

12-17

8

19

პალერმო

11

1

5

5

9-17

8

20

სიენა

11

3

3

5

12-14

6

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები

8 - ელ შაარავი (მილანი); 7 - კავანი (ნაპოლი), დი ნატალე (უდინეზე), მილიტო (ინტერი), ლამელა (რომა).

მომდევნო ტური:

10 ნოემბერი

კალიარი-კატანია, პესკარა-იუვენტუსი.

11 ნოემბერი

პალერმო-სამპდორია, კიევო-უდინეზე, ჯენოა-ნაპოლი, ლაციო-რომა, მილანი-ფიორენტინა, პარმა-სიენა, ტორინო-ბოლონია, ატალანტა-ინტერი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

teteee
მიჩნდება შთაბეჩდილება რო სტატიის ავტორი აშკარად იუვეს გულშემატკივრობს
arqiteqtor
ბრავო ინტერ,ბრავო სტრამა,ბრავო მილიტო
giorgi
საღოლ სტრამა, იმედია წელს ჩემპიონი ინტერი გახდება და არა ბებერი ძ@@@@
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო