მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა
ჯანო ანანიძის ბოლოდროინდელი ასპარეზობა იმის იმედს გვაძლევს, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი უსიამოვნო პერიოდს საბოლოოდ დაძლევს და გვაფიქრებინებს, რომ მოსკოვის "სპარტაკში" დარჩენა მცდარი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ბოლო პერიოდში იგი უკვე ხშირად ხვდება "სახალხო გუნდის" ძირითად შემადგენლობაში და იქ ამინდსაც ქმნის.

რუსული პრემიერლიგის გასულ ტურში მოედანზე იგი მეორე ტაიმიდან გამოჩნდა, მაგრამ გულშემატკივართა შეფასებებით, "კრილია სოვეტოვთან" მატჩში საუკეთესო იყო.

ჯანომ 82-ე წუთზე თავისი გუნდის მეხუთე გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გოლი ძალიან ეფექტური გამოდგა.

ქართველმა ნახევარმცველმა საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით დალაშქრა სამარელთა კარი (იხილეთ ვიდეო).

"ყურადღებით ვუყურე "სპარტაკის" ბოლო სამ მატჩს და სამივეგან საუკეთესო ჯანო იყო", - ეს "სპარტაკის" ყოფილი კაპიტნის, ეგორ ტიტოვის სიტყვებია.

რუსეთში ჩვენთვის ნიშანდობლივი სხვა არაფერი მომხდარა, უკრაინაში კი ზედიზედ მეორე გოლი გაიტანა ლევან ყენიამ (იხილეთ ვიდეო).

სასიხარულოა, რომ იგი ტურიდან ტურამდე უკეთ გამოიყურება და "კარპატისთვის" უაღრესად საჭირო ფიგურად ყალიბდება.

"კრივბასთან" საშინაო შეხვედრაში ანგარიში სწორედ მან გახსნა, მე-40 წუთზე კი კარპატელმა სემირ შტილიჩმა მეტოქის კარი ყენიას გადაცემით დალაშქრა.

მეორე "ქართული დერბი" კი "ილიჩევეცსა" და "ზარიას" შორის გაიმართა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, 2:2 დასრულდა.

აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ პოლონური "იაგელონიას" ნახევარმცველი ნიკოლოზ ძალამიძე, რომელმაც თავის ყოფილ კლუბ "ვიძევს" ორი გოლი გაუტანა, თანაც, ეს დროის ორწუთიან მონაკვეთში, მე-14 და მე-15 წუთებზე შეძლო (იხილეთ ვიდეო).

ძალამიძემ "იაგელონია" 2:0 დააწინაურა, მაგრამ მისმა გუნდმა ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და 2:2-ს დასჯერდა.

ზურაბ ხიზანიშვილი გამოჯანმრთელდა და "ქაისერისფორის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. კვლავ არ ჩანს "ბოხუმის" განაცხადში ნიკოლოზ გელაშვილი.

"ემპოლის" შემადგენლობაში ამჯერად არა ლევან მჭედლიძე, არამედ ირაკლი შეყილაძე ვიხილეთ, ახლად გამოჯანმრთელებული გიორგი მაკარიძე კი ჯერჯერობით "ლე მანის" სათადარიგოთა სკამზე ჯდომას სჯერდება.

ჰოლანდიაში "ვიტესმა" ხმაურიან გამარჯვებას მიაღწია - არნემელებმა ამსტერდამში "აიაქსი" 2:0 დაამარცხეს, თუმცა ქართველთაგან ამაში მონაწილეობა მხოლოდ "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ მიიღო.

მამუკა ღონღაძე და ბიძინა ცინცაძე ლატვიის ჩემპიონები გახდნენ - მათმა "დაუგავამ" "გულბენეს" 3:1 მოუგო. ლიტვაში კი გიორგი ალავერდაშვილმა დუბლი შეასრულა. მისმა "ბანგამ" სტუმრად 3:1 სძლია "ტაურასს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა