ქართველმა უკანახაზელმა "აველინოსთან" მატჩში მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა
მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება იზეიმა.

კანტუელებმა "აველინოს" უმასპინძლეს და დამაჯერებლად - 79:67 დაამარცხეს. 6 ტურის შემდეგ მარკოიშვილის გუნდს 4 გამარჯვება აქვს და ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო. მარკოიშვილმა მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. მანუჩარმა 4-დან 2 სამქულიანი და 5-დან 1 ორიანი ჩააგდო. კანტუელთაგან 17 ქულით ბომბარდირი ტაიუს ალექსი გახდა, 16 ქულა დააგროვა ფინელმა მაარტენ ლუნენმა.

მომდევნო ტურში კანტუელები კვლავ შინ ითამაშებენ. მარკოიშვილის გუნდის მეტოქე "ვანოლი" იქნება. 5 ნოემბერს მე-6 ტურის ბოლო მატჩი გაიმართება. ვიქტორ სანიკიძის "სიენა" მილანის "ემპორიო არმანის" უმასპინძლებს.

gbf.ge

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა