მომავალში ინციდენტების შემთხვევაში, უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა მასპინძელ კლუბს დაეკისრება
5 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენელთა შეკრება - ე.წ. 12-თა საბჭოს გეგმიური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას "ბათუმისა" და "სიონის" წარმომადგენლების გარდა, ყველა კლუბი ესწრებოდა. შეხვედრაზე იმსჯელეს ეროვნული ჩემპიონატის განვლილი ტურების შესახებ. მთავარი თემა კი 4 ნოემბერს გამართული ქუთაისის "ტორპედოსა" და "დინამო" თბილისის შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტი იყო, როცა ადგილობრივებმა თბილისელთა ფანების კუთვნილი ავტობუსის მინები ჩაამსხვრიეს.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ვრცლად ისაუბრა "დინამოს" მმართველმა დირექტორმა - ბუბა ტყავაძემ. მისი თქმით, კლუბი საგანგებო, ოფიციალური წერილით მიმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მომხდარზე რეაგირებას და ფაქტის გამოძიებას სთხოვს. როგორც ცნობილია, მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე საპატრულო პოლიციამ რვა ადგილობრივი გულშემატკივარი დააკავა.

სფფ-ის პრეზიდენტმა კლუბებს შესთავაზა, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით საბჭომ თავად შეიმუშავოს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, ამა თუ იმ ქალაქსა თუ რეგიონში ჩასული სტუმარი გუნდი და მისი გულშემატკივრები თავს უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ.

დიდი ალბათობით, ეროვნული ჩემპიონატის რეგლამენტში შევა მცირე ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ინციდენტების შემთხვევაში, უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა მასპინძელ კლუბს დაეკისრება. ამასთან, მასპინძელი მხარე ვალდებული იქნება, უზრუნველყოს მსაჯებისა და სტუმარი გუნდის (აგრეთვე, გულშემატკივრების) გაცილება ქალაქის გასასვლელამდე.

უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენელთა მორიგი გეგმიური შეხვედრა ნოემბრის ბოლოს გაიმართება და სავარაუდოდ, აღნიშნული ცვლილება ამ დროისთვის რეგლამენტში უკვე შეტანილი იქნება.

gff.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად