მოლაპარაკებები უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია
"დეილი მეილის" ინფორმაციით, პრემიერლიგის კლუბების მესაკუთრეთა უმრავლესობა, მათ შორის, "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩი, "მანჩესტერ სიტის" შეიხ მანსური და "მანჩესტერ იუნაიტედის" მალკოლმ გლეიზერი, მომხრეა, რომ ლიგამ ხელფასების ზედა ზღვარი დააწესოს, რაც კლუბებს საშუალებას მისცემს, რომ მომავალს შედარებით ოპტიმისტურად უყურონ.

კულუარული ინფორმაციით, პროექტის მთავარი ლობისტი სწორედ უკანასკნელია. გამოცემის მტკიცებით, მოლაპარაკებები უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია.

მოსალოდნელია, რომ წინასწარ შეთანხმებაზე ხელის მოწერა 15 ნოემბერს ლონდონში დანიშნულ შეხვედრაზე შედგება. სავარაუდოა, რომ კლუბები ყოველწლიურად სახელფასო ფონდის არა უმეტეს 5%-ით გაზრდაზე შეთანხმდებიან.

იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვალოს, მას 20-დან 14 კლუბი მაინც უნდა დათანხმდეს.

ჯერჯერობით ერთადერთი, ვინც იდეის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა, "ფულჰემის" მმართველი მოჰამედ ალ-ფაიედია.

მომდევნო სეზონიდან ძალაში შედის პრემიერლიგასა და საკაბელო მაუწყებლებს შორის დადებული ახალი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კლუბები ბევრად უფრო დიდ შემოსავალს მიიღებენ.

ფეხბურთელებსა და მათ აგენტებს იმედი ჰქონდათ, რომ მათთვის ეს ვაჭრობის კარგი საგანი იქნებოდა ახალი ხელშეკრულებებისთვის ბრძოლის საქმეში, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ოცნებებს ასრულება არ უწერია.

2010/11 წლების სეზონში პრემიერლიგის კლუბების აუდიტორული შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მათ მარტო ფეხბურთელთა ხელფასებზე 1.5 მილიარდი ფუნტი გაიღეს, რაც საერთო შემოსავლის 69%-ს შეადგენს (2000/01 წლების სეზონზე ანაზღაურებაზე მხოლოდ 61% იხარჯებოდა).

კლუბების საერთო ვალმა მიმდინარე პერიოდისთვის 2.4 მილიარდი შეადგინა. პრემიერლიგელებმა სულ სეზონის განმავლობაში 360 მილიონის წაგება ნახეს. აქედან 197 "მანჩესტერ სიტის" ანგარიშზეა, 68 - "ჩელსის" და 49 - "ლივერპულის". 1990 წელს პრემიერლიგაში ფეხბურთელების საშუალო ხელფასი კვირაში 1775 ფუნტი იყო, 2010-ში კი ნიშნულმა 35 ათასს უწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა