ეროვნულ ნაკრებში მეკარეთა გამუდმებულ ცვლას შეგვაჩვიეს. თემურ ქეცბაია კი ნუკრი რევიშვილს ენდო და 6 შეხვედრიდან ოთხში ძირითადში დააყენა, იმ ორშიც გოლკიპერმა შეკრებაზე ჩამოსვლა ფიზიკურად ვერ მოახერხა...

ეროვნულ ნაკრებში მეკარეთა გამუდმებულ ცვლას შეგვაჩვიეს. თემურ ქეცბაია კი ნუკრი რევიშვილს ენდო და 6 შეხვედრიდან ოთხში ძირითადში დააყენა, იმ ორშიც გოლკიპერმა შეკრებაზე ჩამოსვლა ფიზიკურად ვერ მოახერხა.

დღეს საქართველო ლატვიასთან პრინციპულ შეხვედრას გამართავს და რევიშვილზეც იქნება დამოკიდებული, რა ხასიათზე ვიქნებით მატჩის შემდეგ...

ნაკრებისგან განსხვავებით, მახაჩყალის "ანჟის" ქართველი კიპერი თავისი საკლუბო მდგომარეობით უკმაყოფილოა და სეზონის დასრულების შემდეგ სხვა გუნდში გადასვლას არ გამორიცხავს. 23 წლის რევიშვილი "ლელოს" ნაკრებზე, "ანჟისა" და შესაძლო ტრანსფერზე ელაპარაკება.

- ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულმა ოთხმა შეხვედრამ თავდაჯერებულობა თუ შეგმატათ?

- რა თქმა უნდა. ქეცბაიას დანიშვნის შემდეგ, კამერუნთან ამხანაგური თამაში და ჯგუფის ყველა ოფიციალური შეხვედრა ჩავატარე, მხოლოდ საბერძნეთთან გავუშვი გოლი. ცხადია, იმოქმედა თემურის ნდობამ და ჩვენი მცველებიც საიმედო თამაშმა და თავდაჯერებული გავხდი. ერთადერთი, მხოლოდ მალტასთან დავუშვით უხეში შეცდომა, მეორე ტაიმში ვა-ბანკზე წავედით და დაცვა მოვაშიშვლეთ. ყველა სხვა შეხვედრაში ჩვენი დაცვა დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

- ერთ ეპიზოდში საქართველო წაგებისგან იხსენით, როცა პირისპირ დარჩენილ მალტელს აჯობეთ. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ ინერვიულეთ...

- ასეთი კარგი მომენტი ჩვენ ვერ შევქმენით. ტრაბახი რომ არ გამომივიდეს, რეალურად ვიტყვი - უფრო მალტელმა დაარტყა ცუდად, ვიდრე მე ვითამაშე კარგად. ძლიერი თავდამსხმელი რომ ყოფილიყო, მაგალითად, იტალიელი, ფრანგი ან ინგლისელი, აუცილებლად გაიტანდა.

- დაცვაში უმთავრესად გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, მეკარეს კი მცველების კარნახი ევალება, რაც ყვირილის გარეშე წარმოუდგენელია. კალაძესა და ასათიანსაც უყვირით? უხერხულობას ხომ არ გრძნობთ?

- ბავშვები ხომ არ ვართ, ყველამ იცის, რომ მეკარე ასეც უნდა მოიქცეს და კარნახს თავად ითხოვენ. კალაძესა და ასათიანს ის უფრო არ მოეწონებათ, თამაშის დროს თუ არ დავუძახებ. ყველა ხვდება, რომ სტადიონზე საშინელი ხმაურია და დაყვირება აუცილებელია. მორიდებული მეკარე ვერასდროს ვერ ითამაშებს.

- 2008 წლის თებერვალში თბილისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიელებმა ლამის ცენტრიდან გაგიტანეს გოლი. არ არის ის მატჩი კარგი გასახსენებელი...

- ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მწარე მოგონებაა. იმ დროს არ უნდა მეთამაშა. ტოპმიოლერმა ავარიის შემდეგ, სამი თვის უვარჯიშებელი, სათამაშო პრაქტიკის არმქონე დამაყენა და მითხრა, დაამტკიცე, რაც შეგიძიაო. გამოუცდელი ვიყავი და მეგონა, ვითამაშებდი, უარსაც ვერ გამიგებდნენ. სამწუხაროდ, შევცდი, არ უნდა მეთამაშა. ახლა ნაკრებში სხვა მწვრთნელი და აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა, მეც ნავარჯიშები ვარ, ნაკრებში და მეტ-ნაკლებად კლუბშიც მათამაშებენ. ეს მაიმედებს, რომ რიგიდან სასურველი შედეგით დავბრუნდებით.

- "ანჟიში" სათამაშო პრაქტიკა მაინც გაკლიათ. რატომ ვერ გახდით პირველი მეკარე?

- ძნელი სათქმელია. "ანჟიში" თავის გამოჩენის მეტი შანსი მაქვს, ვიდრე "რუბინში" მქონდა - ყაზანში თითქმის არ მათამაშებდნენ. თუმცა, მახაჩყალაში ისეთი ვითარება არაა, როგორის იმედიც მქონდა. ომარ თეთრაძე რომ დარჩენილიყო, მეტს მათამაშებდა. მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი კი შემპირდა, ფორმაში შესასვლელად, ნაკრების შეხვედრამდე ზედიზედ ორ თამაშს მოგცემო, მაგრამ დანაპირები არ შემისრულა და ძირითადში მხოლოდ ერთხელ დამაყენა. თუ არაფერი შეიცვლება, კვლავ გუნდის შეცვლა მომიწევს.

- თუ "ვოლგა" პრემიერლიგაში გადავა, ალბათ, ომარ თეთრაძესთან დაბრუნდებით.

- ჯერ სეზონი დამთავრდეს... "ვოლგას" მეორე ადგილზეა და პრემიერლიგაში მოხვედრის დიდი შანსი აქვს. ისიც ვიცი, ომარის მეკარე სჭირდება და რა თქმა უნდა, მასთან გადასვლა მირჩევნია. "ანჟის" ოთხ მატჩში კარში მხოლოდ ერთხელ დგომა არაფერს მარგებს.

- მოკლედ, რუსეთს ვერ შორდებით...

- ევროპაში სიამოვნებით გადავიდოდი, მაგრამ რუსული პასპორტი მაქვს, ლიმიტი არ მეხება და ფინანსური საკითხებიც გასათვალისწინებელია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ევროპაში კონკრეტული მიწვევაც არ გამაჩნია, რუსეთში კი უკვე გამიცნეს. ერთად-ერთი, ევროპელები ეროვნულ ნაკრებში გამოსვლით თუ შემამჩნევენ.

- შესაძლოა, იმიტომაც არ გაწუხებენ, რომ რუსეთში გყავთ მწვრთნელი, მენეჯერი და ფიქრობენ, იქიდან წასვლას არც ფიქრობ.

- ძალიან მცდარი წარმოდგენა ჰქონიათ. ჩემი მენეჯერი მამუკა ჯუღელი თავადაა დაინტერესებული, ნაკრებში კარგად ვითამაშო და ევროპაში გადავიდე. კარგი იქნებოდა მოსკოვის "სპარტაკში", "ლოკომოტივში", ან ცსკა-ში მოხვედრა, მაგრამ მეეჭვება - კარგი მეკარეები ჰყავთ და ჯერჯერობით, მათთან შელევას არ აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა