პარიზში გაიმართა ამ სეზონის ბოლო მასტერსი, ქალებს შორის კი ფედერაციის თასის გამარჯვებული გამოვლინდა
ძალიან დატვირთული კვირა ჰქონდათ ჩოგბურთის მოყვარულებს - პარიზში გაიმართა ამ სეზონის ბოლო მასტერსი, ქალებს შორის კი ფედერაციის თასის გამარჯვებული გამოვლინდა.

საფრანგეთის დედაქალაქში გამართული მასტერსი ფავორიტების კრახით დასრულდა - ვერც ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ვერც ენდი მიურეიმ ვერ შეძლეს ფინალამდე მისვლა. თანაც, მიურეიმ მერვედფინალში დათმო თავისი შეხვედრა ბევრისთვის უცნობ პოლონელ იეჟი იანოვიჩთან.

21 წლის ჩოგბურთელი პარიზის მასტერსის ნამდვილი სენსაცია აღმოჩნდა. მან იმდენი მოახერხა, რომ ფინალამდე გააღწია, სადაც მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს, ესპანელ დავიდ ფერერს დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, მანამდე მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ფილიპ კოლშრაიბერი, მარინ ჩილიჩი, ენდი მიურეი და იანკო ტიპსარევიჩი.

ფერერს ფინალში დიდი მოტივაცია ჰქონდა, რადგან აქამდე არასოდეს მოეგო მასტერსის სერიის ტურნირი.

თან ესპანელი კარგ ფორმაშია, რადგან ერთი კვირის წინ ვალენსიაში საშინაო ტურნირზეც იმარჯვა.

ესპანელმა აღმავლობით ჩაატარა მთელი შეხვედრა, თუმცა პირველ სეტში სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა იანოვიჩისგან. პირველი ცხრა გეიმი ჩოგბურთელები ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას, მაგრამ მეათეში ფერერმა სეტში ერთადერთი ბრეიკი გააკეთა და 6:4 გაიმარჯვა.

მეორე სეტში ესპანელის უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იყო და საბოლოოდ, საათსა და 27 წუთში ფერერმა 6:4, 6:3 გაიმარჯვა.

როგორც გითხარით, ეს ფერერისთვის კარიერაში პირველი მოგებული მასტერსია. მანამდე ის სამჯერ თამაშობდა ამ სერიის ტურნირების ფინალში და სამივეჯერ დამარცხებულმა დატოვა კორტი.

სხვათა შორის, დავიდი მესამე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც 30 წლის ასაკში პირველად მოიგო მასტერსი. მანამდე ეს გააკეთეს ფრანგმა სედრიკ პიოლინმა და ხორვატმა ივან ლუბიჩიჩმა.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში კი გაიმართა ქალებს შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის - ფედერაციის თასის ფინალი. ჩეხეთმა სერბეთის ნაკრებს უმასპინძლა.

პირველი სათამაშო დღის შემდეგ ჩეხებმა სოლიდურ უპირატესობას მიაღწიეს: პეტრა კვიტოვამ ელენა იანკოვიჩს მოუგო, ლუსი საფაროვამ კი ანა ივანოვიჩი დაამარცხა და მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ.

ფინალი კვირას გაგრძელდა და გადამწყვეტ მატჩს ინტრიგა დაუბრუნა ანა ივანოვიჩმა. მან საათსა და 46 წუთში დაამარცხა პეტრა კვიტოვა - 6:3, 7:5 და ფინალში ანგარიში შეამცირა - 1:2.

ივანოვიჩმა ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. სამაგიეროდ, ოთხჯერ აიღო მეტოქის გეიმი. სხვათა შორის, ანა მეხუთედ ხვდებოდა კვიტოვას და მეოთხედ შეძლო უიმბლდონის შარშანდელი ჩემპიონის დამარცხება.

ამის შემდეგ კორტზე ლუსი საფაროვა და ელენა იანკოვიჩი გავიდნენ. იანკოვიჩის მოგების შემთხვევაში, ფინალში ყველაფერს წყვილთა მატჩი გადაწყვეტდა, მაგრამ საქმე აქამდე არ მივიდა. საფაროვა ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა ფინალს და თავისი ორივე ერთეულთა მატჩი მოიგო. კვირას მან სასტიკად გაანადგურა სერბი მეტოქე.

ლუსიმ რვა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და აქედან ხუთი შანსის რეალიზება შეძლო. გარდა ამისა, საფაროვა საკუთარ მოწოდებაზეც ბრწყინავდა - იანკოვიჩმა საათსა და 17 წუთში მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ვერცერთხელ ვერ შეძლო მეტოქის გეიმის აღება.

6:1, 6:1 - ასე მოუტანა საფაროვამ გამარჯვების ქულა ჩეხეთის ნაკრებს, რომელმაც შეინარჩუნა შარშან მოპოვებული ტიტული.

თუ წარსულში ჩეხოსლოვაკიის შედეგებს გავითვალისწინებთ, ეს იყო ჩეხეთისთვის რიგით მეშვიდე გამარჯვება ფედერაციის თასზე. ამ მაჩვენებლით ეს გუნდი გაუთანაბრდა ავსტრალიას და ამ ქვეყანასთან მეორე ადგილს იყოფს ყველა დროის სიაში.

ჩეხეთი-სერბეთი 3:1

1:0 ლუსი საფაროვა-ანა ივანოვიჩი 6:4, 6:3

2:0 პეტრა კვიტოვა-ელენა იანკოვიჩი 6:4, 6:1

2:1 პეტრა კვიტოვა-ანა ივანოვიჩი 3:6, 5:7

3:1 ლუსი საფაროვა-ელენა იანკოვიჩი 6:1, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა