სერბმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტული დაიბრუნა
სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაიბრუნა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტული. რეიტინგის ახალი ვერსიის თანახმად, ჯოკომ უკან ჩამოიტოვა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.

ტოპ-ათეულში აგრეთვე ორი ცვლილება მოხდა: არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ გაუსწრო ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას და მეშვიდე ადგილზე გადავიდა, ხოლო ფრანგი რიშარ გასკე მსოფლიოს მეათე ნომერი გახდა.

უნდა აღინიშნოს პარიზის მასტერსის გმირების - პოლონელი იეჟი იანოვიჩისა და ფრანგი მიკაელ ლოდრას პროგრესი. მათ, შესაბამისად, 43 და 69 ადგილი მოიგეს. ახლა იანოვიჩი მსოფლიოს 26-ე ჩოგანია, ლოდრას კი 52-ე პოზიცია უკავია.

ATP

1(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 11 420

2(1). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 465

3(3). ენდი მიურეი (ბრიტ) 7 600

4(4). რაფაელ ნადალი (ესპ) 6 795

5(5). დავიდ ფერერი (ესპ) 6 030

6(6). ტომას ბერდიხი (ჩეხ) 4 405

7(8). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 4 080

8(7). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 3 490

9(9). იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 2 990

10(12). რიშარ გასკე (საფ) 2 515

11(13). ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 2 515

12(10). ხუან მონაკო (არგ) 2 430

13(14). მილოშ რაონიჩი (კან) 2 380

14(11). ჯონ ისნერი (აშშ) 2 215

15(15). მარინ ჩირიჩი (ხორ) 2 210

16(20). ჟილ სიმონი (საფ) 2 165

17(17). სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 1 900

18(18). ა. დოლგოპოლოვი (უკრ) 1 855

19(16). კეი ნიშიკორი (იაპ) 1 830

20(19). ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 1 770

5 ნოემბერს, გვიან ღამით, ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა. მანამდე კი სერბმა ჩოგბურთელმა პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ საჭიროა წლის მთავარი ჩემპიონატის ლონდონიდან სხვა ადგილას გადატანა.

"ლონდონში ტურნირის ორგანიზაცია უმაღლეს დონეზეა. ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარეს და დარწმუნებული ვარ, არც ერთ ჩოგბურთელს არ აქვს ორგანიზატორების მიმართ პრეტენზია, - აღნიშნა ჯოკოვიჩმა. - ამასთან, ინგლისი - დიდი საჩოგბურთო ტრადიციების ქვეყანაა. ამიტომაც აქაური გულშემატკივრები კარგად ერკვევიან ჩოგბურთში.

მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ჩოგბურთის გლობალური განვითარებისთვის აუცილებელია, ტურნირის ლონდონში ხუთი წლის განმავლობაში ჩატარების შემდეგ ის სხვა ქვეყანაში, ან სულაც სხვა კონტინენტზე გადაიტანონ".

შეგახსენებთ, რომ ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში "O2-არენაზე" 2009 წლიდან ტარდება და კონტრაქტის ვადა 2013 წლის ბოლოს იწურება.

შვეიცარიელ როჯერ ფედერერს კი სულ სხვა პრობლემა აწუხებს. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ყურადღებას ამახვილებს დოპინგის საკითხზე და დოპინგ-ტესტების რაოდენობის გაზრდის ინიციატივით გამოდის. როჯერი აცხადებს, რომ ბოლო დროს ტესტების რიცხვი შესამჩნევად შემცირდა.

"დღეს ჩოგბურთელები გაცილებით ნაკლებ ტესტს აბარებენ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, - მოჰყავს ფედერერის სიტყვები BBC-ის. - ჩემთვის რთული გასაგებია, რატომ ხდება ასე.

დოპინგ-ტესტებში საშიში არაფერია. რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ დოპინგის პრობლემა ჩოგბურთს ყველაზე ნაკლებად ეხება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ტესტების რაოდენობის გაზრდა აუცილებელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად