ჩვენმა ჭაბუკებმა 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი რიხით დაიწყეს. ვლადიმერ გუცაევის გუნდმა პორტუგალიურ ალბუფეირაში ჩატარებულ სასტარტო მატჩში ბერძენი თანატოლები 1:0 დაამარცხა...

ჩვენმა ჭაბუკებმა 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი რიხით დაიწყეს. ვლადიმერ გუცაევის გუნდმა პორტუგალიურ ალბუფეირაში ჩატარებულ სასტარტო მატჩში ბერძენი თანატოლები 1:0 დაამარცხა.

ჩვენმა ჭაბუკებმა 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი რიხით დაიწყეს. ვლადიმერ გუცაევის გუნდმა პორტუგალიურ ალბუფეირაში ჩატარებულ სასტარტო მატჩში ბერძენი თანატოლები 1:0 დაამარცხა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა საერთო ჯამში გუცაევის ბიჭებმა მეტოქე დაჯაბნეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. გუცაევმა 4-3-2-1 სათამაშო სქემა აირჩია. ბერძნებს ორი საგოლე მომენტი ჰქონდათ, ჩვენებს კი კიდევ ოთხჯერ შეეძლოთ გოლის გატანა. თითო საგოლე მომენტი ჰქონდათ ნიკა ძალამიძეს, ლაშა ჩაფიძესა და საბა კვირკველიას, თორნიკე ოქრიაშვილს კი დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ...

ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს გავიდა. გიორგი ჩელებაძის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ოქრიაშვილმა კარში გადაგზავნა და ეს გოლი ჩვენი გუნდისთვის სამქულიანი აღმოჩნდა.

"საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოვიდა. ბიჭებმა კარგად შეასრულეს დავალებები და საერთო ჯამში მეტოქეს ვაჯობეთ. ბერძნებზე მეტი საგოლე მომენტი გვქონდა და დამსახურებულად მოვიგეთ. ელიტრაუნდში გასასვლელად ამ მოგებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით წინ და მომდევნო თამაშებშიც წარმატებით უნდა ვიასპარეზოთ", - გვითხრა გუცაევმა.

გუშინ ჩვენს ჯგუფში მეორე წყვილმაც ითამაშა. აზერბაიჯანი პორტუგალიას 2:0-ს უგებდა, მაგრამ ტურნირის მასპინძლებმა ბოლოს იძალეს და ფრეს (2:2) მიაღწიეს. როგორც გუცაევმა გვითხრა, ამ შეხვედრას მისი თანაშემწე გოჩა ჯოხაძე დაესწრო და შესაბამისად, მეტოქეებზე ინფორმაციაც შეაგროვა.

მეორე ტურის მატჩები ხვალ, 13 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენი ჭაბუკები პორტუგალიას ეთამაშებიან, ბერძნები კი აზერბაიჯანს დაუპირისპირდებიან. მანამდე კი ჯგუფს საქართველო ლიდერობს...

საბერძნეთი-საქართველო 0:1

0:1 ოქრიაშვილი (89. ჩელებაძის პასით)

საქართველო: ნადირაძე - კობახიძე, კვეკვესკირი, კვირკველია, ბრაჭული - მირცხულავა (90. ელიზბარაშვილი), აფაქიძე, ხუჭუა (85. ფუტკარაძე) - ოქრიაშვილი, ძალამიძე - ჩაფიძე (69. ჩელებაძე).

სათადარიგოები: აზნიაშვილი, უგულავა

გაფრთხილება: ვლახოსი (81), ბუგაიდისი (83), ხუჭუა (84), ბრაჭული (90)

არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 1 1 0 0 1-0 3

2. აზერბაიჯანი 1 0 1 0 2-2 1

3. პორტუგალია 1 0 1 0 2-2 1

4. საბერძნეთი 1 0 0 1 0-1 0

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის 13 ჯგუფიდან ელიტრაუნდში 28 გუნდი გადის. ასე რომ, ჯგუფის ორი გამარჯვებული ავტომატურად ხვდება ელიტრაუნდში, ამ 26 გუნდს კი 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება.

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა