თორნიკე ოქრიაშვილის ბელორუსთან მატჩში გამოცვლას არცთუ სასიამოვნო საუბრები მოჰყვა
14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული გუნდი ამხანაგურ შეხვედრას ითამაშებს ეგვიპტის ნაკრებთან.

მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ჩვენი ნაკრების დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ ამ მატჩისთვის ეს ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია (ორივე დილა, გორი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე კარპატი ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული (დილა, გორი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია) შოთა გრიგალაშვილი (ალანია, რუსეთი) ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი, რუსთავი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია).

ქეცბაიას სიაში არ არიან ზურაბ ხიზანიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ჯაბა კანკავა.

ქეცბაიას რომ დაძაბული ურთიერთობა აქვს ხიზანიშვილთან, ახალი არ არის. კანკავას არგამოძახება კი შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ჯაბას გუნდს, უკრაინულ "დნიპროს", ერთობ მჭიდრო კალენდარი აქვს.

საშინაო ჩემპიონატის გარდა, გუნდი ევროპალიგაზეც თამაშობს და კანკავას გამოძახებაც ასეთ დროს დიდ აუცილებლობას ვინძლო არ წარმოადგენდა.

უცნაურია ოქრიაშვილის არმოწვევა ეგვიპტესთან მატჩისთვის, თორნიკე ხომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ყალიბდება.

ნაკრების ბოლო მატჩში ბელორუსთან ქეცბაიამ ის შეცვალა. გაჩნდა ვერსიები - ჯერ ითქვა, ოქრიაშვილი ტრავმის გამო შეიცვალაო; მერე ის ინფორმაციაც გაჩნდა, ოქრიაშვილს არანაირი ტრავმა არ ჰქონიაო.

მოკლედ, არცთუ სასიამოვნო საუბრები მოჰყვა ოქრიაშვილის ბელორუსთან გამოცვლას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თორნიკე ოქრიაშვილი: მინსკში არც ერთი ჟურნალისტი არ დამლაპარაკებია!

უცნაური ამბავი: თორნიკე ოქრიაშვილის შეცვლა გაუგებრობის ნიადაგზე

ზურაბ ხიზანიშვილი: საქართველოსთვის ვთამაშობ და არა სამკლაურისთვის

ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]

ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

ilia
ეს შესარჩევი კი ჩააგდო ხიზანიშვილმა და აწი რაც გინდათ ქენით.
misha
ნეტა მე არ გამომიძახებენ ნაკრებში?!90 წუთი კი არა,მთელი დღე თავს არ გავყოფ ჩვენი საჯარიმოდან,რა დიდი პრობლემაა დგომა და მოწინააღმდეგის ფეხებში აბლანდვა,ბურთს თვითონ გაგარტყამენ,გინდა თუ არ გინდა;ზოგჯერ ფეხი ამოჰკარი ბურთს მთელი ძალით,საით გადააგდებ მაინც სულ ერთია,მთავარია რაც შეიძლება შორს!!!ისე გაირბენს 90 წუთი ვერც კი გავიგებ.ისე ხუმრობა იქეთ იყვეს და მართლა ძალიან ხშირად იცვლება შემადგენლობა.თუმცა .....ჩემზე ჭკვიანი ხალხია მანდ,მაგ საქმეში და თვითონ იციან უკეთესად
dato
კითხეთ, შეაწუხეთ ვინმე გიშლით?!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა