ლატვიის ჩემპიონისა და ბომბარდირისთვის საქართველოს ნაკრები მტკივნეული თემაა
ლატვიის ვირსლიგის 35-ე ტურში დაუგავპილსის "დაუგავამ" საკუთარ სტადიონზე "იურმალა" 2:0 დაამარცხა, 77 ქულა დააგროვა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კონკურენტ რიგის "სკონტოსთვის" მიუღწეველი აღმოჩნდა.

გუნდი ქვეყნის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა.

"დაუგავას" შემადგენლობაში ოქროსმედალოსნები ქართველი ლეგიონერები გახდნენ - მცველი ბუკა ცინცაძე და თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე. პირველმა 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა, 3 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღო; ღონღაძემ კი "დაუგავას" ფორმა 32-ჯერ მოირგო, 7 ყვითელი ბარათი დაიმსახურა და რაც მთავარია, 18 გოლით ლატვიის ვირსლიგის ბომბარდირი გახდა. მათგან პენალტით ერთიც არ გაუტანია.

26 წლის თავდამსხმელი შესაძლოა, მალე ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადავიდეს - ინფორმაცია რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა "სპორტლაიფმა" გაავრცელა.

"ვლადიკავკაზური კლუბის ინტერესში მამუკა ღონღაძე მოხვდა, რომელიც ლატვიის ჩემპიონ "დაუგავას" შემადგენლობაში თამაშობს.

- ქართველმა თავდამსხმელმა "ალანიას" ყურადღება შედეგიანი თამაშით მიიპყრო, მაგრამ რამდენად დიდია მისი ტრანსფერის ალბათობა, ამაზე ლაპარაკი ჯერ მიჭირს. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ის პოტენციურ ახალწვეულთა სიაშია", - გაუმხილა "სპორტლაიფს" ვლადიკავკაზური კლუბის ინკოგნიტო წარმომადგენელმა.

ლატვიურ კლუბში წამყვანი ფეხბურთელის მიმართ ვლადიკავკაზელთა ინტერესზე ლაპარაკს ერიდებიან.

"არაკორექტული იქნებოდა იმ რუსული კლუბების დასახელება, რომლებიც მამუკას გადაყვანით არიან დაინტერესებულები. ტრანსფერის საკითხი ხომ იოლად არ წყდება. ამიტომ, სანამ კონტრაქტი არ გაფორმებულა და მოლაპარაკება გრძელდება, კონკრეტულად არ ვილაპარაკებ.

მაგალითად, შარშან ერთ-ერთ უკრაინულ კლუბს მამუკას ტრანსფერზე მართლაც მოველაპარაკეთ, მაგრამ შემდეგ გარიგება ჩაიშალა", - განაცხადა "დაუგავას" ტექნიკურმა დირექტორმა რომან ჟონდჟიკმა.

"ვლადიკავკაზის "ალანიაში" ჩემს გადასვლაზე მართლაც არის ლაპარაკი. მალე კლუბთან კონტრაქტი მიმთავრდება და ლატვიელები თავად არიან დაინტერესებულნი, რომ ჩემი ტრანსფერით ფული იშოვონ. მერე ამის შანსი აღარ ექნებათ.

ძალიან მიხარია, რაც ახლა ხდება: ლატვიის ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდი თუ არა, სერიოზული კლუბები დაინტერესდნენ: როგორც მითხრეს, ზაგრების "დინამო" და კიდევ სხვები. თუმცა ჯერ წარმოდგენა არც მაქვს, ახალი სეზონიდან სად ვითამაშებ", - გვითხრა 5 ნოემბერს ღონღაძემ.

იყო თუ არა დაინტერესება ნაკრების ხელმძღვანელობის მხრიდან? ამ კითხვაზე თავდამსხმელი გვპასუხობს:

"ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა. არა მგონია, ერთ ამხანაგურ შეხვედრაში გასინჯვა პრობლემა იყოს.

შესაძლოა, ლატვიის ჩემპიონატი ძალიან მაღალი დონის არ არის, მაგრამ საკმაოდ სოლიდური კლუბების მიწვევები მაფიქრებს, რომ არც ისე უინტერესო ტურნირია, როგორც საქართველოში ჰგონიათ.

ლატვიაში ხშირად მეკითხებიან, რატომ არ თამაშობ ნაკრებშიო. ჰგონიათ, რომ მე უარს ვამბობ. უარს როგორ ვიტყვი, როდესაც ეს ჩემი ოცნებაა?!

თუმცა იმედი არ გადამიწურავს და მჯერა, ადრე თუ გვიან ნაკრების მწვრთნელები დაინტერესდებიან და გამომიძახებენ".

შეგახსენეთ, რომ მამუკას შარშან ზამთარში ლუგანსკის "ზარიასთან" შეთანხმებული ტრანსფერი ჩაეშალა. ლატვიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 26 წლის ქართველი თავდამსხმელით უკრაინის პრემიერლიგის კლუბები დაინტერესდნენ და პირდაპირ კონტრაქტს სთავაზობდნენ კრივოი როგის "კრივბასი", ლუგანსკის "ზარია" და ლვოვის "კარპატი".

დეკემბერში "ზარიაში" ივარჯიშა და ლუგანსკში იანვრის დასაწყისში კონტრაქტის გასაფორმებლად უნდა გაფრენილიყო. "ზარიას" პრეზიდენტსა და მწვრთნელს ორწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, მუდმივნომრიანი მაისურაც გადასცეს და ყველაფერი გადაწყვეტილი ეგონა. იცოდნენ, მამუკას პოლონური და უნგრული კლუბები იწვევდნენ და უთხრეს, სხვამ მილიონიანი კონტრაქტიც რომ შემოგთავაზოს, უკვე ჩვენი ფეხბურთელი ხარ და სიტყვიერი შეთანხმება არ დაარღვიოო.

პირობა ღონღაძეს არ დაურღვევია, მაგრამ უკრაინელებმა მისი აყვანა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და ლატვიაში გულდაწყვეტილი დაბრუნდა.

გაუგებრობა იმანაც გამოიწვია, რომ უყურადღებობის გამო მამუკამ "დაუგავასთან" ერთწლიანი კონტრაქტის ნაცვლად ორწლიანი გააფორმა და ეს ძვირად დაუჯდა - დარჩენილ ერთ წელიწადში მასში ლატვიელები 100 ათას დოლარს ითხოვდნენ, მერე კი თანხა 400 ათას ევრომდე გაზარდეს; არადა, შეეძლო თავისუფალი აგენტი გამხდარიყო.

სხვათა შორის, წლეულს ღონღაძით დაინტერესებულები იყვნენ ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო". "ზარიასთან" ჩაშლილი კონტრაქტის შემდეგ დაიწერა კიდეც, ღონღაძე "ტორპედოს" უახლოვდებაო, მაგრამ საბოლოოდ, კარიერა ისევ ლატვიაში გააგრძელა.

შარშან 21 გოლით ვირსლიგის ბომბარდირთა დავაში ლატვიურმა გამოცემა "სპორტცენტრმა" წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა საბჭომ კი სეზონის 22 გამორჩეული მოთამაშის სიაში - საუკეთესო მარჯვენა თავდამსხმელად. მერე "სპორტცენტრმა" კიდევ ერთხელ გამოარჩია - "სკონტოს" ყოფილ და ამჟამად გორის "დილას" თავდამსხმელ ნათან ჟუნიორთან და "ვენტსპილსის" კაპიტან ოლეგ ლაიზანსთან ერთად, ქართველი ლატვიის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა.

სულ "დაუგავაში" ჩატარებულ 77 შეხვედრაში მამუკა ღონღაძემ 52 გოლი გაიტანა, რაც საშუალოდ, შეხვედრაში 0,68 გოლს უდრის და ძალიან კარგი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ლატვიის ვირსლიგა ძალიან მაღალი დონის არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლატვიელმა ჟურნალისტებმა მამუკა ღონღაძე საუკეთესოდ აღიარეს

მამუკა ღონღაძეს "ზარია" ჩაეშალა

მამუკა ღონღაძე ლატვიაში მწვრთნელებმაც აღიარეს

"დაუგავამ" მამუკა ღონღაძეს სარმა დაუდო

TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად