"საკრამენტომ" სეზონში პირველი გამარჯვება მეოთხე ცდიდან მოიპოვა
მეოთხე ცდიდან მოიპოვა სეზონში პირველი გამარჯვება "საკრამენტომ". მოულოდნელი, მაგრამ კანონზომიერი წარმატება იყო, რადგან ფავორიტად შერაცხულ "გოლდენ სტეიტს" თამაში არ გამოუვიდა.

ამ გუნდის ლიდერს სტივენ კარს ისევ ჰქონდა პრობლემები ტყორცნების რეალიზაციის მხრივ - 15-დან 12 ბურთი ააცილა. სულ კი სეზონში ეს მცველი თამაშიდან 36-პროცენტიანი სიზუსტით ისვრის.

იმ საღამოს "კინგზიც" დიდად ვერ ბრწყინავდა და შეიძლებოდა, დამარცხებულიყო კიდეც; არადა, მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა.

მასპინძლებმა ბოლოსკენ დაკარგეს კონცენტრაცია: კაზინსი და კომპანია ოთხი წუთით ადრე 11 ქულას იგებდა, 30 წამით ადრე - ერთ ქულას. სწორედ ამ დროს კაზინსმა სამი მეტრიდან ააცილა მიზანს და "უორიორზს" მოგების რეალური შანსი მისცა, მაგრამ ტომპსონის ბოლო ტყორცნამ მიზანს არ მიაღწია.

დიონ უეიტერსი - ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელიც საშინელი წნეხის ქვეშ მოექცა NBA-ში ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ.

საქმე ისაა, რომ საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა ამ მცველის ლიგაში მისვლა. უეიტერსი NCAA-ს ჩემპიონატში თამაშისას არასოდეს მოხვედრილა სასტარტო ხუთეულში და პროგნოზების მიხედვით, არ შედიოდა დრაფტის TOP10-ში.

მიუხედავად ამისა, ის მეოთხე ნომრად აიყვანა "კლივლენდმა". რეგულარულის პირველ მატჩებში ის არაფრით ჩამორჩებოდა რეკლამირებულ ბილსა და რობინსონს.

პროფესიულ დონეზე მეოთხე მატჩში უეიტერსი "კლიპერსზე" სენსაციური გამარჯვების მთავარი გმირი აღმოჩნდა.

ის არა მარტო ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდში, არამედ 11 ცდიდან შვიდი სამქულიანი ჩააგდო (არადა, მას ყველაზე მეტად არასტაბილური სროლის გამო აკრიტიკებდნენ). თანაც, ორი სამქულიანი მატჩის გადამწყვეტ მომენტებში ჩააგდო - დიონმა ორჯერ გაისროლა მას შემდეგ, რაც კროუფორდმა ანგარიში გაათანაბრა და კინაღამ თამაშში გარდატეხა შეიტანა.

კლიპერსი-კლივლენდი 101:108

28:31, 22:26, 28:27, 23:24

კლიპ: გრიფინი (20+6 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), კროუფორდი (19), პოლი (17+5 მოხსნა+9 პასი), ბლედსოუ (11+5 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), ბაქლერი (11), ჯორდანი (10+6 მოხსნა+5 დაფარება).

კლივ: უეიტერსი (28), ირვინგი (24+10 პასი), ვარეჟაო (15+15 მოხსნა+3 ჩაჭრა), ზელერი (15+7 მოხსნა), კ. მაილზი (10).

საკრამენტო-გ. სტეიტი 94:92

21:22, 31:22, 23:20, 19:28

ს: კაზინსი (23+15 მოხსნა), ტორნტონი (16), ბრუქსი (12), ბოგუტი (10).

გ-ს: ტომპსონი (22+7 მოხსნა), ლი (20+6 მოხსნა), კარი (12+6 მოხსნა+8 პასი), ბოგუტი (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...