საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის კაპიტანი ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩისთვის არ გამოიძახა
14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ეგვიპტესთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები უკვე დაასახელა.

არავის გაკვირვებია, ქეცბაიამ კვლავ ნაკრებს მიღმა რომ დატოვა მშვენიერ ფორმაში მყოფი თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი და ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი ჯაბა დვალი - ჩვენი ნაკრების სათამაშო სტილი ხომ ტანმაღალ თავდამსხმელებზეა აგებული. მაგრამ ეროვნული ნაკრების თავკაცის სიაში აღარ აღმოჩნდნენ ზურაბ ხიზანიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა კანკავა და ირაკლი სირბილაძე.

განსაკუთრებულად, კითხვები პირველი სამეულის არგამოძახების გამო იბადება.

არაა გამორიცხული, "ქაისერის" მცველის, ხიზანიშვილის გამოუძახებლობა ფინეთისა და ბელორუსის ნაკრებებთან გასვლით შეხვედრებში მის მიერ დაშვებული შეცდომებით აიხსნას. ან კიდევ, შესაძლოა, რომ ზურაბის პოზიციაზე ქეცბაიას სხვა მოთამაშეების გამოცდა სურს.

იგივე თორნიკე ოქრიაშვილის ამბავი ავიღოთ: ბოლო დროს მარიუპოლის "ილიჩევეცის" 20 წლის შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა. გულშემატკივარს რომ უყვარს, ისეთი ეფექტური ფეხბურთელია.

ეგვიპტესთან თამაში თორნიკეს ძალიან სურდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თბილისში ესპანეთთან, მინსკში კი - ბელორუსთან შეხვედრებში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, მომდევნო მატჩს საფრანგეთთან გამოტოვებს და მიიჩნევს, რომ ალბათ, ქეცბაიამ ამის გამო არ გამოიძახა. აბა, ლოგიკა სხვა მიზეზს გამორიცხავს.

ყველაზე მეტად კი ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას არყოფნა გვაოცებს.

ჯაბა კრივოი როგის "კრივბასიდან" დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" წლეულს დაიბრუნა. თავდაპირველად, უკრაინული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ხუანდე რამოსი 26 წლის ქართველ საყრდენს შეცვლებზე ათამაშებდა, ნაკრების ფეხბურთელს კი სათამაშო პრაქტიკის არქონა აწუხებდა და ესპანელ სპეციალისტს "კრივბასში" გაშვება მოსთხოვა.

მაგრამ ბოლო პერიოდში კანკავას მდგომარეობა კლუბში გამოსწორდა. ბოლო მატჩებში რამოსი ძირითადში ხშირად აყენებს, თემურ ქეცბაიამ კი გუნდის კაპიტნად დანიშნა.

ჯაბა კმაყოფილია იმით, რომ ბოლო დროს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილი "დნიპროს" ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებს, მაგრამ რატომ არ გამოიძახეს ეგვიპტესთან შეხვედრაში, ამ კითხვაზე პასუხი კანკავას არ აქვს და ნაჩქარევი კომენტარის გაკეთებას ერიდება.

"ჯერ ნაკრების მწვრთნელმა უნდა თქვას, რა არის ჩემი გამოუძახებლობის მიზეზი.

მე მიზეზიც არ ვიცი და რა უნდა გითხრათ? ეს ხომ გუნდის მწვრთნელის კომპეტენციაა.

როდესაც მიზეზი გახდება ცნობილი, კომენტარს მერე გავაკეთებ", - გვითხრა კანკავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხიზანიშვილის, ოქრიაშვილისა და კანკავას გარეშე - ქეცბაიამ ნაკრები გაცხრილა

ხუანდე რამოსს ჯაბა კანკავა არა ქართველი, არამედ უკრაინელი ჰგონია?

ჯაბა კანკავა მილიონად შეფასდა, გიორგი ლორიას კი ფასი არ მომატებია

OT
მთავარმა მწვრთნელმა (მენეჯერმა)ტავისი გადაწყვეტილება უნდა თვითონ განაცხადოს (საერთოდ რომც არ თქვას 100% სიმართლე ეს მისი გასაკეტებელია). ჩემ კომპანიაში რომელიც ა.შ.შ. მტავრობაზე მუშაობს - თემური ერთ თვეს გაჩერდებოდა მენეჯერის პოზიციაზე. - ადამიანმა ჯერ ის უნდა აკეთოს საც მას მოეტხოვება პოზიციიდან გამომდინარე (რასაც ქეცბაია არ აკეტებს, ან ვერ აკეტებს - უცოდინარობსი გამო), და მერე უნდა განიხილოს რამდენად კარგია (თუმცა - ჩემი პირადი პოზიცია რომ მას აქაც პრობლემები აქვს)
asd
ქეცბაიას დისციპლინირებულობა ვის გაუგია????????? აღარ გახსოვთ მსაჯებს როგორ ცემდა??????????? დააყენებს ყველას კარებთან და აწვალებს, მაგას რა ტაქტიკა უნდა!
zaza
ნუ გადაგვაყოლეთ რა 0:6 აღარ ვაგებთო.11 კაცი დგას დაცვასში ისრაელის დონის გუნდთანაც კი და 0:6 რა თქმა უნდა არ წავაგებთ,მაგრამ ესეთი უსახური,უკომბინაციო და საშინელი საყურებელი ნაკრები ჯერ არ გვყოლია.ფეხბურთელების უდისციპლინობაზე ლაპარაკობს ხოლმე და ტვითონ ქეცბაიაც კაი ხუშტურაა
ფ
თავის საქმე იცის კი არა აზე არა ქეცბაია
gizog
მწვრთნელი ყველა მნიშვნელოვან და უმნიშვნელო შეკითხვებზე პასუხს სცემს თამაშის შედეგით. ისე კი, უკვე დაწმუნებულ ფეხბურთელების გამოცდა ამხანაგურებში არ მგონია საჭირო იყოს. თუმცა ყველა მწვრთნელს გააჩნია თავისი შეხედულება მოთამაშეთა შერჩევის მიმართ. ქეცბაიამ თავისი შეხედულება ამ კუთხით დააფისირა, რომ მას უნდა გუნდში ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც თავს გვახსომებენ თავდაუზოგავი ბრძოლით და რა ორთაბრძოლების 70-80% -ის შემდეგ მინდორზე გაუთავებელი კოტრიალით და ტრამვირებულის იმიჯის შექმნით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სათამაშო კლასი ბევრად ჩამორჩება მეტოქეებისას, როგორც გამოჩნდა ბელარუსიის და ფინეთისასაც კი მწვრთნელი ორიენტირს იღებს ფიზიკურად ორთაბრძოლების მოგებაზე მისი დავალებების ზუსტ შესრულებაზე.
დუდუ
პროვოკატორი მართალია: ჩვენც ეგრე გვესმის. წუმპეა ეგ ფედერაცია თავის ნაკრებიან-მწვრთნელიანა და აღარც მაინტერესებს მაგათი "თამაში". ფულს აკეთებენ.
mamulo
აცალეთ ქეცბაიას,აცალეთ თუ არა წავა თავის კიპროსში და ჩვენ ისევ 6:0-ზე წამგები ნაკრები დაგვრჩება,ზუსტად ისეთი როგორიც გვკავდა.იცის ამ კაცმა თავისი საქმე.
პროვოკატორი
ვერ გავიგე რა,ნაკრების მწვრთნელი საჯარო ფიგურა არ არის? თუ გულშემატკივრების წინაშე ანგარიშვალდებულება მოუხსნა ვინმემ? ან იქნებ ნაკრები თავისი საკუთრება ან კლუბი ჰგონია,რომ სხვას ცხვირის ჩაყოფას უკრძალავ??? კი ბატონო მწვრთნელია და თავისი შეხედულებები აქვს,მაგრამ ყველა თავის გადაწყვეტილებაზე,განსაკუთრებით კი იმათზე,რომლებიც გულშემატკივართა მხრიდან განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს ვალდებულია პასუხების გასცეს, აგვიხსნას მოტივი და დაგვარწმუნოს თავისი გადაწყვეტილების სისწორეში.ამხანაგური თამაშებში,რამდენადაც მე ფეხბურთი მესმის,გარდა იმისა რომ ახალწვეულებს სცდიან, პლუს გუნდის კიდევ უფრო შეთამაშებასა და სხვადასხვა ტაქტიკური ვარიანტების გამოცდისთვის გამოიყენება და მწვრთნელი თუ ნაკრების ძირითადი ბირთვის,ძირითად ფეხბურთელებს არ იძახებს ჩემი აზრით ამხანაგური თამაშის ჩატარება აზრს კარგავს. არ ვიცი...თუ რაიმე შეცდომით დავაფიქსირე თქვენ მაინც ამიხსენით,მე ასე მესმის და...
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა