ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გია გიორგაძე: ილუმჟინოვმა დაპირება არ შეგვისრულა

გია გიორგაძე: ილუმჟინოვმა დაპირება არ შეგვისრულა

ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, ცალკეული დაფების მიხედვით მელიას და ხოტენაშვილს, შესაბამისად, ვერცხლი და ბრინჯაო ხვდათ...

ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, სოფიო ხუხაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, კაპიტანი ნინო გურიელი, მწვრთნელები _ ზურაბ სტურუა და დავით არუთინიანი) მესამე ადგილი დაიკავა, ცალკეული დაფების მიხედვით მელიას და ხოტენაშვილს, შესაბამისად, ვერცხლი და ბრინჯაო ხვდათ. ვაჟთა ნაკრები კი 30-ე ადგილს დასჯერდა.

ამ და ოლიმპიადის სხვა მოვლენებზე გვესაუბრება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ხანტი-მანსიისკში ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი გია გიორგაძე:

_ შეჯიბრებაში 146 ქვეყანა მონაწილეობდა. პირველობისთვის ბრძოლა იყო უშეღავათო, რადგან ჭადრაკში კონკურენცია ბოლო დროს ძალიან გაიზარდა. ქალებში უდავო ფავორიტის სახელი გაამართლა რუსეთის პირველმა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი და ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა გამოდიოდნენ. ამ ოლიმპიადისთვის სპეციალურად მოიწვიეს ალისა გალიამოვა, რომელსაც თითქმის მთელი წლის განმავლობაში ჭადრაკისთვის თავი დანებებული ჰქონდა. ყოველგვარი პირობა შეუქმნეს მოსამზადებლად და მომგებიანი ქულებიც მოუტანა გუნდს.

რაც შეეხება ჩვენს ქალთა ნაკრებს, თაობათა ცვლას უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. მოგეხსენებათ, ხანტი-მანსიისკში თამაშზე უარი თქვა წინა ოლიმპიადის გმირმა მაია ჩიბურდანიძემ, ბოლო მომენტში ობიექტური მიზეზების გამო შეჯიბრებაზე ვერ გაემგზავრა ნინო ხურციძე. ორი ახალბედა მივიწვიეთ ნაკრებში. ყოველივეს მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ჩვენს ნაკრებს ურიგოდ არ უთამაშია. ერთადერთი დასანანი მარცხი სერბებთან ვიწვნიეთ. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს ჩვენები სხვა დროს და სხვა სიტუაციაში დიდი ანგარიშითაც დაამარცხებდნენ. იქ კი წინა დღეს ჩინელების ძლევას შეალიეს დიდი ენერგია, ძალების სრულად აღდგენა ვერ მოასწრეს. რაც მთავარია, მეტოქე სათანადოდ არ შეაფასეს. ყოველივეს მიუხედავად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ _ ბრინჯაოს მოპოვება დიდი წარმატებაა და ამიტომ ალალია ჩვენს ქალებზე სახელმწიფო ჯილდოც და ის პრემიაც, რომელიც ფედერაციის მთავარმა სპონსორმა

"სოკარმა" დააწესა მათთვის. მადლობა ყველა მოთამაშეს, კაპიტანსა და მწვრთნელებს, რომლებმაც კვარცხლბეკზე ასასვლელად ძალ-ღონე არ დაიშურეს.

_ ვაჟთა 30-ე ადგილზე რას იტყვით?

_ აბა, ვინ წარმოიდგენდა ასეთ შედეგს. 5 ტურის შემდეგ ხომ ჩვენი გუნდი უდანაკარგოდ ლიდერთა შორის იყო. მე-6 ტურში ტრადიციულად უხერხული მეტოქის _ სომხეთის ნაკრების ძლევაც შეიძლებოდა. საბოლოოდ ფრეს დავჯერდით. ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებულებთან და მსოფლიოს ჩემპიონებთან არც ეს შედეგია ურიგო. გადამწყვეტი მაინც უკრაინასთან მატჩი იყო. პირველ დაფაზე ბაადურ ჯობავამ შავებით საინტერესო სიახლე გამოიყენა _ ფიგურა შესწირა და იმდენად დააბნია ტიტულოვანი ვასილი ივანჩუკი, რომ უკრაინელმა ჩვენებურს მე-8 სვლაზე თეთრებით ყაიმი შესთავაზა. ბაადურმა ეს წინადადება არ მიიღო. მერე კომპიუტერულმა ანალიზმაც დაადასტურა, რომ ჯობავა მართალი იყო. სხვა საქმეა, რომ ორთაბრძოლისას ქართველმა დიდოსტატმა რამდენიმე უზუსტობა დაუშვა და დამარცხდა, საბოლოო ანგარიშში გუნდმაც წააგო. ბოლო სამ ტურში ფრანგებმა, ესპანელებმა და ინდოელებმაც გვაჯობეს, არადა, არც ერთი მატჩი დასათმობი არ იყო. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენს ვაჟებს ძლიერ მეტოქეებთან თანაბარ დონეზე ბრძოლა უჭირთ. მეტი მუშაობაა საჭირო. ახალგაზრდა ტალანტები უნდა აღმოვაჩინოთ და ნაკრებში მოსახვედრად კონკურენცია გავზარდოთ. ლიდერი გვყავს _ ბაადურ ჯობავა, მაგნუს კარლსენთან მის გამარჯვებას ოლიმპიადის სენსაცია უწოდეს. ასეთ დიდოსტატს გვერდით სათანადო ძალის პარტნიორები უნდა ჰყავდეს.

_ ხანტი-მანსიისკში საქართველოს დელეგაციისადმი როგორი დამოკიდებულება იყო?

_ გულახდილად უნდა ვთქვა, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა შესანიშნავად იყო ორგანიზებული. ყველა ქვეყნის მოჭადრაკებს ნორმალური სათამაშო და დასასვენებელი პირობები ჰქონდათ. ამ მხრივ ჩვენთვის გამონაკლისი არაფერი ყოფილა.

_ საჭადრაკო ოლიმპიდაზე მეორე დიდი ომი ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნებისას გაიმართა. თქვენ ვის დაუჭირეთ მხარი?

_ კონგრესზე დამკვირვებლის სტატუსით ვიყავი, რადგან დელეგატად ზურაბ აზმაიფარაშვილი გვყავდა არჩეული, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ბატალიებში. ამდენად, ჩემი გულისყური უფრო იმ საჭადრაკო დაფებისკენ იყო, რომლებზეც ქართველ დიდოსტატებს უშეღავათო ბრძოლა ჰქონდათ. მართალია, კირსან ილუმჟინოვმა გაიმარჯვა, მაგრამ არჩევნებში რაღაც პუნქტები დაირღვა. ისე, უმჯობესია, ამ საკითხებთან დაკავშირებით ბატონ ზურაბ აზმაიფარაშვილს გაესაუბროთ. ის უფრო დეტალურად მოგიყვებათ ყველაფერს.

_ ყალმუხეთის ყოფილ პრეზიდენტს ფიდეში ტახტის შენარჩუნება თუ მიულოცეთ?

_ ჩვენ ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა გვქონდა და მილოცვასაც წინ არაფერი ედგა. ისე, ილუმჟინოვს კონგრესის დაწყებამდეც შევხვდი და ჩვენი დელეგაციის პოზიციაც გავაცანი _ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აზმაიფარაშვილის დარჩენას ვგულისხმობ. იგი დამპირდა, რომ ჩვენს კანდიდატურას მისგან მხარდაჭერა ექნებოდა. სამწუხაროდ, დაპირება არ შეასრულა.

_ ბატონ ზურაბს სურს, რომ ილუმჟინოვს სასამართლოში უჩივლოს. ეს გამწვავებული ვითარება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისადმი ფიდეს დამოკიდებულებას ხომ არ შეცვლის?

_ არა მგონია, პიროვნებებს შორის დაპირისპირებამ ორგანიზაციების ურთიერთობაზე იმოქმედოს. ისე, ჩვენი ქვეყნისთვის ილუმჟინოვი დიდად არც აქამდე იკლავდა თავს. ყველა უფლების მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გვიხდებოდა და მომავალშიც ასე იქნება.

_ სეზონის ბოლომდე რამდენიმე საინტერესო შეჯიბრება მოგველის...

_ დიახ, დაძაბულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას. ერთ კვირაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დაიწყება. სეოკ-ის დაფინანსებით საჭადრაკო კლუბი "სამაია" ბულგარულ პლოვდივში გაემგზავრება. შარშან მე-3 ადგილი დავიკავეთ, წლეულს შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ. ქალები მსოფლიოს თასზეც მოსინჯავენ ძალებს. საბერძნეთში 8-18 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა გაიმართება. ჩვენმა ახალგაზრდებმა ბათუმში ევროპაზე ისახელეს თავი და გვჯერა, რომ ელადიდანაც ხელდამშვენებულნი დაგვიბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"

"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს

"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს

"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს