ლონდონელთა წარმომადგენელი ქართველს ხორვატიაში 19-წლამდელთა ნაკრებების შესარჩევი ციკლის შეხვედრებში აკვირდებოდა
სლოვენიაში გამართული ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრები ოთხეულში მოხვდა, ჩვენი გუნდის ახალგაზრდებით ევროპული კლუბები მასიურად დაინტერესდნენ.

მაგალითად, 17-წლამდელთა ყოფილი მცველი ლაშა დვალი ინგლისში იმყოფებოდა და პრემიერლიგის "რედინგში" აკვირდებოდნენ. ზუგდიდის "ბაიას" შემტევი ნახევარმცველი ნიკა ახვლედიანი კი ჰოლანდიაში მიიწვიეს და ორი კვირა არნემის "ვიტესში" ივარჯიშა.

ზაფხულში კი 17-წლამდელთა ნაკრების კიდევ ორი წევრი, თბილისის "ლოკომოტივის" მოთამაშეები, ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია და თავდამსხმელი დავით ჯიქია, გერმანულ "ფრაიბურგში" გასინჯეს.

სინჯების შემდეგ ისინი თბილისში დაბრუნდნენ, მაგრამ "ლელო" წერდა, რომ ჭანტურიათი ევროპული ფეხბურთის გრანდი, ლონდონის "არსენალიც" დაინტერესდა. წლების შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში ქართველის გამოჩენა, თანაც, ევროპული ფეხბურთის გრანდში, მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო ამბავი იყო.

ნიკამ არსენ ვენგერის "საგრაფოში" პირველად 5 აგვისტოს ივარჯიშა. 17 წლის ქართველმა ლონდონური გრანდის ფორმა პირველად 15 აგვისტოს მოირგო, როდესაც ერთმანეთს "არსენალისა" და "ნორვიჩის" დუბლები შეხვდნენ - ნიკამ მეორე ტაიმი ითამაშა.

შეხვედრას "არსენალის" პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით ესწრებოდა და ჭანტურიამ დადებითი შეფასება დაიმსახურა, რაზეც ინტერნეტ-გამოცემა younggunsblog.uk წერდა, ქართველი ახალგაზრდა "არსენალის" კლასიკური ფეხბურთელის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ მის აყვანას შრომითი ვიზა და ასაკი აფერხებს და ჭანტურია ზამთრამდე ისევ თბილისის "ლოკომოტივს" დაუბრუნდაო.

ასეც მოხდა. ნიკას ლონდონელთა რეზერვისტებში 18 აგვისტომდე აკვირდებოდნენ და მერე სამშობლოში გამობრუნდა, მაგრამ ითქვა, ინგლისელები თბილისში "ლოკომოტივის" ან ოფიციალურ სანაკრებო შეხვედრებში დააკვირდებიან და მისი საკითხი მაშინ გადაწყდება, როდესაც 18 წლის შესრულდებაო.

მას შემდეგ სამი თვე გავიდა და ჭანტურია კვლავ "ლოკომოტივში" თამაშობს. მან კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით, ხორვატიაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრები ჩაატარა და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

დავინტერესდით, რაიმე სიახლე ხომ არ იყო და ფეხბურთელის მენეჯერმა ბესო აბაშიძემ საინტერესო ამბავი გაგვიმხილა:

"ზაფხულში ინგლისელებს ნიკა მოეწონათ და სავიზო პრობლემები თუ მოგვარდება, შესაძლოა, ჭანტურია ახალი წლიდან "არსენალში" ვიხილოთ. ლონდონელთა ინტერესს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მათი წარმომადგენელი ხორვატიაში 19-წლამდელთა ნაკრებების შესარჩევი ციკლის შეხვედრებს ესწრებოდა".

თბილისის "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ კი სხვა ამბებიც გაგვიმხილა:

"ჭანტურიათი "არსენალიც" სერიოზულად დაინტერესდა და "ფრაიბურგიც". მისი გადაყვანის სურვილი სხვა გუნდებმაც გამოავლინეს. ლაპარაკია ესპანურ და ფრანგულ კლუბებზეც, მაგრამ ამის შესახებ გვეუბნებიან მენეჯერები. ჩვენ კი ვცდილობთ, მოლაპარაკება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში წამოვიწყოთ, თუ კლუბი სერიოზულად ინტერესდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემოთავაზება აგენტისგან მოდის თუ კლუბისგან. ჭანტურია და ჯიქია კი "ფრაიბურგში" იმიტომ წავიდნენ, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა ყოფილიყო - კლუბისგან ოფიციალური მიწვევა მივიღეთ. მათ გერმანელები ისევ იწვევენ, "არსენალი" კი ჭანტურიას კვლავაც აკვირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიკა ჭანტურია: ღმერთმა ლონდონის "არსენალში" თამაშის შანსი მომცა და შრომა დამეზარება?!

კახა კაჭარავა: ნაკრებში ყველა ჩემი შვილია...

საქართველო ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშია!

"რედინგში" ლაშა დვალი მოსწონთ, ნიკა ახვლედიანს "ვიტესში" ელიან

ილია
ისე ესე წინასწარ ცაზე აყვანა და არსენალის ფეხბურტელად გახდონა,ჯურნალისტების მხრიდან არ მგონია გამართლებული,ესეთი სტატიოებით 17 წლის ფეხბურთელს თავში აუარდება და შეიძლება დავკარგოთ,ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიკარგა ესე წინასწარ მაგარ გუნდებში გაშვებით და ყორადღება მიაქციეტ ამას ჟურნალისტებო.
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა