ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ნოემბრის თვის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები 499 ქულით კვლავ 65-ე ადგილს იკავებს
ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ნოემბრის თვის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები 499 ქულით კვლავ 65-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოთხი მატჩი ჩაატარა: ბელორუსთან (1:0), ესპანეთთან (0:1), სტუმრად ფინეთთან (1:1) და ბელორუსთან (0:2).

ნოემბრის თვის ფიფას რეიტინგში კი ჩვენი ნაკრების ბოლო ორი მატჩის შედეგია გათვალისწინებული, რის შემდეგ "ჯვაროსნებს" ადგილი არ შეუცვლიათ და კვლავ 65-ე პოზიციაზე არიან.

ოქტომბრის რეიტინგში საქართველო 86-ე ადგილიდან 65-ემდე აღზევდა.

რაც შეეხებათ ჩვენს მეტოქეებს მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ცხრილს ისევ ლიდერობს, საფრანგეთი კი 5 პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად მე-18-ეა.

ბელორუსის ეროვნული გუნდი 13 პოზიციით აღზევდა და 74-ე ადგილზე იმყოფება. ფინეთის ნაკრები კვლავ რეგრესს განიცდის, ფინელები 3 პოზიციით დაქვეითდნენ და 91-ე ადგილს იკავებენ.

ცვლილებებია ფიფას რეიტინგის ათეულში. ლიდერთა შორის მოხვდნენ ხორვატია და რუსეთი, ხოლო იტალიამ სამი საფეხურით აიწია და ამჟამად მეხუთეა.

1 (1). ესპანეთი - 1564

2 (2). გერმანია - 1421

3 (4). არგენტინა - 1349

4 (3). პორტუგალია - 1178

5 (8). იტალია - 1169

6 (5). ინგლისი - 1167

7 (6). ჰოლანდია - 1128

8 (9). კოლუმბია - 1110

9 (12). რუსეთი - 1084

10 (11). ხორვატია - 1078

18 (13). საფრანგეთი - 938

65 (86). საქართველო - 499

74 (87). ბელორუსი - 478

91 (88). ფინეთი - 411

ასევე იხილეთ:

ხიზანიშვილის, ოქრიაშვილისა და კანკავას გარეშე - ქეცბაიამ ნაკრები გაცხრილა

ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]

ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"