ბოლო დროს მოხმალავე გოგონებში საგრძნობლად დაწინაურდა ახალგაზდა მოფარიკავე თეოდორა კახიანი, რომელმაც ამას წინათ ეროვნულ ჩემპიონატშიც იყოჩაღა...

ბოლო დროს მოხმალავე გოგონებში საგრძნობლად დაწინაურდა ახალგაზდა მოფარიკავე თეოდორა კახიანი, რომელმაც ამას წინათ ეროვნულ ჩემპიონატშიც იყოჩაღა. გასულ უქმეებზე კი შპს "აგრიკომის" დაფინანსებით საქართველოს 16 მუშკეტერთან (მწვრთნელები _ მერაბ ბაზაძე, თეონა ნიშნიანიძე, მსაჯი დავით სახვაძე) ერთად მან ტრაბზონში თურქეთის თასზე იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენმა ყველა მეტოქეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ნახევარფინალში კახიანმა თანაგუნდელ თათია აფციაურის მძლეველ ოზდემ ალსანს მოუგო 15:12, გადამწყვეტ პაექრობაში კი ჰილალ ბაჰჯეჯის დააყრევინა ფარ-ხმალი _ 15:10 და თურქეთის თასი დაიმსახურა. აფციაური მე-10 ადგილით დაკმაყოფილდა. ამავე სახეობაში ვაჟთა შორის სხვებზე უკეთ სანდრო ბაზაძემ იასპარეზა _ მან მხოლოდ ნახევარფინალური ორთაბრძოლა დათმო ჰაკან აკგუნთან და ბრინჯაოს დასჯერდა. მისი უფროსი ძმა ბექა ბაზაძე მე-5 ადგილზე გავიდა, მიხეილ მარდალეიშვილი მეექვსე იყო.

რაპირაში ჩვენებურთაგან 14 წლის თეონა გოგლიძე გამოირჩა. ეს გოგონა ორი წელიწადია, რაც ფარიკაობაში ვარჯიშობს, მაგრამ უფროსებსაც არ უდებს ტოლს. ასე იყო ტრაპზონშიც, სადაც მხოლოდ ნახევარფინალური ორთაბრძოლა წააგო გამოცდილ მერვე კარამეტესთან და საქართველოს სპორტულ ყულაბას ბრინჯაოს მედალი შეჰმატა. მისი თანაგუნდელი სანდრო სიხარულიძე მე-8 ადგილზე გავიდა.

_ ჩვენი მოხმალავე ბიჭები _ მიხეილ მარდალეიშვილი, სანდრო და ბექა ბაზაძეები ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უკრაინის ნაკრებთან ორკვირიანი ერთობლივი საწვრთნელი შეკრების ჩასატარებლად. მარდალეიშვილი 16-17 ოქტომბერს ბუდაპეშტში კადეტთა შორის ევროპის თასზე გამოვა და ისევ კიევში დაბრუნდება. 23 ოქტომბრიდან ლობნიაში (რუსეთი) იუნიორთა ევროპის ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს სანდრო ბაზაძე, მარდალეიშვილი, კახიანი და აფციაური. 4 ნოემბრიდან კი ბექა ბაზაძე პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება, _ გვითხრა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ.

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო