"პესკარას" 19 წლის მეკარის გადაბირებით არაერთი გუნდია დაინტერესებული - როგორც იტალიური, ასევე უცხოური
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატია პერინის გადაბირებით არაერთი გუნდია დაინტერესებული - როგორც იტალიური, ასევე უცხოური.

ყველაზე ხშირად მის "რომაში" შესაძლო გადასვლაზე საუბრობენ, სადაც ზდენეკ ზემანი ახალი კიპერის ძიებაშია.

საქმე იმაშია, რომ ჩეხ სპეციალისტს დიდად არ მოსწონს მარტინ სტეკელენბურგი და ამის შესახებ ერთხელ ღიადაც განაცხადა.

აქვე ვთქვათ, რომ მატია პერინი "პესკარას" 19 წლის მეკარეა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ცნობისთვის, მატიას სატრანსფერო უფლებებს "ჯენოა" ფლობს და დაინტერესებულ კლუბებს სწორედ გენუელებთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ფეხბურთელის პირადმა აგენტმა მატეო როგიმ გააკეთა:

"მატია ძალიან კარგად თამაშობს და არ მიკვირს, რომ მისით არაერთი გუნდი იჩენს ინტერესს. თუმცა კონკრეტული წინადადებით ჯერ მხოლოდ ორმა გუნდმა მოგვმართა და ორივე უცხოური გახლავთ.

დიახ, იტალიური კლუბები ჯერ არ აქტიურობენ და ვნახოთ, შეიცვლება თუ არა ამ მხრივ რამე. "რომას’ დაინტერესების შესახებ მსმენია; მეტიც, ეს ინფორმაცია სანდო წყაროდან მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ კონტაქტზე არავინ გამოსულა.

რაც შეეხება უცხოურ ვარიანტებს, შემოთავაზებები გერმანიიდან და ინგლისიდან იყო, თუმცა გუნდების დასახელებისგან თავს შევიკავებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად