ლონდონის წინ შემაჯამებელ ტურნირზე ბრძოლაში B ჯგუფის მონაწილეები ჩაებნენ
ლონდონის წინ შემაჯამებელ ტურნირზე ბრძოლაში B ჯგუფის მონაწილეები ჩაებნენ.

საყოველთაო შეფასებით, ეს ოთხეული შემადგენლობით ჩამორჩება A ჯგუფს, სადაც ორი გამოკვეთილი ფავორიტია ჯოკოვიჩისა და მიურეის სახით.

B-ში კი სტატისტიკის მიხედვით როჯერ ფედერერს ბადალი არ ჰყავს: ურთიერთშეხვედრებში ის 5:0-ს უგებს იანკო ტიპსარევიჩს, 13:3-ს ხუან მარტინ დელ პოტროსა და 13:0-ს დავიდ ფერერს.

პირველს ფედერერის მზადყოფნის შემოწმება ტიპსარევიჩს უწევდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ შვეიცარიელმა იდეალურთან მიახლოეული ჩოგბურთი აჩვენა. თამაშის პერიპეტიების აღწერას აზრი არ აქვს - რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი ნათლად ასახავს ფედერერის უპირატესობას.

საათსა და 8 წუთში შვეიცარიელმა 9 ბრეიკ-პოინტი მიიღო და ოთხჯერ მოიგო მეტოქის მოწოდება, მაგრამ განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ფედედერის მოქმედება მის პირველ მოწოდებაზე, რომელზეც ქულების 95 (!) პროცენტი აიღო - 21-დან 20.

ეს გამარჯვება მე-40 იყო ფედერერისთვის წლის შემაჯამებელ ტურნირებზე და ამით შვეიცარიელმა დაამხო ლეგენდარული ივან ლენდლის რეკორდი, რომელიც 39 გამარჯვებას უდრიდა (1980-91).

ღამის მატჩში ერთმანეთს ხვდებოდნენ დავიდ ფერერი და ხუან მარტინ დელ პოტრო. ორივე ჩოგბურთელი შემოდგომაზე კარგად გამოიყურება.

არგენტინელმა ოქტომბრის ბოლოს ზედიზედ მოიგო ვენასა და ბაზელში, თუმცა ჩააგდო პარიზის მასტერსი, რითაც შემაჯამებელ ტურნირამდე დასვენების საშუალება მიიღო.

ფერერს კი ასეთი საშუალება არ ჰქონია: ვალენსიაში გამარჯვების შემდეგ, ის პარიზში გაემგზავრა და იქ მასტერსი მოიგო. საერთო ჯამში, ესპანელი ბოლო 15 დღეში მე-11 შეხვედრას ატარებდა, თუმცა მხნედ გამოიყურებოდა.

ფერერი პირველ პარტიაში უკეთ მოქმედებდა - ის თითქმის არ უშვებდა უნებლიე შეცდომებს, იმ დროს, როცა არგენტინელი ბევრ შანსს ანიავებდა. დელ პოტროს დიდად მოწოდებაც არ მისდიოდა და მეხუთე გეიმში დათმო საკუთარი მოწოდება. აღსანიშნავია, რომ მანამდე თავად არგენტინელმა ვერ გამოიყენა ბრეიკ-პოინტი.

მეორე სეტში საპირისპირო სურათი ვიხილეთ - დავიდს ჰქონდა ოთხი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ გაფლანგა ეს შანსი და იქვე დათმო საკუთარი მოწოდება.

არგენტინელმა შეამცირა შეცდომების რიცხვი, უფრო სწრაფად და აქტიურად ათამაშდა, ესპანელმა კი წუნს უმატა. ფერერს პარტიაში ინტრიგის დაბრუნების შანსი მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა დელ პოტრო სეტზე აწვდიდა, მაგრამ არგენტინელმა უპირატესობა შეინარჩუნა.

მესამე სეტი ფერერმა უკეთ დაიწყო და ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ისევ ჩავარდნა ჰქონდა და დელ პოტრომ დაკარგული მოწოდება დაიბრუნა.

მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში თავად ხუან მარტინმა ითამაშა ძალიან ცუდად, 4:5-ზე საკუთარ გეიმში ზედიზედ ოთხი ქულა და მასთან ერთად მატჩი წააგო - 3:6, 6:3, 4:6. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ესპანელს დიდი უპირატესობა ჰქონდა - მას სამით მეტი “ვინერსი” და რვით ნაკლები უნებლიე შეცდომა დააგროვა.

B ჯგუფი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8) 6:3, 6:1; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ხუან-მარტინ დელ პოტრო (არგ, 6) 6:3, 3:6, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა