მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ბენფიკასთან" სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო
რუსეთის პრემიერლიგის გასულ ტურში ჩატარებულმა შესანიშნავმა მატჩმა, სამარის "კრილია სოვეტოვის" კარში გატანილმა ლამაზმა გოლმა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებამ იმის საფუძვლიანი იმედი გაგვიჩინა, რომ ჯანო ანანიძეს ამჯერად მაინც ვიხილავდით მოსკოვის "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში.

მაგრამ, სამწუხაროდ, მოლოდინი კვლავ გაგვიცრუვდა.

ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიურ "ბენფიკასთან" გასვლით დაპირისპირებაში "სპარტაკის" ესპანელმა თავკაცმა უნაი ემერიმ ქართველი ნახევარმცველისთვის მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე გაიმეტა ადგილი და იგი მატჩში 62-ე წუთზე ჩართო.

ამ დროს პორტუგალიელები უკვე დაწინაურებულები იყვნენ, მალე მეორე გოლიც გაიტანეს და შეხვედრის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს. მეორე ტაიმში "სპარტაკი" მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩა და მასპინძლებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

რაც შეეხება ჯანოს, მან მოსკოველთა თამაში აშკარად გაამწვავა და ანგარიშის შემცირებაც შეეძლო - მისი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

ანანიძემ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი ჩაატარა. პირველად მან სწორედ "ბენფიკას" წინააღმდეგ ითამაშა, როცა მოსკოვში სასტარტო შემადგენლობაში გაამწესეს.

მის გუნდს კი საქმე არცთუ სახარბიელოდ აქვს - "სპარტაკს" ჯერ კიდევ დარჩა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლის შანსი, მაგრამ უფრო რეალურად მისთვის ევროპის ლიგაზე გამსვლელი მესამე საგზურისთვის ბრძოლა მოჩანს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]

უნაი ემერი: ჯანო ანანიძე კარგ ფორმაშია

ჯანო ანანიძე: როდესაც ძირითადში ხშირად ვითამაშებ, ჟურნალისტთა კითხვებს პასუხს მაშინ გავცემ

ჯანო ანანიძის გოლი რუსეთში საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]

საფეხბურთო რუსეთმა ჯანო ანანიძე აირჩია - ქართველი ტურის რჩეულია!

"იმედია, ჯანო ანანიძე "ბენფიკასთან" პირველივე წუთებიდან ითამაშებს"

ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკში" ფსიქოლოგიურად წნეხავენ?!

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად