ქართველი ჩოგბურთელები - სოფიო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა ინდურ პუნეში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში ჩაებნენ
ქართველი ჩოგბურთელები - სოფიო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა ინდურ პუნეში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 125 000 დოლარი) ჩაებნენ.

ძირითადი ბადის სტარტზე შაფათავა ერთ დროს მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-9 ადგილზე მყოფ (ამჟამად 143-ეა) გერმანელს - ანდრეა პეტკოვიჩს დაუპირისპირდა.

ქართველი სპორტსმენი პირველ ხელს 5:2-ს იგებდა, მაგრამ გამოცდილმა ალემანმა მატჩში გარდატეხის შეტანა და სეტის მოგება შეძლო - 7:6 (7:4). შაფათავამ მეორე ხელიც დაძაბულ პაექრობაში დათმო - 5:7;

ორთაბრძოლის შემდეგ პეტკოვიჩმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის ვებგვერდზე დაწერა, რომ "ძალიან რთული მატჩი იყო... ჩემი მეტოქე სოფიო შაფათავა ძალიან კარგად, აგრესიულად თამაშობდა. მასზე არავითარი ინფორმაცია არ მქონდა. ოპონენტმა ნამდვილად მოახდინა შთაბეჭდილება ჩემზე. იმ პაექრობისგან სიამოვნება მივიღე".

სოფიოსგან განსხვავებით, კალაშნიკოვამ პირველ წრეში ავსტრალიელ მონიკ ადამჩიკს (187-ე) ორ სეტში სძლია (7:5, 6:3) და 22 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა. მერვედფინალში ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილ დონა ვეკიჩს (ხორვატია) დაუპირისპირდა.

პირველი ხელი 2:6 წააგო, სამაგიეროდ, მეორეში იყოჩაღა - 6:4 დაამარცხა მეტოქე; მესამე სეტი კი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო - 0:6.

7 ნოემბერსვე კალაშნიკოვამ, რომელიც წყვილებში რუს ნინა ბრატჩიკოვასთან ერთად მე-2 ნომრადაა განთესილი, მასპინძელთა დუეტს - ბოსალე-ტომბარეს ორივე სეტი მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად