ერევანში 1993-96 წლებში დაბადებულმა ახალგაზრდებმა იასპარეზეს ყარაბაღის ომში დაღუპული გმირის - ვაჰან ზატიკიანის ხსოვნის მემორიალში
განვლილ უქმეებზე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები წარმატებით გამოვიდნენ სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ტურნირებში.

ერევანში 1993-96 წლებში დაბადებულმა ახალგაზრდებმა იასპარეზეს ყარაბაღის ომში დაღუპული გმირის - ვაჰან ზატიკიანის ხსოვნის მემორიალში. იქ ჩვენგან სამი გუნდი წავიდა - თბილისის, ქუთაისისა და აჭარის და სამივემ ბლომად მედლები მოიხვეჭა.

თბილისელთა მონაგარი, რომლებსაც თენგიზ ღამბაშიძე და ელგუჯა ქობესაშვილი წვრთნიან, 6 მედალია - 1 ოქრო და 5 ბრინჯაო. ჩემპიონი ბუჭია აფხაზიშვილი (120) გახდა, მესამე ადგილზე კი ლაშა აბუთიძე (50), გიორგი რევაზიშვილი (60), ტარიელ გაფრინდაშვილი (66), ლევან მურადხანაშვილი (74) და მიხეილ კეკელიძე (120) გავიდნენ.

რამაზ ჩაჩხიანის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა 5 მედალი ირგუნეს - 2 ოქრო და 3 ბრინჯაო. კვლავაც წარმატებით გამოვიდა მათი ლიდერი ომარ გურჯიძე (66), ვინც ასაკით ჯერ კიდევ პატარაა, ჭაბუკებში გამოდის და წლეულს ჩინებულად იასპარეზა ამ ასაკში - მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ევროპაზე კი მესამე იყო (ის ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია).

მან არც ერევანში დაუთმო ვინმეს პირველობა, როგორც მისმა თანაქალაქელმა გიორგი ბრეგაძემ (55). ამ გუნდიდან მესამე პრიზიორები გიორგი შენგელია, საბა დეკანოიძე (ორივე - 84) და დავით ლოლაშვილი (96) გახდნენ.

აქვე შევნიშნავთ, რომ დეკანოიძე საჩხერელია, ლოლაშვილი - რუსთაველი, თუმცა ამჯერად ქუთაისელთა შემადგენლობაში ასპარეზობდნენ.

აჭარის ნაკრებს მარადი არძენაძე ხელმძღვანელობდა და მათ ანგარიშზე 4 მედალია - 1 ოქრო და 3 ბრინჯაო.

ჩემპიონობა ხუსეინ ირემაძემ (96) იზეიმა, მესამე საპრიზო ადგილი კი რამაზ დარჩიძემ (55), ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანმა შოთა ფარტენაძემ (60) და დავით უნგიაძემ (74) ირგუნეს.

ერევნის ტურნირის პარალელურად განჯამ 26-ედ უმასპინძლა აზერბაიჯანიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი დამსახურებული მწვრთნელის - ისაკ ჯაფაროვის მემორიალს ასევე "თავისუფლებში", ოღონდ - უფროსთა შორის. აქ ჩვენებმა, უმჩატესი წონის გარდა, ყველგან მედლები მოიპოვეს, ჯამში 8 ჯილდო.

აქედან თითო-თითო ოქრო-ვერცხლია და 6 - ბრინჯაო. განჯაში ჩემპიონი ზვიად მეტრეველი (96) გახდა, გიორგი კვირჭიშვილმა (120) კი ფინალი დათმო.

ბრინჯაოს მედლებს მალხაზ ბურჯალიანი (60), გიორგი ლობჟანიძე (66), ილია ხუციშვილი, დიმიტრი ბასილაშვილი (ორივე - 74), ოთარ უროტაძე (84) და მირიან ბურდული (120) დაეუფლნენ.

9 ნოემბრიდან ახალგაზრდა თბილისელი და ქუთაისელი "თავისუფლები" ისევ ეწვევიან ერევანს მორიგ საერთაშორისო ტურნირში საჭიდაოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა