რა ბედი ელით სახელმწიფო სტრუქტურების (მუნიციპალიტეტებისა და სამინისტროების) მიერ დაფინანსებულ სპორტულ კლუბებს
რა ბედი ელით სახელმწიფო სტრუქტურების (მუნიციპალიტეტებისა და სამინისტროების) მიერ დაფინანსებულ სპორტულ კლუბებს?

ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მორიგი განცხადება გააკეთა და საზოგადოებაში არსებული გაურკვევლობის გაფანტვა სცადა.

"სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროსთან საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საკითხს შეისწავლის.

მესმის, რომ ასეთი გუნდების არსებობა ჩემპიონატს არაკონკურენტუნარიანს ხდის და სხვა გუნდების განვითარებას პრობლემას უქმნის, მაგრამ ლაპარაკია წამყვანი კლუბების მომავალზე და ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ.

ამიტომ ასაწონ-დასაწონი ბევრი გვაქვს. სწორედ ეს არის განხილვის თემა და არა ის, რომ გუნდები შუა გზაზე დავშალოთ, დაფინანსება შევუწყვიტოთ და ჩემპიონატები ვაზარალოთ.

თავისთავად ცხადია, უწყებრივი ჩემპიონატები არასწორია და მსოფლიო პრაქტიკა ამაზე მიუთითებს, მაგრამ ჩვენთვის ეს ასპექტია მთავარი - საკუთრების ფორმა ისე უნდა შეიცვალოს, რომ არც სპორტი ვაზარალოთ და არც კლუბები. რეალობა სწორად უნდა აღვიქვათ და აქედან გამომდინარე ვიმოქმედოთ. ეს გზები მოსანახია და ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამჟამად ქართული სპორტი გარდამავალ ეტაპზეა.

სხვათა შორის, საინტერესოა კლუბის შერეული ტიპის საკუთრების ფორმა. ასეთი მოდელი აპრობირებულია გერმანიაში: სახელმწიფო ინფრასტრუქტურას აშენებს და შემდეგ მმართველობაში კლუბს გადასცემს.

მაგრამ ამ ყველაფერს სპორტის კანონი უნდა არეგულირებდეს, რომელიც საქართველოში უნდა შეიცვალოს - დღეს მოქმედი კანონი ხომ 1996 წელს დაიწერა, მას შემდეგ კი უამრავი რამ შეიცვალა. გარემოს კი სწორედ კანონმდებლობა ცვლის", - ამბობს ყიფიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: სპორტი უფასო უნდა გახდეს

გორის "დილას" ექს-მეპატრონის სკანდალური განცხადება: გუნდი ძალით წამართვეს!

ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ

სპორტი და პოლიტიკა - რა ელით დოტაციაზე მყოფ კლუბებს?

giorgi
მერე მისცენ ბიზნესმენებს გარანტია,რომ აღარ წაართმევენ და არც მის საქმეებში ჩაერევიან და მიხედავენ,დინამოს ხო გამოუჩნდა პატრონი,მაგრამ არა გამოხტება ვინმე ჩინოვნიკი და გამზადებულს მოინდომებს.
luxuta
ჰო ,ჰო მოვიცადოთ სეზონის ბოლომდე, მერე ვთქვათ ჩემპიონ გუნდს ხომ არ დავშლითო ,მერე ჯგუფურ ეტაოზეაო და ასე შემდეგ. არადა ,მარტვილის ფეხბურთელის შასემოვლო გადასახადიდან რატომ უნდა აიღოს ხელფასი გორის დილას ფეხბურთელმა?
vep1963
გაიხარე ლევან ,სწორად მსჯელობ,კარგი მამის შვილი ხარ და თავადაც კარგი ადამიანი.ღმერთი გაგიმარჯვებს.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"