8 ნოემბერს, ნაშუადღევს, დოჰა-თბილისის რეისით საქართველოში ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბე ჩამოვიდა
8 ნოემბერს, ნაშუადღევს, დოჰა-თბილისის რეისით საქართველოში ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბე ტანა უმაგა ჩამოვიდა, რომელიც ნაკრების თავკაცს მილტონ ჰეიგს 17 და 24 ნოემბერს იაპონიასა და ფიჯისთან გასამართ ტესტმატჩებში გუნდის მზადებაში დაეხმარება.

უმაგა ჰეიგთან ერთად ნოემბრის ტესტების დროს იმუშავებს, თუმცა მასთან თანამშრომლობა შესაძლებელია, რომ მომავალშიც გაგრძელდეს. თბილისში ჩამოსულ უმაგას ნაკრების თავკაცი მილტონ ჰეიგი და ნაკრების მენეჯერი ლაშა ხურციძე დახვდნენ.

კერძოდ, თუ რაგბის კავშირი და ტანა უმაგა შეთანხმდებიან, მაშინ ზელანდიელი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მსოფლიოს თასის დროსაც იქნება.

ტანა უმაგა: "საქართველოში რაგბის კავშირის მოწვევით ჩამოვედი. კარგად ვიცნობ თქვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს მილტონ ჰეიგს, რომელთან ერთადაც მიმუშავია.

ვიცნობ რამდენიმე ქართველ მორაგბეს - გია ლაბაძეს, დავით ზირაქაშვილს, დავით ქუბრიაშვილს. ზოგადად საქართველოს ნაკრებზეც მაქვს ინფორმაცია, მაქვს ნანახი მსოფლიოს თასზე ჩატარებული თამაშები.

ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ნაკრების ნოემბრის ტესტმატჩებში დახმარებაა. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობა შედეგს გამოიღებს და ეს თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება. შევეცდები, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველ მორაგბეებს გავუზიარო".

მილტონ ჰეიგი: "მალე ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის და ისეთი მორაგბის და მწვრთნელის გამოცდილება, როგორიც ტანა უმაგაა, უდავოდ გამოგვადგება.

გვინდა მას ვაჩვენოთ ქართული სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო - უგემრიელესი კერძები. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მას ძალიან მოეწონება.

ასევე, იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ მოლაპარაკებას და ტანა უმაგა 2015 წელს მსოფლიოს თასის დროს ჩვენს სამწვრთნელო შტაბში იქნება".

msy.gov.ge

ასევე იხილეთ:

მილტონ ჰეიგს "ბორჯღალოსნების" მზადებაში მსოფლიოს ლეგენდა დაეხმარება

maro
მივესალმები რაგბის კავშირის ამ გადაწყვეტილებას
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე