ცნობილმა რუსმა ექსპერტმა ალექსანდრ ბუბნოვმა მოსკოვის "სპარტაკის" თავკაცს ქართველის სასტარტოში არდაყენების გამო უსაყვედურა
ცნობილმა რუსმა საფეხბურთო ექსპერტმა ალექსანდრ ბუბნოვმა მოსკოვის "სპარტაკის" თავკაცი უნაი ემერი "ბენფიკასთან" სტუმრად შეხვედრაში ჯანო ანანიძის სასტარტოში არდაყენებისთვის გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, რომელიც მოსკოველებმა 0:2 დათმეს, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 62-ე წუთზე შეცვლაზე შემოვიდა. იმ დროისთვის "სპარტაკს" გოლი უკვე გაშვებული ჰქონდა.

ბასკმა სპეციალისტმა რუსი ექსპერტის გულისწყრომა განსაკუთრებით ამ გადაწყვეტილების გამო დაიმსახურა.

"სპარტაკი" "ბენფიკასთან" მატჩში აშკარად ფრეზეც ყაბულს იყო და გუნდმა აქცენტი დაცვაზე გააკეთა, რომელიც ხვრელებითაა სავსე.

არადა, უნაი ემერი ევროთასებზე ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩის წინ გვპირდება, რომ მისი გუნდი მოგებისთვის იბრძოლებს. ასე იყო "ფენერბახჩესა" და "ბარსელონასთან", ახლა კი "ბენფიკასთან" მატჩების წინაც, თუმცა "სპარტაკმა" ვერცერთხელ იმარჯვა.

"ბენფიკა" გახსნილ ფეხბურთს თამაშობდა, რითაც მომენტების შექმნის საშუალებას მეტოქესაც აძლევდა. "სპარტაკი" კი საერთოდ ვერ ახერხებდა ბურთის გაკონტროლებას მოედნის ცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ იქ მისი ხუთი ნახევარმცველი მოქმედებდა.

ემერიმ ჯანო ანანიძის გამოყვანა ტაიმნახევრით დააგვიანა. ამიხსენით, რა აზრი ჰქონდა ქართველი ნახევარმცველის სათადარიგოთა სკამზე ყოფნას მანამდე, სანამ "ბენფიკამ" არ გაგვიტანა?"

ასევე იხილეთ:

უნაი ემერიმ ჯანო ანანიძეს მოლოდინი კვლავ გაუცრუა

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]

nukri
კი ის ბუბნოვია მაგრამ მართალს ამბობს, ანანიძემ ნამდვილად მოახერხა როდესაც ბურთი მიიღო რამოდენიმე პასის გაკეთება ,სახიფათოდაც დაარტყა..მეტი რა უნდა მოესწრო როდესაც მთელი სპარტაკი ისე იყო უკვე აჭრილი რომ ბურთი სად იყო და რა იყო ვეღარ ხვდებოდნენ?
მურმანი
ზუსტად ის არის
giorgi
საინტერესოა,ეს ის ბუბნოვი თუა მოსკოველი მცველი,მე მგონი დინამოდან,ნოვიკოვთან ერთად ქართველ ფეხბურთელებს ფეხებს რო ამტვრევდა(პეპე და რამოსი მაგასთან ვერ მოვიდოდნენ)ეს გუცაევს კარგად ემახსოვრება,ძალიან ტექნიკური იყო და ყველაზე მეტი მაგას ხვდებოდა. ვერაფერს იტყვი კარგი "ექსპერტი" ყავთ რუსებს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად