"სან პაულომ" კოპა სუდამერიკანას 1/4-ფინალში "უნივერსიდად დე ჩილე" საშვილიშვილოდ შეარცხვინა
"მორუმბიზე" კოპა სუდამერიკანას 1/4-ფინალის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელშიც "სან პაულომ" იმ მომენტისთვის ტურნირის მოქმედი, ამჟამად კი უკვე ექს-ჩემპიონი დიდი ანგარიშით გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში კი საშვილიშვილოდ შეარცხვინა.

ნეი ფრანკოს შეგირდებს პირველი მატჩი 2:0 ჰქონდათ მოგებული და მშვიდად ყოფნაც შეეძლოთ, მაგრამ მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და 29-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 3:0 იყო.

შეხვედრის მე-5 წუთზე თავი "შახტარის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჟადსონმა გამოიჩინა და ანგარიში გახსნა. 22-ე წუთზე "პარი სენ ჟერმენში" მიმავალმა ლუკას მოურამ, "არსენალიდან" განათხოვრებული დენილსონის პასი მიიღო და ორი მატჩის ჯამში, საკუთარი გუნდის უპირატესობა ოთხბურთიანი გახადა.

ამის შემდეგ ლუიშ ფაბიანოს ჯერიც დადგა - ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელსაც 8 ნოემბერს დაბადების დღე ჰქონდა, თავისი მორიგი გოლი გაიტანა. ახლა 32 წლის ფორვარდს 2012 წლის განმავლობაში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი.

"სევილიას" ყოფილი ფეხბურთელი საკუთარი გუნდის გამოსვლით კმაყოფილი იყო:

"გულშემატკივრები გრძნობენ, რომ ახლა ჩვენი დრო მოდის. სეზონი ცუდად დავიწყეთ, ჩემპიონობის შანსი ხელიდან გავუშვით, მაგრამ შემდეგ დავლაგდით, უკეთ ავთამაშდით და ახლა უკვე ტიტულის მოსაგებად მზად ვართ. ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ მიდის და დარწმუნებული ვარ, სუდამერიკანას თასს არავის დავუთმობთ".

"სან პაულო" ამ ტურნირის პირველი 1/2-ფინალისტია. შეგახსენებთ დარჩენილ სამ მეოთხედფინალურ წყვილს: "მილიონარიოსი"-"გრემიო" (პირველი მატჩი 0:1), "ტიგრე"-"სერო პორტენიო" (0:1), "უნივერსიდად კათოლიკა"-"ინდეპენდიენტე" (2:2).

მოგახსენებთ იმასაც, რომ 2012 წლის კოპა სუდამერიკანას გამარჯვებული 2013 წლის ლიბერტადორესის თასის საგზურს მიიღებს.

კოპა სუდამერიკანა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი

სან პაულო-უნივ. დე ჩილე 5:0

(პირველი მატჩი 2:0)

გოლები: 1:0 ჟადსონი (5), 2:0 ლუკას მოურა (22), 3:0 ლუიშ ფაბიანო (29), 4:0 რაფაელ ტოლოი (64), 5:0 ჟადსონი (77).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა