იტალიურ მედიაში გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია, თითქოს "მილანის", "ჯენოასა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი "ჯენოას" აქციების შეძენას აპირებდა
8 ნოემბერს იტალიურ მედიაში გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია, თითქოს კახა კალაძე "ჯენოას" აქციების შეძენას აპირებდა.

ინფორმაციების თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, "მილანის", "ჯენოასა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ცნობილი იტალიური კლუბის აქციების შეძენას ბიზნეს-ჯგუფებთან ერთად აპირებდა.

თუმცა "ჯენოას" პრეზიდენტმა ენრიკე პრეციოზიმ გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე საგანგებო განცხადება გააკეთა და იტალიური მედიის ეს ცნობა უარყო.

"ეს არის უსაფუძვლო ხმები. საფეხბურთო კლუბი "ჯენოა" კატეგორიულად უარყოფს უცხოური ბიზნეს-ჯგუფების მხრიდან ყველანაირ ინტერესსა და კლუბის გამოსყიდვის მცდელობას.

იგივეს ვამბობთ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის შესახებაც. ეს ცნობა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კალაძეს არც თავად აქვს ეს ჩანაფიქრი და არც მეორე თუ მესამე პირის დახმარებით სურს კლუბის დაპატრონება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე "ჯენოაში" 2010-2012 წლებში თამაშობდა, გუნდის ვიცე-კაპიტანიც გახლდათ და კარიერაც ამ კლუბში დაასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია