საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტი არც გადადგომას აპირებს და არც რიგგარეშე არჩევნების გამართვას
8 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. მთავარი საკითხი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი ლიგების და დუბლების პირველობის, ასევე, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულებაში ერთი პუნქტის ჩამატება იყო.

ამ ცვლილების შედეგად მასპინძელი კლუბი ვალდებულია, უზრუნველყოს მსაჯთა ბრიგადის, დელეგატის, მსაჯთა დამკვირვებლის და სტუმართა გუნდის უსაფრთხო გაცილება ქალაქიდან.

აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და კითხვებს უპასუხა.

- ამ აღმასკომზე ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დებულებაში მასპინძელი კლუბის ახალი მოვალეობების დაფიქსირება იყო.

ამ ბოლო დროს ეროვნულ ჩემპიონატში მოხდა რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტი და ამიტომაც საჭიროდ მივიჩნიეთ დებულებაში ასეთი პუნქტის შეტანა. დაცული უნდა იყოს სტუმართა კლუბის ფან-კლუბიც და ყველა გულშემატკივარი.

- დეკემბერ-იანვარში, როცა სეზონში შესვენებაა, სხვადასხვა რეგიონში გაიმართება ხუთი ახალი თასის გათამაშება: სლავა მეტრეველის, ზაურ კალოევის, სერგო კოტრიკაძის, ვიტალი დარასელიას და რამაზ შენგელიას სახელობის. ტურნირები სხვადასხვა ასაკში ჩატარდება.

- ფეხბურთის ფედერაციას საპატიო პრეზიდენტი ეყოლება. კანდიდატურების შერჩევა უკვე დაწყებულია. საპატიო პრეზიდენტს ფეხბურთის ფედერაციაში ხელფასი არ ექნება. რა თქმა უნდა, ის ქართულ ფეხბურთში დამსახურებული ადამიანი იქნება, რომელიც ჩვენი ფედერაციის სახელით ფიფა-უეფაშიც იქნება მივლინებული.

აღმასკომის სხდომის მიმოხილვის შემდეგ კი სიჭინავამ იმაზეც ისაუბრა, რომ 7 ნოემბერს ფედერაციის გენმდივანთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლევან ყიფიანს შეხვდა.

- ახალმა მინისტრმა მითხრა, ჩაიხედე შენს სინდისში, ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებია დასანიშნიო. ჩავიხედე ჩემს სინდისში და იქ ვერაფერი ვიპოვე ისეთი... მე კანონიერად ვარ არჩეული ფედერაციის პრეზიდენტად.

2011 წლის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას არ ვაპირებდი, მხოლოდ რეგისტრაციის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გავაკეთე ეს. ამიტომაც, არა მგონია, რომ ეს პოლიტიკური არჩევნები იყო.

სიჭინავას ისიც ვკითხეთ, თუ სახელმწიფო აღარ გამოუყოფს მილიონობით დოტაციას ფეხბურთის ფედერაციას, მოახერხებს თუ არა კვლავ მაღალ დონეზე შეინახოს ფედერაციის ოფისი, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები.

- ვალი მხოლოდ 350 000 დაგვრჩა, რაც ავტომატურად დაიფარება ფედერაციის კონტრაქტით "ინფრონტთან". ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ არჩეული მიმართულებით მუშაობა.

კულუარული ინფორმაციით, ფედერაციის საქმიანობას ლუპით სწავლობენ, რათა რომელიმე ბერკეტი აამუშავონ.

ფედერაციის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რა რეგრესზეა ლაპარაკი, როცა ორი ჩვენი ნაკრები ელიტრაუნდში გავიდა, ერთმა კი წელს ფინალურ ეტაპზე ითამაშაო.

ერთი სიტყვით, ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტი არც გადადგომას აპირებს და არც რიგგარეშე არჩევნების გამართვას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამით არ დასრულდება ეს ყველაფერი...

დომენტი სიჭინავას ამ განცხადებებს მალევე გამოეხმაურა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი:

- მქონდა საუბარი სიჭინავასთან. ოლიმპიურმა კომიტეტმა დანიშნა არჩევნები სპორტული თვალსაზრისით და უპრიანი იქნება, რომ სპორტულმა ფედერაციებმა ასევე ოლიმპიური ციკლის ქვეშ დანიშნონ ასევე რიგგარეშე არჩევნები - ასეთი შეთავაზება იყო.

ყიფიანმა ისიც აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და რომ აქ ინტრიგას ვერ ხედავს. მინისტრმა იქვე განაცხადა, რომ მისი მიზანია სპორტის დეპოლიტიზაცია.

სიჭინავას და ყიფიანის განცხადებები პიარულ ბრძოლას ჰგავს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ფედერაციის სუბიექტები ირჩევენ, ანუ არჩევნებში გამარჯვებისთვის საფეხბურთო სამყაროს აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთლიანად საზოგადოების.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sislei
ამათზე ნამუსზე აგდების ფაქტორი არ ჭრის,რადგან ნამუსის ნატამალი არ გააჩნიად.
izi
უკანონო ხარო არ გეუბნებიან, საქმე არ გაგიკეთებია და წადიო.
gizog
როდის იქნება, რომ ვისწავლოთ გადადექი,გადადექი მაგივრად მოქმედ პირზე ზეწოლა, რომ მან აკეთოს ის რაც საქმისთვისაა საჭირო, თოემ ახალ დანიშნული ამ ზეწოლის გარეშე რომ იგივეს აკეთებს ბევრჯერ დავრწმუდით. იქნებ წამოედგინა მავან დადმავანს , თუ აქვთ ფეხბურთის განვითარების კარგი პროგრამა და მოვითხოვოთ ფედერაციისგან მისი დამტკიცება და შესრულება.
sallisalli
სინდისი ან გაქვს ან არა.. როცა არ გაქვს მართალია ისეთს ვერაფერს დაინახავ:)
მიმინო
დომენტი! მიშაც კანონის ძალით არჩეულია,მაგრამ რააა?....
mmg
ეხ, დომენტი, დომენტი. სად ჩაიხედ, სად?! სადაც შენ ჩაიხედ იქ რას დაინახავDი?!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"