8 ნოემბერს ქუთაისს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და მისი მწვრთნელი ნიკო ბიბილაშვილი სტუმრობდნენ
8 ნოემბერს ქუთაისს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და მისი მწვრთნელი ნიკო ბიბილაშვილი სტუმრობდნენ.

რიონისპირა ქალაქში სახელოვან სპორტსმენს თბილი შეხვედრა მოუწყვეს. ქუთაისის სპორტის ხელმძღვანელებმა შავდათუაშვილს ოლიმპიური სკვერი და სპორტის მუზეუმი დაათვალიერებინეს. შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.

შავდათუაშვილი ქუთაისის სპორტის ხელმძღვანელობასთან ერთად რეაბილიტირებულ ბაგრატის ტაძარშიც იმყოფებოდა. მოგვიანებით კი ოლიმპიური ჩემპიონი მე-17 სპორტსკოლას ესტუმრა, სადაც ნორჩ ძიუდოისტებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.

"თუ მუხლჩაუხრელად იშრომებთ და ვარჯიშს არ დაიზარებთ, დიდი წარმატებებსაც მიაღწევთ", - დაარიგა მან პატარა სპორტსმენები.

მასპინძლებმა ოლიმპიურ ჩემპიონს სპეციალურად მისთვის დამზადებული საჩუქრები უსახსოვრეს. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით აბულაძემ სტუმრებს მე-17 სპორტსკოლის ახალგარემონტებული სასტუმრო ოთახები დაათვალიერებინა, რომელიც უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაიხსნება და იქ გუნდებს შეკრებისთვის შესანიშნავი პირობები ექნებათ.

"ოლიმპიური ჩემპიონის სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები გახარებულნი არიან მათთან შეხვედრით. ახალმა თაობამ სწორედ ლაშა შავდათუაშვილისნაირი წარმატებული სპორტსმენებისგან უნდა აიღოს მაგალითი. იგი 20 წლის ასაკში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ეს ყველა ახალგაზრდისთვის დიდი სტიმულია", - აღნიშნა დავით აბულაძემ.

შეხვედრით თავად ოლიმპიური ჩემპიონიც კმაყოფილი დარჩა.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის სპორტის ხელმძღვანელებს ჩემი მოწვევისთვის. ძალიან გახარებული ვარ, სტუდენტებთან და ბაშვებთან ძალიან თბილი შეხვედრა გამოვიდა, მათგან დიდი სიყვარული ვიგრძენი.

ყველას ვუსურვებ წარმატებებს და ვეცდები, რომ გულშემატკივრების იმედები მომავალშიც გავამართლო", - თქვა ლაშა შავდათუაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე