მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ ნახევარმცველთან ინტერვიუ გამოაქვეყნა
მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ჯანო ანანიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ძველი ამბები გაიხსენა და კლუბსა და ეროვნულ გუნდზე ისაუბრა.

- გასულ ტურში "სპარტაკმა" "კრილია" გაანადგურა (5:0). რის ხარჯზე შეძლო გუნდმა მეტოქის ასეთი დიდი ანგარიშით ძლევა?

- ბურთს ვფლობდით და კარგად ვათამაშებდით. ორი გოლის გაშვების შემდეგ სამარელები სრულებით გაიხსნენ და ზონები გამოუთავისუფლდათ. ჩვენც მეტოქის კონტრშეტევებზე გამოჭერა გაგვიადვილდა.

თანაც, მომეჩვენა, თითქოს მეორე ტაიმში "კრილია" დაქანცული იყო, ჩვენ კი, პირიქით, ეშხში შევედით და ასეთ დროს ყველაფერი გამოდის.

- რატომ იყო, რომ გატანილი გოლის აღსანიშნავად სათადარიგოთა სკამზე მყოფი ანდრეი დიკანისკენ გაიქეცით?

- შესვენებაზე მითხრა, აუცილებლად გაიტანო და მეც ანდრეის შევპირდი, რომ გავიტანდი.

მას ვალი დავუბრუნე, რადგან ამის გაკეთებას ჯერ კიდევ ორი ტურის წინ ვპირდებოდი.

- ეს თქვენი ყველაზე ლამაზი გოლია "სპარტაკში"?

- თუკი მხედველობაში არ მივიღებთ სათასო მატჩს "კრასნოდართან", ჩემპიონატში შეიძლება ითქვას, კი.

- მოდით, "კრასნოდართან" მომავალ მატჩზეც ვთქვათ - კარგად გახსოვთ თქვენი სადებიუტო შეხვედრა?

- რა თქმა უნდა.

- რას გრძნობდით მაშინ, როდესაც მოედანზე გადიოდით?

- სიხარულს. ნდობის გამოცხადებისთვის კარპინის მადლიერი ვარ. მაშინ სულ რაღაც 16 წლის ვიყავი, ვალერი გიორგის ძემ კი დუბლებთან ვარჯიშიდან პირდაპირ მთავარ გუნდში გადამიყვანა და სათასო მატჩში "კრასნოდართან" თამაშის შანსი მომცა. როდესაც მთავარი მწვრთნელი გენდობა, ფრთები გესხმება.

- სადებიუტო მატჩში "კრასნოდართან" ძალიან ლამაზი გოლი გაიტანეთ...

- დიახ, პაუზით გოლკიპერი დავაწვინე და ბურთი თავზე გადავუგდე.

- იცოდით, რომ რეკორდი დაამყარეთ, როგორც გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორმა "სპარტაკის" ისტორიაში?

- მაშინვე არა, მაგრამ მოგვიანებით რადიოში მოვკარი ყური, ამ ასაკში მანამდე არავის გაეტანა.

- მას შემდეგ სამი წელი გავიდა. რა შეიცვალა და რა დარჩა ძველებურად?

- გამოცდილება და თავდაჯერება მომემატა. 16-17 წლისა, როდესაც მოედანზე გავდიოდი, უფრო მეტად ვნერვიულობდი. ახლა ასეთი რამ აღარ მახასიათებს, რადგან უკვე ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაშიც და საქართველოს ნაკრებშიც, მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის წინააღმდეგ.

ძველებურად ფეხბურთის სიყვარული დამრჩა, რომელიც მჯერა, მთელი ცხოვრება გამყვება.

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რისი მომატება გმართებთ მოედანზე?

- მომატება "ფიზიკასა" და ბურთის ართმევაში მჭირდება. გასაგებია, რომ ბურთის ისე ართმევას, როგორც ამას პროფესიონალი მცველი აკეთებს, მე ალბათ ვერასდროს შევძლებ, თუმცა როგორც ჰავბეკს, ერთმნიშვნელოვნად მმართებს დაცვითი ფუნქციების შესრულებისას უკეთესად გარჯა.

- "სპარტაკში" ჩატარებულ რომელ თამაშს გამოარჩევთ?

- 2009 წელს "ლოკომოტივთან" თამაშს. მაშინ თავით შევძელი გატანა და საგოლე პასიც გავაკეთე.

- გასულ ზამთარს პრესაში იწერებოდა, რომ შესაძლებელი იყო, იჯარით სხვა გუნდში გადასულიყავით, თუმცა საბოლოოდ "სპარტაკში" დარჩით. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

- იმიტომ, რომ სწორედ ამ გუნდში მინდა თამაში. წინადადებები იყო, მაგრამ მე უარი ვთქვი. ძალიან მინდოდა დამემტკიცებინა, რომ "წითელ-თეთრების" გუნდის ძირითადში ყოფნას ვიმსახურებდი.

ბოლო დროს საქმეები უკეთესობისკენ მიდის, აქამდე კი ძალიან ცოტას ვთამაშობდი და რა დასამალია, ამას განვიცდიდი.

- ახლა მოედანზე არცთუ ცოტა სათამაშო დროს ატარებთ. გყოფნით ძალა?

- დიახ. იმდენი ხანი ვიჯექი თადარიგში, თანაც ზოგჯერ განაცხადშიც ვერ ვხვდებოდი, რომ ენერგია მოჭარბებული მაქვს. ახლა მხოლოდ ერთი მინდა - თამაში, რაც მეტი, მით უკეთესი.

- საქართველოს ნაკრებში როგორ მიგდით საქმეები?

- ნორმალურად. როდესაც "სპარტაკში" სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სასტარტოში არ მაყენებდა და ეს ლოგიკურიც იყო. სხვა მოთამაშეები ხომ მუდმივად თამაშობენ თავთავიანთ გუნდებში. ახლა იმედი მაქვს, ძირითადში დავბრუნდები, რადგან "სპარტაკში" უკვე რეგულარულად ვთამაშობ.

- საბჭოთა პერიოდში საქართველოს ფეხბურთის უდიდესი ტალანტები ჰყავდა. თბილისის "დინამოს" ძველი თამაშების ვიდეოჩანაწერები თუ გინახავთ?

- "იუთუბიზე" დავით ყიფიანისა და სხვების ვიდეორგოლები მინახავს. მამაჩემი ბევრს მიყვებოდა ქართველი ფეხბურთელების მაშინდელ თაობებზე.

70-იანების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისის თბილისის "დინამო" და ახლანდელი, რომ იტყვიან, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. მაშინ ყველა რესპუბლიკის უმთავრეს გუნდში მოხვედრასა და თამაშზე ოცნებობდა.

- თბილისის "დინამოს" ლეგენდარული ფეხბურთელებიდან პირადად ვის იცნობთ?

- ჩელებაძეს, გუცაევს, ჩივაძეს, გაბელიას... ესენი დიდი ადამიანები არიან, რომლებმაც ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს.

- "კრასნოდარის" შემადგენლობაში გყავთ ნაცნობი?

- რა თქმა უნდა, საშა ამისულაშვილი და ნუკრი რევიშვილი. ჩვენ ურთიერთობა მუდმივად გვაქვს.

- კვირას გასამართი მატჩის წინ დანაძლევდებით - ვინ მოიგებს?

- შესაძლოა. თამაშის მერე კი მოსკოვიდან თბილისში ერთად გავფრინდებით, სადაც საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს ეგვიპტელებთან გამართავს. განვლილ თამაშსაც იმ დროს გავარჩევთ.

giga
სავარაუდოდ ჯანო საერთოდ ვერ ითამაშებს, სამწუხაროდ ეხლა გავრცელდა ინფორმაცია მამა გარდაეცვალაო.
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!