იოახიმ ლიოვმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც ბუნდესგუნდი ოთხშაბათს ამსტერდამში ჰოლანდიის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება
9 ნოემბერს გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც ბუნდესგუნდი ოთხშაბათს ამსტერდამში ჰოლანდიის ნაკრებს უაღრესად მნიშვნელოვან ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება.

იოგიმ საფეხბურთო გერმანიას ორი სიურპრიზი შესთავაზა: ორწლიანი პაუზის შემდეგ გერმანიის ნაკრებში რენე ადლერი ბრუნდება, "შალკეს" საყრდენი ნახევარმცველი რომან ნოიშტედტერი კი დებიუტანტია.

"ადლერი ბოლო დროს ძალიან კარგად თამაშობს და ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა. იმედია ასე გააგრძელებს, რადგან კარგ ფორმაში მყოფი რენე ბუნდესგუნდს ძალიან სჭირდება. რაც შეეხება ნოიშტედტერს: ეს ბიჭი წინა სეზონშიც ძალიან მომწონდა, "გლადბახიდან" "შალკეში" გადასვლის შემდეგ კი უფრო უკეთესად ათამაშდა," - განაცხადა ლიოვმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრების 22-კაციან განაცხადში ისევ ერთადერთი ცენტრფორვარდია - მიროსლავ კლოზე. მიუხედავად გერმანელი ექსპერტების ხშირი მოწოდებებისა, იოგიმ კვლავ არ უხმო "ლევერკუზენის" თავდამსხმელ შტეფან კისლინგს, რომელიც 2012 კალენდარულ წელს ყველაზე შედეგიანი გერმანელი თავდამსხმელია (19 გოლი 27 მატჩში). აქვე შეგახსენებთ, რომ სამი ხედირა (რეალი) და ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი) ტრავმირებულები არიან.

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რენე ადლერი (ჰამბურგი)

მცველები: ჟერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი (ორივე ბაიერნი), მატს ჰუმელსი, მარსელ შმელცერი (ორივე ბორუსია /დ/), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), პერ მერტეზაკერი (არსენალი), ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი).

ნახევარმცველები: ლარს ბენდერი (ლევერკუზენი), მარიო გიოტცე, ილქაი გიუნდოგანი, მარკო როისი (ყველა ბორუსია /დ/), იულიან დრაქსლერი, რომან ნოიშტედტერი (ორივე შალკე), მესუთ იოზილი (რეალი), ტონი კროოსი, თომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი (ყველა ბაიერნი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), ანდრე შიურლე (ლევერკუზენი).

თავდამსხმელი: მიროსლავ კლოზე (ლაციო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...