გორის კლუბის საინფორმაციო მხარდამჭერები გაზეთი "ლელო", საინფორმაციო სააგენტო "მსოფლიო სპორტი", ვებგვერდი "გეოსპორტ.გე" და რადიო "სტარ-FM" გახდნენ
გასული სეზონი გორის "დილას" ისტორიაში, უდავოდ, საუკეთესო იყო: გუნდმა პირველი ტიტულიც მოიპოვა (საქართველოს თასი) და საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა (V ადგილი დაიკავა).

თუმცა, ამჯერად ყველა წინაპირობაა შექმნილი, რომ "დილამ" წინა სეზონის მიღწევები გააუმჯობესოს: ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის და დღესდღეობით უკვე კვალიფიციური მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მოიაზრება.

იმასაც შეგახსენებთ, რომ "დილა" თავის მართლაც შთამბეჭდავ სერიას აგრძელებს - მთავარ მწვრთნელად დარასელიას დანიშვნის შემდეგ გუნდმა ზედიზედ 9 მატჩი მოიგო!

"დილას" მორიგი მატჩი 11 ნოემბერს აქვს. მომავალი მატჩისთვის გუნდმა, ჩვეულებისამებრ, საგურამოს ბაზაზე ივარჯიშა; მაგრამ ვიდრე ვარჯიში დაიწყებოდა, გუნდის ხელმძღვანელობამ, სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა, საგურამოს საწვრთნელი ბაზის ("ლოკომოტივის" პრეზიდენტს ლექსო თოფურიას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, ამ ბაზას დღემდე ასე რომ მზრუნველობს) საპრესკონფერენციო დარბაზში მოიყარეს თავი.

ჰო, სტუმრიანობა იყო 9 ნოემბერს საგურამოში: "დილას" მენეჯერის გია ისიანისა და ამ კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ფრიდონ კერვალიშვილის მართლაც მშვენიერ იდეას ქართული მედიის მხრიდანაც ადეკვატური "პასუხი" მოჰყვა! ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, იმას მოგახსენებთ, რომ ამიერიდან "დილა" და ქართული მედიის რამდენიმე საშუალება ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ.

უფრო მეტიც: სწორედ იმ დღიდან საინფორმაციო სააგენტო "მსოფლიო სპორტი", ვებგვერდი "გეოსპორტ.გე", რადიო "სტარ-FM" და გაზეთი "ლელო" გორის კლუბის საინფორმაციო მხარდამჭერები გახდნენ.

ისე, გია ისიანისა და "დილას" დირექტორის, ზურაბ დალაქიშვილისგან სხვა საინტერესო სიახლეებიც შევიტყვეთ; მაგალითად, კლუბს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ აფინანსებდა, ეს პროექტი ამჟამად შეჩერებული ყოფილა და სულ მალე გორის "დილას" ორი სოლიდურზე-სოლიდური სპონსორი ეყოლება (შვეიცარიიდან და ავსტრიიდან);

ამას გარდა, გაგვაცნეს გორის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების შესახებაც და განსაკუთრებით, ჟურნალისტებისთვის შექმნილ კომფორტულ გარემოს გაუსვეს ხაზი!..

ჩვენ და დილა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა