ქართველი კალათბურთელის "ბუდიველნიკმა" უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-9 თამაში მოიგო
მოკლედ, უკრაინის მშენებელთა გუნდ "ბუდიველნიკს" ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია მალე პასუხს მოსთხოვს - კიეველებმა ერთმანეთის მიყოლებით გაამწარეს "ზვიგენები" (ოდესა), "ვეფხვები" (დონეცკი), "მაიმუნები" (ჩერკასი)...

ბოლო მატჩში "ბუდიველნიკი" "მაიმუნებს" ესტუმრა და 80:75 გაიმარჯვა. ეს გახლდათ გიორგი ცინცაძის თანაგუნდელთა მეცხრე მოგება მიმდინარე სეზონში. მათ სამი წაგება აქვთ და პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ "ხიმიკთანა" და "ფეროსთან".

ვის თუ არა "ბუს" უნდა ეკისრა "მაიმუნების" დამარცხება - ქართველმა გამთამაშებელმა თანაგუნდელ დილეინისთან ერთად მოედანზე ყველაზე მეტი დრო გაატარა: 31 წუთში 6 ორქულიანი 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა, 2 საჯარიმოც ჩააგდო და 8 ქულას 3 მოხსნა და 1 პასი მიამატა.

1 შედეგიანი გადაცემა პლეიმეიქერისთვის შეიძლება ცოტაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცინცაძე გუნდზე არ თამაშობდა, უბრალოდ პასებს არა შეტევისთვის განკუთვნილი დროის ბოლოს, არამედ თავიდანვე ანაწილებდა და ამიტომაც არ ჩაიწერა შედეგიანი გადაცემების გრაფაში მაღალი რიცხვი.

მართებულად შენიშნა მატჩის უკრაინელმა კომენტატორმა: გიორგი ცინცაძე დღეს თამაშს საკუთარ თავზე არ იღებს, მხოლოდ შეტევების ორგანიზებაზეა ორიენტირებულიო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო