13 წლის ქუთაისელი მძიმეწონოსანის სიმაღლე 189 სანტიმეტრია, ხოლო წონა 130 კილოგრამი
ქუთაისური ძიუდოს სკოლის სიძლერეზე სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ისიც კმარა, რომ რიონისპირა ქალაქში ორი ოლიმპიური ჩემპიონი (დავით ხახალეიშვილი და ირაკლი ცირეკიძე) აღიზარდა.

მათ "ნაკვალევზე" ბოლო პერიოდში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა. რამდენიმე კვირის წინ აკაკი კიბორძალიძის სახელობის ტრადიციულ ტურნირზე სპეციალისტების ყურადღება 13 წლის ქუთაისელმა მძიმეწონოსანმა ამირან წიქორიძემ (სიმაღლე 189 სმ. წონა 130 კგ.) მიიქცია, რომელიც თანატოლებისგან აშკარად გამორჩეული იყო.

მან ყველა ორთაბრძოლა წმინდად და ეფექტურად მოიგო. ვფიქრობთ, ახალგაზრდა გოლიათის გაცნობა ჩვენი მკითხველისთვისაც არ იქნება უინტერესო.

"ვარჯიში 2010 წელს ქუთაისის მე-17 სპორტულ დაწესებულებაში დავიწყე. იქამდე ძიუდოში ცოტა ხნით თბილისშიც დავდიოდი, მაგრამ ეს უფრო გაჯანსაღების მიზნით იყო და სპორტსმენობაზე არც ვფიქრობდი.

ქუთაისში გადმოსვლის შემდეგ მივხდი, რომ წარმატების მიღწევა შემეძლო და ვარჯიშებსაც უფრო სერიოზულად მოვეკიდე.

გურჯაანში ერთ-ერთ ტურნირზე ჩემს ტოლებში მეორე ადგილზე გავედი, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყი, ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ძიუდოს გავყოლოდი. ამჟამადაც მე-17 სპოტსკოლაში ვემზადები. დავით თევდორაძე, ფირუზ ტყეშელაშვილი, ამირან მამრიკიშვილი და ვეფხვია ბალხამიშვილი მავარჯიშებენ.

- ხსენებულ ტურნირამდე რაიმე წარმატებები თუ გქონდა?

- ვარჯიში საკმაოდ გვიან დავიწყე, მაგრამ ჩემს ტოლებში სამჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი.

- კიბორძალიძის სახელობის ტურნირზე მეტოქეები საკმაოდ იოლად დაამარცხე, ვინ მიგაჩნია საქართველოში შენს კონკურენტებად?

- ჯაბა ქარელიშვილი და ლევან ჭელიძე, თუმცა ისეთები რომლებთანაც ჭიდაობა მიჭირს უფრო დიდ წონებში არიან და მინდა, რომ იმ დონემდე მივაღწიო უფროსებშიც კარგი შედეგები მქონდეს.

- საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილება თუ გაქვს?

- ორჯერ ბაქოში ვიჭიდავე 1997-99 წლიანებს შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე და ორივეჯერ მესამე ადგილი დავიკავე.

- ქუთაისის სპორტის სასახლეში თქვენს ჭიდაობას ოლიმპიური ჩემპიონები დავით ხახალეიშვილი და ირაკლი ცირეკიძეც ადევნებდნენ თვალს...

- ეს ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის ძალიან დიდი სტიმული იყო, ვცდილობდით საუკეთესოდ გვეჭიდავა და დიდი სპორტსმენების ყურადღებიც ცენტრში მოვხვედრილიყავით. კარგი იქნება თუ ასეთი ტურნირები ხშირად გაიმართება.

- რა არის შენი უახლოესი მიზანები?

- მინდა, რომ 2015 წელს თბილისის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩემპიონი გავხდე და ამისთვის აქედანვე ვემზადები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgijudo
კი კი 13საა ჩემი გუნდელია ერთ დარბაზში ვარჯიშობთ და ვიცი რომ 13 სააა 3ჯერ მოიგო ამ ასაკსჰი საქარტველო
goga_abesa
მემგონი რაგაცა შეცდომაა ხოო თუ მართლა 13 წლისააა?თუ ვინმემ იცით იქნებ გამაგებინოოთ შეცდომაა დაშვებული ამ სტატიაში თუ ნაგდად 13-საა
GiorgiJudoo
წიქორიძეეე მიდი გაუბერე ბოლომდდეეე [9ნოემბერს კიდევ მოიგო ახალი სჰეჯიბრიი ახმეტასჰიი სულლ სულლ ცალი ხელიტტ :D
giorgi
წარმატებებს გისურვებ, შვილო, მაგრამ თავში არ აგივარდეს, - ყოველი ახალი წარმატება ახალ გამოწვევად აღიქვი, ქეიფებსა და დროსტარებაში არ გადავარდე, სპორტში მგლის კანონია, როგორც ცხოვრებაში, მოეშვები თუ არა, ჩამოვარდები..
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა