მოსკოვის "სპარტაკის" ფანებმა ჯანო ანანიძეს მამის გარდაცვალება ბანერით მიუსამძიმრეს
საქართველო-ეგვიპტის მოახლოებული ამხანაგური მატჩის წინ ქართველი ლეგიონერების თამაში ერთიორად საინტერესო იყო, თუმცა, სამწუხაროდ, გასული უქმეები მათთვის დიდად წარმატებული ვერ გამოდგა.

იმედია, საკლუბო თემას თვით საქართველოს ნაკრები გადაგვავიწყებს და პოზიტიური შედეგით გაგვახარებს.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გასული ტურის დასკვნითი მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება და იმედია, ნიკოლოზ გელაშვილი "ბოხუმის" 18-კაციან განაცხადს დაუბრუნდება და მოედანზე ალექსანდრე იაშვილთან ერთად ვიხილავთ.

ლევან კობიაშვილის "ჰერტა" კი, "ბოხუმისგან" განსხვავებით, წარმატებით ასპარეზობს და არ არის გამორიცხული, ვეტერანი ქართველი მომავალი სეზონიდან კვლავ ვიხილოთ პირველ ბუნდესლიგაში.

შეგახსენებთ, კობიაშვილი დისკვალიფიკაციით მიმდინარე წლის ბოლომდეა დასჯილი.

ცნობისთვის, გელაშვილს, იაშვილსა და კობიაშვილს საქართველოს ნაკრებთან შეხება არ აქვთ, მომავალში კი ჩვენს ეროვნულ გუნდში მხოლოდ გელაშვილის ხილვის ალბათობა არსებობს.

სამწუხაროდ, კვლავაც აკლია სათამაშო პრაქტიკა საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" ფორვარდ ლევან მჭედლიძეს, რომელიც ბოლო დროს თავისი გუნდის განაცხადში აღარ ჩანს. სამაგიეროდ, მოედანზე ეპიზოდურად ჩნდება მისი თანამემამულე და ასევე თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე.

თავად "ემპოლის" საქმე არცთუ სახარბიელოდ მისდის - ჯერჯერობით მხოლოდ სერია B-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

გიორგი მაკარიძემ ტრავმა მოიშუშა, მაგრამ ჯერ მხოლოდ "ლე მანის" სათადარიგოთა სკამზე ჯდომას სჯერდება. იმედია, ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში დებიუტი სულ მალე ექნება.

"ვიტესმა" ამსტერდამში "აიაქსის" დამარცხების შემდეგ არანაკლებ პრინციპული შეხვედრა ჩაატარა - "ტვენტეს" უმასპინძლა და 0:0-ს დასჯერდა. ამ მატჩის შედეგის მიუხედავად, არნემელები მესამე ადგილზე დარჩებოდნენ, მაგრამ პირველ-მეორეადგილოსნებთან, "აიაქსსა" და "ტვენტესთან" უფრო მცირე ჩამორჩენა ექნებოდათ.

უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ბოლოს "ვიტესის" შემადგენლობაში სამი ქართველიდან მხოლოდ გუნდის კაპიტანი გურამ კაშია თამაშობს.

უკრაინული პრემიერლიგის თითქმის ყველა ტურში ჩვენთვის ღირსშესანიშნავი მოვლენები ხდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად იქ მოასპარეზე ქართველებმა პირადი მონაგარი ვერაფრით გაიმდიდრეს და ვერც მათმა კლუბებმა იმარჯვეს. გამონაკლისი მხოლოდ უჩა ლობჟანიძის "კრივბასია".

ჩვენთვის პოზიტიური არც რუსეთში მომხდარა რამე. ჯანო ანანიძემ "კრასნოდართან" საშინაო მატჩი მამის გარდაცვალების გამო გამოტოვა. ეს სამწუხარო ამბავი მას "სპარტაკის" ფანებმა ბანერით მიუსამძიმრეს.

ვიმედოვნებთ, ჯანო ან ტრაგედიას ვაჟკაცურად გაუმკლავდება და მისი კარიერა აღმავალი გზით გაგრძელდება.

"კრასნოდარის" ძირითად შემადგენლობაში უკვე საკმაო ხანია, ნუკრი რევიშვილმა ადგილი დაკარგა. მოედანზე არც მისი თანაგუნდელი ალექსანდრე ამისულაშვილი ყოფილა.

თურქეთში ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია და ამაში წარმატება ქართველმაც შეიტანა. შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი "ქაშიმფაშა" კი შინ "ანთალიასფორს" 1:1 დაუზავდა.

აღსანიშნავია, რომ "ქაშიმფაშამ" მეტოქეს ქულა მატჩის უკანასკნელ წამებზე გამოჰგლიჯა.

დანიურმა "ორჰუსმა" პარასკევს ითამაშა და ამ მატჩის შესახებ, სადაც დავით დევდარიანი გააძევეს, უკვე გიამბეთ (იხილეთ ვრცლად).

გოლებს მივეჩვიეთ პოლონეთში მოასპარეზე ქართველებისგან, ლადო დვალიშვილისა და ნიკა ძალამიძისგან, თუმცა თანამემამულეთა მსგავსად, გასულ უქმეებზე არც მათ გაუტანიათ.

მოახლოებულ სანაკრებო მატჩებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდა. იქაური პრემიერლიგა 17 ნოემბერს განახლდება.

შეგახსენებთ, პირველ-მეორე ადგილს აზერბაიჯანში ქართველი სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი გუნდები ლიდერობენ. კახა ცხადაძის "ინტერისა" და გიორგი ჩიხრაძის "სიმურგის" ანგარიშზე 20-20 ქულაა, თუმცა "ინტერს" კონკურენტზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Zuku platini
რა უჩა გოგოლაძე, რის სოსო სიბაშვილი, საერთოდ ვინმეს გაუგია მათი არსებობის შესახებ? შეიძლება "მაგრები" არიან. მიდი რა ქეცბა "გაახილე" თვალები. მოიწვიე მომავალი მატჩისათვის. ნუ გაანაწყენებ tijana513 და jires-82. ბლიად, ხოხ.
jires-82
tijana513, უჩა გოგოლაძე შენი დეიდაშვილია თუ კლასელი? აააააააააააა, უბნელია. უნდა მიეცეს შანსი, აბა რა. მეც ვიცი ერთი კარგი ბიჭი, სოსო სიბაშვილი კენიის ჩემპიონატში თამაშობს და ყველა მატჩში გოლი გააქვს. რატომ არ უნდა მიეცეს შანსი, ვეკითხები ქეცბაიას.. ბიჭოსსსს. ვინ არის ეს კაცი, არავის არ უსმენს.
tijana513
უჩა გოგოლაძე ზე რატო არაფერს წერთ ბელორუსიის ჩემოიონატში თამაშობს გოლებიც გაააქ მიეცით შანსი და გამოიყენებს მას აუცილებლად უკრაინაში უნდა თამაშობდეს რუსეთშიი თუ სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში ბლიად
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა