ევრო 2012. F ჯგუფი IV ტური
საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობს:

რევიშვილი, ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე, კვირკველია, დაუშვილი, კობიაშვილი, იაშვილი, ანანიძე, სირაძე

რიგაში ქარიანი ამინდია. ნაწვიმარია.

15–მა წუთმა მშვიდად ჩაიარა. ტემპი საშუალოზე დაბალი და თანაბარია. ინიციატივას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობს.

30–ე წუთზე შეხვედრის პირველი კუთხური ლატვიელებმა ჩააწოდეს, რასაც ზედიზედ კიდევ ორი კუთხური მოჰყვა. საბოლოოდ, მასპინძელთა ზეწოლა განიმუხტა.

32–ე წუთზე მარჯვნიდან საჯარიმოში ჯანო ანანიძე შევიდა და დაბლა დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია.

36-ე წუთზე ლაიზენსის შორეული დარტყმა რევიშვილმა წინ მოიგერია, რუდნევსის დამატებული კი მიზანს აცდა.

პირველი ტაიმი დამთავრდა.

მეორე ტაიმი.

გუნდების შემადგენლობებში ცვლილებები არ არის.

გავიდა მეორე ტაიმის 15 წუთი. თამაში შედარებით აჩქარდა, თუმცა მწვავე მომენტები არც ერთ კართან არ ყოფილა.

საქართველოს ნაკრებს გოლი არ ჩაუთვალეს - თამაშგარე! მურთაზ დაუშვილის შორეული დარტყმა მეკარემ წინ მოიგერია, დამატებაზე კი მსაჯმა ოფსაიდი აღნიშნა.

70-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში დავით კვირკველიას ნაცვლად შევიდა გოგიტა გოგუა.

გოლ! სირაძე! - 74-ე წუთზე დავით სირაძემ უჩა ლობჟანიძის თავური პასით ანგარიში გახსნა.

78-ე წუთი: ჯანო ანანიძეს ლაშა სალუქვაძე ცვლის.

87-ე წუთი: ალექსანდრე იაშვილის ნაცვლად მოედანზე შევიდა ალექსანდრე კოშკაძე.

მსაჯმა 90 წუთს 3 წუთი დაამატა

91-ე წუთი: ცაუნამ ქართველთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

თამაში დამთავრდა.

torgva10
და ერთსაც ვიტყვი, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჯგუფიდან ორი გადის! ლატვია, მალტა და ისრაელი ნაკლებად! და მათთან ფრე არ შეიძლება წაუგებელ სერიასთან გაიგივდეს! ხორვატიას ან საბერძნეთს რომელიმე მათგანთან ფრე აქვს ნათამაშები? ყველას მოუგეს! ასე თუ გავაგრძელეთ შეიძლება წაუგებელი სერია ბოლომდე შეგვრჩეს მარა ჯგუფიდან ვერ გავიდეთ! შეიძლება ხორვატიას და საბერძნეთს ვერ მოუგო მაგრამ ჯგუფიდან გახვიდე იმ შემთხვევაში თუ დანარჩენებთან ქულები არ დაკარგე.. სერია A ში ასეთი დევიზია ჩემპიონი ხდება ის ვინც აუდსაიდერებთანაც მოიგებს და არა ის ვინც მარტო ლიდერებს ამარცხებს! ისრაელთან სახლში ფრე ლატვიასთან უაზრო ფრე ვინღა აანაზღაურებს ამას? არ გეგონოთ პეიმისტი მაგრამ სიხარული რომ წაუგებლად ვთამაშობთ უადგილოა მე საქართველოსთვის ჯგუფიდან გავლა უფრო გამიხარდება ვიდრე უბრლოდ კარგი თამაში და ფრეები...
elguja javaxishvili
ლატვიასტან ამ თამაშის გამაზვა არ შეიძლებოდაა
torgva10
არა მე ლატვია-საქართველოს ვუყურე და ვნახე წასაგებად გამოსული ლატვია, რომელიც საკუთარ მოედანზე ვერაფერს აკეთებდა და ქართველების უზუსტო პასებს უფრო უზუსტო პასებით პასუხობდა, და არანაირი ჟილკა არ ეტყობოდა, რომ ქართველებისთვის ქულა წაერთმია! და განსაკუთრებით კარგად ვნახე ბოლო წუთზე ჩვენი სამი მცველი თავმოჭრილი ქათმებივით რო მივარდნენ ერთ ლატვიელს, რომელმაც პასის გაკეთება თავისუფლად მოახერხა და ორი ლატვიელი მარტოდმარტო დატოვეს საჯარიმოში, რომელთაგან ერთერთმა გოლი გაგვიტანა! ეგ თამაშია თუ არა? გვიან გაგვახსენდება მწარედ აქ დაკარგული 2 ქულა..
dinamoeli87
ტორგვა სჰენ რამე სხვა ტამასჰს ხომ არ უყურე??? ;)
torgva10
გუშინ რომ ჩვენებს ებრძოლათ და წაეგოთ არ მეწყინებოდა, მაგრამ ასე უბრძოლველი თამაში ნაკრების იშვიათი გასახსენებელია! ქეცბაიასგან მიკვირს როცა ამბობს ბიჭებმა იბრძოლესო, ბრძოლა თემურმა იცოდა თორე ამათ სძინავთ სტადიონზე, გუშინ ლატვია აშკარად წასაგებად იყო გამოსული, მატჩის სადავეები თავიდანვე ჩაგვაბარეს მაგრამ ესენი მოდუნდნენ და თავმოჭრილებივით დარბოდნენ, რომც მოგვეგო თამაშის ხარისხი მაინც საშნელი იყო და ამ წაუგებელ სერიას ნუ გადააკვდით ეს ჟურნალისტები, მალტასთანაც რომ ფრე გვეთამაშა იტყოდით წაუგებელი სერია გრძელდებაო. მეტი ბრძოლა და ტვინის დატანებაა სტადიონზე საჭირო!
sasha
3-5-2 უნდა ეთამაშა თავიდანვე და 3-6-1 გადასულიხო 2 დამცავი ნახევარმცველით, მე შევთავაზე და არ მოისმინა! ჩვენი გუნდი კარგია რომ არ აგებს მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში ფრე წაგების ტოლფასია! აუცილებლად უნდა იზრუნონ ემოციურობაზეც! გუნდი ძალაინ ემოციებით სავსე იყო მასე შეიქლება ბრაზილიასთან განეწყო,თუმცა პროფესიონალისთვის მაგიც არ არის მისარები და გასასამართლებელი მაგალითი
otar
მეც მგონია რომ არ უნდა გაეყვანა ანანიძე ან თუ გაყავდა ისევ ნახევარმცველი უნდა შემოსულიყო და არა სალუქვაძე ----- ბევრი მცველები რომ არიან პირიქით ირევინ ხოლმე ორგანიზების ამბავში. თAნაც თAმაშის სადავეები ჩვენ გვეჭირა ხელში და არ იყო საჭირო ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი- პირიქით უნდა მეორე გოლის გატანაზე გვეფიქრა და არა გოლის არ გაშვებაზე. და ჩემი აზრით სირაძის მაგივრად გელაშვილი უნდა გამოეყვანა - დასვენებული და მონდომებული გელაშვილი მეტოქეს მცველებს აქტიურად შEაწუხებდა.
tbiliseli
შეცდომა დაუშვა ქეცბაიამ როდესაც სალუქვაძე შემოიყვანა მეხუთე მცველად,ამ შემტXვევაში საუკეთესო დაცვის საშვალება იყო ცენტრის არ დათმობა და შეტევაში ფრთხილად თამაში,თან ვინ ვინ და ქეცბაიამ იცის რომ ბოლო წუთები ჩვენი სუსტი წერტილია.ფერგიუსონი გახსოვთ 3:0 ბავარიასთან იგივე რამე გააკეთა,არ იზრუნა ნახევარდაცვა შეტევაზე და ბავარია გასცდა კიდევაც.არ იყო ესთამაში წასაგები,ფრე წაგების ტოლფასია.
het
კარგით რა მე რო ვიკო ნაკრების მწრთვნლი ძველ თაობას ნაკრებს არ გავაკარებდი... რა შედეგია ლატვიასთან ფრე არ გამაგიჟოთ გუნდს მოგება არა აქვს წლევანდელ შესარჩევში... ცოტა დაუკვირდით რას წერთ
gamer
საქმე უცბად არ კეთდება!ბიჭებმა იბრძოლეს და პატივი უნდა ვცეთ, მთავარია რომ მოინდომეს! ქულაც საქმე ! წინ მივდივართ მაინც! ასე განაგრძეთ!
vaja
საჭირო იყო უფრო აქტიურობა ცენტში გოლის მერე, არა უშავს, მაინც შედეგია
LADI
ჩვენ შეგვიძლია მოგება
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა