ისრაელის ჩემპიონატში თელ ავივის "მაკაბიმ" გალილეის "გილბოას" 94:62 მოუგო და ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ლეგიონერი გახდა
გიორგი შერმადინმა ისრაელის ჩემპიონატში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. თელ ავივის "მაკაბიმ" მორიგ ტურში გალილეის "გილბოას" 94:62 მოუგო და ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ლეგიონერი გახდა.

შერმადინს საამისოდ მხოლოდ 19 წუთი ეყო. იგი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე მყოფთაგან ერთადერთი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.

ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ზუსტად ასეთი შედეგიანობით გამოირჩა საჯარიმოს ხაზიდან. ქართველი ცენტრის ანგარიშზე საბოლოოდ 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი დაგროვდა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა ყველაზე მეტი - 25 შეადგინა.

"მაკაბის" 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვება აქვს და დაკარგული ქულებით მხოლოდ "რიშონს" ჩამორჩება.

მე-5 ტურში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ნაკრების ამერიკელი კალათბურთელის, ჯეიკობ პულენის გუნდმაც. იერუსალიმის "ჰაპოელი" გასვლაზე "ბნეი ჰარშონს" დაუპირისპირდა და საკმაოდ იოლად, ანგარიშით 94:68 დაამარცხა.

პულენი ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. 11 ქულასთან ერთად ჯეიკობმა 7 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო.

ეს იყო იერუსალიმელების მეორე გამარჯვება და ისინი ცხრილში მე-5 ადგილზე არიან.

მომდევნო ტური 18 ნოემბერს გაიმართება. შერმადინის "მაკაბი" ელიათში "ჰაპოელს" შეხვდება, ხოლო პულენის გუნდი ჰოლონში "ჰაპოელს" გაეჯიბრება.

www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა