დაკარგული ქულების გამო "ბოკამ" და "რასინგმა" ლიდერთან მიახლოების მშვენიერი შანსი გაუშვეს ხელიდან
10 მატჩიდან 5 უგოლოდ დასრულდა, მათ შორის იყო "კოლონი"-"ბოკა ხუნიორსი" და "რასინგი"-"არსენალი". ამ დაკარგული ქულების გამო "ბოკამ" და "რასინგმა" ლიდერთან მიახლოების მშვენიერი შანსი გაუშვეს ხელიდან.

ხულიო სესარ ფალსიონის გუნდს უმძიმესი კალენდარი აქვს, მაგრამ ამავე დროს, ყველაფერი "ბოკას" ხელშია, რადგან მომდევნო სამ ტურში "ლაბოკელები" "ნიუელსს", "ველესს" და "რასინგს" ხვდებიან.

7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა "სან ლორენსომ", თანაც ეს ლამაზ სტილში გააკეთა და "ოლ ბოისს" 4:0 მოუგო. დუბლი დენის სტრაკვალურსიმ შეასრულა, რომელსაც ლივერპულის "ევერტონში" კარიერა არ აეწყო. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ხუან ანტონიო პიცის გუნდი ჯერ ისევ გასავარდნ ზონაშია. მორიგი, ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა "ლანუსმა" და მესამე ადგილზე გადავიდა.

გილერმო ბაროს შელოტოს შეგირდებმა "ტიგრე" გაანადგურეს, რომელიც მთლიანად კოპა სუდამერიკანაზეა გადართული და არგენტინის პირველობისთვის ვერ იცლის. "გოდოი კრუსი" წინა ტურში სწორედ "ნიუელსს" შეხვდა და ორი ქულა აართვა. ტორნეო ინისიალის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ გუნდები "ნიუელსის" შემდეგ "ველესს" ხვდებიან, ასე რომ ამ ტურში მენდოსელების მეტოქე რიკარდო გარეკას გუნდი იყო.

მასპინძლებს ამ შეხვედრაში ფაკუნდო ფერეირამ მოაგებინა, რომელმაც წინა ტურში ჰეთ თრიქი შეასრულა, ამ ტურში კი თავი დუბლით გამოიჩინა. არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილ ლიდერს უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და იგნასიო სკოკოს მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება.

ტორნეო ინისიალის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა. "ნიუელს ოლდ ბოისმა", ბევრისთვის მოულოდნელად, სახლში "კილმესს" ვერ მოუგო და მეორე ადგილამდე დაქვეითდა, რადგან "ველესმა" "გოდოი კრუსი" დაამარცხა და ხერარდო მარტინოს გუნდს 1 ქულით გაუსწრო.

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIV ტური

ველესი-გოდოი 2:1

გოლები: 0:1 ნ. კასტრო (15), 1:1 ფ. ფერეირა (23), 2:1 ფ. ფერეირა (75).

სან ლორენსო-ოლ ბოისი 4:0

გოლები: 1:0 სტრაკვალურსი (22-პენ), 2:0 კანემანი (62), 3:0 სტრაკვალურსი (72), 4:0 აგიარი (88).

რივერ პლეიტი-უნიონი 2:0

გოლები: 1:0 მორა (45), 2:0 მორა (70).

ესტუდიანტესი-ატლ. რაფაელა 3:1

გოლები: 0:1 კარნიელო (14), 1:1 საპატა (40-პენ), 2:1 რ. მარტინესი (71), 3:1 საპატა (83).

ლანუსი-ტიგრე 4:1

გოლები: 0:1 პერეს გარსია (40), 1:1 პისარო (19), 2:1 ხ. გარსია (19-საკ. კარში), 3:1 ფრიტცლერი (81), 4:1 რომერო (83).

ბელგრანო-არ. ხუნიორსი 0:0

ნიუელსი-კილმესი 0:0

სან მარტინი-ინდეპენდიენტე 0:0

კოლონი-ბოკა ხუნიორსი 0:0

რასინგი-არსენალი 0:0

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ველეს სარსფილდი 14 9 2 3 23-11 29

2. ნიუელსი 14 7 7 0 14-6 28

3. ლანუსი 14 8 2 4 19-8 26

4. ბელგრანო 14 7 5 2 17-9 26

5. რასინგი 14 6 5 3 16-7 23

6. ბოკა ხუნიორსი 14 6 5 3 19-17 23

7. ესტუდიანტესი 14 6 3 5 14-13 21

8. რივერ პლეიტი 14 5 5 4 23-14 20

9. გოდოი კრუსი 14 5 4 5 12-16 19

10. კოლონი 14 4 6 4 18-18 18

11. კილმესი 14 3 8 3 15-16 17

12. ოლ ბოისი 14 4 5 5 15-19 17

13. ატლ. რაფაელა 14 4 4 6 18-21 16

14. არსენალი 14 4 4 6 11-21 16

15. სან მარტინი 14 4 3 7 17-18 15

16. სან ლორენსო 14 3 6 5 13-16 15

17. არ. ხუნიორსი 14 3 6 5 14-20 15

18. ინდეპენდიენტე 13 3 5 5 9-13 14

19. ტიგრე 13 0 7 6 11-22 7

20. უნიონი 14 0 4 10 11-24 4

ბომბარდირები

9 - სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი); 7 - კაუტერუჩიო (კილმესი), ფ. ფერეირა (ველეს სარსფილდი); 6 - ბორგელიო (ოლ ბოისი).

სარელეგაციო ცხრილი

ა გ თ ქ საშ.

15. ატლ. რაფაელა 52 66 1.269

16. კილმესი 14 17 1.214

17. სან მარტინი 52 63 1.212

18. სან ლორენსო 90 106 1.178

19. ინდეპენდიენტე 89 104 1.169

20. უნიონი 52 54 1.038

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ