ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

ლიონელ მესიმ "მალიორკასთან" წლის 75-ე და 76-ე გოლები გაიტანა და ფეხბურთის მეფის, პელეს მიღწევა დაჩრდილა

ტურში სამივე ლიდერმა და ჩემპიონობის კანდიდატმა მოიგო. ამიტომაც აქცენტს 25 წლის არგენტინელის მიღწევაზე ვამახვილებთ - ლიონელ მესიმ "მალიორკასთან" წლის 75-ე და 76-ე გოლები გაიტანა და ფეხბურთის მეფის, პელეს მიღწევა დაჩრდილა.

ბრაზილიელმა 1958 წელს 75 ოფიციალური გოლი გაიტანა. ახლა მესის სამიზნე გერმანელი გერდ მიულერის მიღწევაა, რომელმაც 1972 წელს 85 ოფიციალური გოლი გაიტანა. წლის ბოლომდე ჯერ კიდევ დროა, ასე რომ, მესის ამ რეკორდის დამხობაც შეუძლია.

76-დან 64 მესიმ "ბარსასთვის" გაიტანა, ხოლო 12 არგენტინის ნაკრებისთვის. წლეულს მესიმ ყველაზე მეტად "მალაგა" და "ლევერკუზენი" გაამწარა - 6-6 გოლი გაუტანა.

არგენტინელის გოლები უფრო პრესტიჟულ ტურნირებშია გატანილი, ვიდრე, ვთქვათ, პაულისტას ჩემპიონატია (1958 წელს პელემ 58 გოლი ამ შტატის ჩემპიონატში გაიტანა), მაგრამ არის ერთი მომენტი - პელე მაშინ 18 წლის იყო...

ბარსა-რეალობა

"ბარსელონა" ბალეარის კუნძულებს ეწვია და პალმაში რეკორდული მატჩი ითამაშა. აქამდე ლა ლიგაში ორჯერ ჰქონდა მადრიდის "რეალს" ასეთი სტარტი - 10 მოგება და 1 ფრე. ახლა ასეთი მიღწევის პატრონი "ბარსელონაცაა".

გამარჯვება არც ისე იოლად ერგო "ბარსელონას", სანამ საქმეში ჩავის გენია არ ჩაერთო - მისი საჯარიმო დარტყმა იყო უნაკლო. ჩავიმ კედელს ბურთი შემოატარა და დუდუ ავატეს კარის ცხრიანში გაიტანა. ამის მერე უკვე "ბარსამ" გაილაღა, მესიმ კი ზემოთნახსენები პელეს რეკორდი დაამხო.

ჩავიზე და მესიზე უკვე ვთქვით, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ახალგაზრდა კრისტიან ტელიოც. მან მარცხენა გარემარბად ითამაშა და "ბარსას" მესამე გოლი გაიტანა. ტელიო შესანიშნავად იყენებს ტიტო ვილანოვას მოცემულ შანსებს, მეტად, ვიდრე პედრო და ალექსის სანჩესი.

აი, "რეალს" კი სხვაგვარად ჰქონდა საქმე - ჟოზე მოურინიოს გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა და კინაღამ ვალენსიურ წყალში ჩავარდა.

დიახ, თამაში უფრო წყალბურთს მოგვაგონებდა, "სიუტატ დე ვალენსია" დატბორილი იყო და გუნდებს ტაქტიკის მორგება ესაჭიროებოდათ. ბუნებრივია, ამით "ლევანტემ" უფრო იხეირა და როცა მასპინძელთა კარში საეჭვო პენალტი არ გავიდა (ჩაბი ალონსომ ვერ აჯობა მეკარეს), ვიფიქრეთ, რომ "რეალმა" მორიგი ორი ქულა დაკარგა.

მატჩის მიწურულს გმირობა 60 წამით ადრე შესულმა ალვარო მორატამ ითავა - 20 წლის ფორვარდს ჩაბი ალონსომ თავზე დაასვა ბურთი და მანაც გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს მორატას პირველი გოლია "რეალში", თანაც, როგორი მნიშვნელოვანი!

საბოლოოდ, ჟოზემ და კრიშტიანომ ნავსი გატეხეს "სიუტატ დე ვალენსიაზე" - მწვრთნელს იქ მოგება არ ჰქონდა, შეგირდს კი გოლი ვერ გაეტანა.

მესი VS რონი

ლიონელ მესიმ "მალიორკასთან" 4:2 მოგებულ თამაშში 90 წუთი ითამაშა. მან კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი და 3-ჯერ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ.

კრიშტიანო რონალდომ "ლევანტესთან" 2:1 მოგებულ თამაშში 45 წუთი ითამაშა. მან დაარტყა 4-ჯერ, 2-ჯერ ზუსტად, გაიტანა გოლი, თამაშგარეში ერთხელ მოხვდა და ერთხელაც თამაშის წესი დაარღვია.

მესიმ მეტი გოლი გაიტანა, ამიტომაც ჩვენს "ტურნირში" გამარჯვების ქულა მას ჩაეწერა - ლეო 7:6 დაწინაურდა.

იცით თუ არა, რომ...

* რაც მოურინიოა მთავარი მწვრთნელი, "რეალმა" ლა ლიგაში 250 გოლი გაიტანა. ეს კი მატჩში 2,81 გოლია. ამ მაჩვენებლით ჟოზე "რეალის" ისტორიაში საუკეთესო შედეგის პატრონია.

* ლა ლიგის აბსოლუტური რეკორდისთვის "ბარსელონას" კიდევ სამი გამარჯვება ესაჭიროება. 1991/92 წლების სეზონში "რეალმა" სტარტზე 12 თამაში მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ახლა ამ რეკორდის დასამხობად "ბარსამ" "სარაგოსას", "ლევანტეს" და ბილბაოს "ატლეტიკს" უნდა მოუგოს.

* ამ სეზონში "ბარსამ" ყველა საგარეო შეხვედრა მოიგო.

ტურის გმირი

ალვარო მორატა (რეალი)

მატჩის მიწურულს "რეალს" მოაგებინა, მოედანზე გამოსვლიდან 60 წამში გაიტანა გამარჯვების გოლი, რომელიც მის კარიერაში პირველია.

მე-12 ფეხბურთელი

ლეო კარილიო ბაპტიშტაო (რაიო ვალეკანო)

სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად 6 დებიუტანტია. ზოგიერთი მათგანი სეზონის განმავლობაში კარგად თამაშობდა და ცოტა აკლდებოდა სიმბოლურში მოხვედრამდე (პოშტიგა), ზოგი კი პირიქით, ცუდად გამოდიოდა, თუმცა მე-11 ტურში ფერი იცვალა (ირაისოსი). ლიონელ მესი მე-7-ედ მოხვდა საუკეთესოთა შორის.

ტურის საუკეთესო გოლი

ჩავი (ბარსელონა) "მალიორკას" კარში

ტურის საუკეთესო პასი

ალექს მარტინესი (ბეტისი) საგოლე პასი რუბენ კასტროს.

ტურის ფრაზები

ჟოზე მოურინიო: "ამ სტადიონზე არასოდეს მომიგია და ამ სამ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა", - "ლევანტეს" 2:1 დამარცხების მერე.

ალვარო მორატა: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვარ, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის შეგირდი, მეტი რა ვისურვო", - "ლევანტესთან" მატჩის გმირი.

დავიდ ნავარო: "მე დავურეკე კრიშტიანოს და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე", - მეორე დღეს, მას მერე, რაც პორტუგალიელს იდაყვით წარბი გაუხეთქა.

სერხიო რამოსი: "მე რომ ბალესტეროსის მამა ვყოფილიყავი, ფეხბურთის ნაცვლად კრივზე შევიყვანდი", - "რეალის" მცველი ვალენსიელ კოლეგაზე.

ხოაკინ კაპაროსი: "ამ ექვსი მარცხის ანალიზი უკვე გავაკეთე, თუმცა თქვენ არ გეტყვით", - "მალიორკას" თავკაცი ჟურნალისტებს.

მაურისიო პელეგრინო: "ჩვენს კარში პენალტი მოიგონეს", - "ვალენსიას" თავკაცი.

მანუელ პელეგრინი: "მონდომება არ გვაკლია, მაგრამ იდეები?" - "მალაგას" თავკაცი.

მანოლო ხიმენესი: "ამ სეზონში საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ", - "დეპორტივოს" 5:3 დამარცხების შემდეგ.

ტურის მსხვერპლ(ნ)ი

კრიშტიანო რონალდო (რეალი)

მესუთ იოზილი (რეალი)

რონალდომ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა. პორტუგალიელი ახლა ნაკრების მატჩს გამოტოვებს, ლიბრევილში გაბონის ნაკრების წინააღმდეგ. მან თვალი და წარბი დაიზიანა დავიდ ნავაროსთან ორთაბრძოლაში.

იოზილი ჰოლანდიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება გერმანიას. მან კოჭი დაიშავა.

ესპანური ფეხბურთის სუსტი წერტილი - მსაჯობა

პარადას რომერო (ატლეტიკო-ხეტაფე): 3 "მარკას" შეფასებით (10-ბალიანი სისტემით)

რა დააშავა: ფალკაოზე პენალტი უნდა დაენიშნა. არასწორად ჩაუთვალა მეორე გოლი "ატლეტიკოს".

ტურის სტატისტიკა

38 გოლი ტურში (3,8 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა და 5 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 66 ყვითელი ბარათი, 4 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ

დუბლი: ლიონელ მესი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა), ელდერ პოშტიგა (სარაგოსა).

ჩაბი ალონსომ (რეალი) ვერ გაიტანა პენალტი

ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: რუბენ გარსია (ლევანტე, 19 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 45 000 - "ვისენტე კალდერონი"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 000 - "ვალეკასი"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 28 - რაიო ვალეკანო

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 9 - ბილბაო

ყველაზე მეტი ჯარიმა: 26 - ლევანტე

ყველაზე მეტი კუთხური: 10 - ვალენსია, ესპანიოლი

ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - რეალი, რაიო ვალეკანო

ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 73% - ბარსელონა

ბომბარდირები

15 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

12 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

10 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები

8 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

5 - ვიქტორ როდრიგესი (სარაგოსა)

გოლი+პასი

19 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

11 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

მომდევნო ტური

17 ნოემბერი

ოსასუნა-მალაგა, ვალენსია-ესპანიოლი, ბარსელონა-სარაგოსა, რეალი-ბილბაო.

18 ნოემბერი

დეპორტივო-ლევანტე, სელტა-მალიორკა, ხეტაფე-ვალიადოლიდი, გრანადა-ატლეტიკო, სევილია-ბეტისი.

19 ნოემბერი

რეალ სოსიედადი-რაიო ვალეკანო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• nika

მესის ფანობა რა შუაშია, არ თქვა რომ რონალდომ უკეთ ითამაშა და თან რატომაც არ უნდა აქოს მესის ავტორმა ისიც არ მესმის კაცმა პელეს რეკორდი დაამხო ყველაფერს თავი რო დავანებოთ და მარტო ამიტომ ღირს რო საუკეთესოდ აღიარო და გეხვეწები რა მესის ბრალია რო რონალდომ მეორე ტაიმი ვერ ითამაშა.. ???? რო ყოფილიყო მთელი ტაიმი სტადიონზე შეიძლება ვაბშე ვერ გაეტანა ასე რომ ავტორს ნამდვილად არაფერი შეშლია

• ooo

ამ სტატიის ავტორი მესის ფანი როა როგორ ემჩნევა ესეიგი მესიმ 2 გოლი გაიტანაო და მაგიტომ ამ ტურსი რონალდოს აჯობაო, იმას რატო არ აქცევთ ყურადYებას რომ რონალდომ 45 ითამასა დაბრმავებული ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და მაინც მოახერხა ბურთის შეგდება...მესის კიდე 90 წუთში 2 გოლი გაუტანია სრულიად ჯამრთელს..:) კაია შეჯიბრია...რეალის ფანი არ გეგონოთ ბაიერნის ფანი ვარ ისე ცნობისათვის

"რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა

ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა