კალიფორნიულმა გრანდმა ფილ ჯექსონთან მოლაპარაკება ვერ შეძლო
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ახალი მთავარი მწვრთნელი იპოვა. კალიფორნიული გრანდის დამრიგებელი გახდა იტალიური წარმოშობის ამერიკელი მაიკ დ'ენტონი.

61 წლის დ'ენტონი ამ პოსტზე მაიკ ბრაუნს შეცვლის, რომელიც გუნდიდან 9 ნოემბერს გაუშვეს. მისი განთავისუფლების მიზეზი გახდა გუნდის არადამაკმაყოფილებელი გამოსვლა რეგულარული სეზონის სტარტზე: პირველ ხუთ მატჩში "ლეიკერსმა" მხოლოდ ერთი მოიგო, მანამდე კი რვა წინასასეზონო შეხვედრა დათმო.

დ'ენტონის დანიშვნამდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს ბრაუნის თანაშემწე ბერნი ბიკერსტაფი ასრულებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორი მატჩი მოიგო: დაამარცხა "გოლდენ სტეიტი" (101:77) და "საკრამენტო" (103:90).

როგორც სააგენტო AP-მ გაარკვია, მაიკ დ'ენტონი ჯერჯერობით სრულყოფილად ვერ შეძლებს თავისი მოვალეობების შესრულებას. საქმე ისაა, რომ სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ მუხლზე ოპერაცია გადაიტანა. ამ დღეებში დ'ენტონი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ექიმები გაარკვევენ - შეძლებს თუ არა ის გუნდთან ერთად გასვლით მატჩებზე ფრენას.

შეგახსენებთ, რომ "ლეიკერსის" მწვრთნელის პოსტზე ძირითად კანდიდატად ფილ ჯექსონი განიხილებოდა, რომელიც აქამდე ორჯერ მუშაობდა კალიფორნიულ კლუბში (1999-2004 და 2005-11 წლებში) და ხუთჯერ მიიყვანა "ლეიკერსი" ჩემპიონობამდე. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ლეგენდარულ სპეციალისტთან მოლაპარაკება.

მაიკ დ'ენტონი სამწვრთნელო კარიერას იტალიაში იწყებდა. NBA-ში მას ოთხ გუნდში უმუშავია - "დენვერში", "პორტლენდში", "ფინიქსსა" და "ნიუ იორკში", საიდანაც 2012 წლის მარტში დაითხოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე