ცხადი იყო, რომ NBA-ს მოქმედ ჩემპიონს, "მაიამის" ძალიან გაუჭირდებოდა სტუმრად "მემფისის" წინააღმდეგ, მაგრამ ფლორიდელთა ასეთ კრახს არავინ ელოდა
12 ნოემბერს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ხუთი შეხვედრა გაიმართა. ცხადი იყო, რომ NBA-ს მოქმედ ჩემპიონს, "მაიამის" ძალიან გაუჭირდებოდა სტუმრად "მემფისის" წინააღმდეგ, მაგრამ ფლორიდელთა ასეთ კრახს არავინ ელოდა.

უკვე შეხვედრის ეკვატორისთვის "გრიზლისის" უპირატესობა 15 ქულას შეადგენდა. თანაც, "მაიამის" ამ ჩამორჩენის გაბათილების რეალური შანსი არ ჰქონია. მეტწილად, ამაში დამნაშავეა უეინ ელინგტონი - მოკრძალებული რეზერვისტი, რომელმაც მოულოდნელად შვიდი სამქულიანი ჩააგდო - თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე მეტოქე გუნდის ერთად აღებულმა ყველა კალათბურთელმა.

სულ კი მასპინძლებმა 14 შორეული ტყორცნა მოათავსეს კალათში - ეს "მემფისის" აბსოლუტურად საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 345 მატჩის განმავლობაში.

რაც შეეხება ელინგტონს, მისი 25 ქულა პირადი რეკორდი გახდა. მანამდე უეინის მაქსიმუმი 18 ქულას შეადგენდა.

"მაიამი" კი მადლობელი უნდა იყოს, რომ პლეი ოფში "მემფისთან" მისი შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა.

"ჰიტში", "დიდი ტრიოს" შექმნის მომენტიდან დღემდე, ფლორიდულმა კლუბმა გეისა და კომპანიასთან ოთხი მატჩი ჩაატარა და სამჯერ დამარცხდა.

"ბრუკლინი" ზედიზედ მეორედ ხვდებოდა "ორლანდოს" - და ზედიზედ მეორედ ჰქონდა ამ გუნდის განადგურების შანსი.

"ნეტსმა" სტუმრად ამ მეტოქეს 41 ქულა მოუგო, 12 ნოემბერს გამართული მატჩის დასაწყისიც ასეთ პერსპექტივას უქადდა "მეჯიქს". ასე მაგალითად, პირველი მეოთხედის ბოლოსთვის ბრუკლინელთა უპირატესობა 17 ქულას შეადგენდა.

იმ მომენტისთვის ხუთი მოხსნა იყო ჰემფრიზის ანგარიშზე. საერთო ჯამში, ამ ფორვარდმა 21 მოხსნა მიითვალა, რაც ორით ნაკლებია მის პირად რეკორდზე. შესაძლოა, ჰემფრიზის ასეთი ბრწყინვალე თამაში რომ არა, "ბრუკლინს" ვერც მოეპოვებინა გამარჯვება, რადგან ჩაგდებული დებიუტის შემდეგ სტუმრებმა თანდათან შეამცირეს სხვაობა.

სირენამდე ექვსი წუთით ადრე ჩამორჩენა მხოლოდ 8 ქულას შეადგენდა, მაგრამ ამ მომენტში საჭირო სამქულიანი ჩააგდო ჯო ჯონსონმა...

სწორედ ამ კომპონენტში მოიკოჭლებდა იმ დღეს "ორლანდო", რომელმაც 12-დან ერთი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში.

ასევე გაუჭირდა "ოკლაჰომას" შინ "კლივლენდის" დამარცხება. მესამე მეოთხედის დასრულებამდე ორი წამი რჩებოდა, როცა რასელ უესტბრუკმა სულელური შეცდომა დაუშვა - დაარღვია თამაშის წესი იმ კალათბურთელზე, რომელიც სამქულიანს ასრულებდა.

ეს კალათბურთელი იყო დანიელ გიბსონი, რომელმაც სამივე საჯარიმო ჩააგდო და სტუმრების ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა.

"თანდერი" დიდი ხანი აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას, მაგრამ თითქოს გარანტირებული მოგება ეცლებოდა ხელიდან. მაგრამ უესტბრუკმა შეცდომის გამოსწორება გადაწყვიტა, საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო ბურთი და ბოლო მეოთხედის წინ გააორმაგა თავისი გუნდის უპირატესობა.

გამთამაშებელი ამაზე არ გაჩერდა. მან ბოლო მეოთხედის სტარტზე კიდევ ორი სამქულიანი მოათავსა კალათში - ორივე მეინორის პასით.

საბოლოოდ, მასპინძლების უპირატესობა ისევ ორნიშნა გახდა - ირვინგი და კომპანია ვეღარ მიუახლოვდნენ მეტოქეს. "ოკლაჰომას" ფარისკენ ყველა გზა გადაკეტა სერჟ იბაკამ, რომელმაც შვიდი დაფარება მიითვალა.

"ლეიკერსისა" და "საკრამენტოს" მატჩის წინ ლეგენდარულმა და სკანდალურმა შაკილ ო'ნილმა განაცხადა, რომ დეანდრე ჯორდანს დასავლეთის საუკეთესო ცენტრად მიიჩნევს.

როგორც ჩანს, შაკს დაავიწყდა, რომ დუაიტ ჰოვარდი ამჟამად კალიფორნიაში თამაშობს ან უბრალოდ, შეგნებულად არ გაიხსენა "სუპერმენი", რადგან მასთან ძველი მტრობა აკავშირებს.

ასეა თუ ისე, ჰოვარდმა ყურადღება არ მიაქცია შაკის მორიგ გამოხდომას და დაამტკიცა, რომ საუკეთესო მეხუთე ნომერია არა მხოლოდ დასავლეთ კონფერენციაში, არამედ მთელ პლანეტაზე. "საკრამენტოსთან" მატჩში მან 23 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იოლი გამარჯვების მოსაპოვებლად.

NBA. რეგულარული ჩემპიონატი

ბრუკლინი-ორლანდო 82:74

35:17, 15:18, 13:18, 19:21

ბ: ლოპესი (20+3 დაფარება), უილიამსი (17+7 მოხსნა+7 პასი), ჰემფრიზი (14+21 მოხსნა), ჯონსონი (13).

ო: დევისი (19+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), აფლალო (19+7 მოხსნა+5 პასი), ვუჩევიჩი (14+12 მოხსნა), რედიკი (10+9 პასი).

კლიპერსი-ატლანტა 89:76

18:19, 21:18, 26:23, 24:16

კ: გრიფინი (16+6 მოხსნა), პოლი (15+8 პასი), ბატლერი (13+6 მოხსნა), ბლედსოუ (12), კროუფორდი (11), ბარნსი (10+7 მოხსნა).

ა: სმიტი (13+6 მოხსნა+3 დაფარება), ჰორფორდი (11+9 მოხსნა), უილიამსი (11).

მემფისი-მაიამი 104:86

22:21, 34:20, 20:25, 28:20

მემ: ელინგტონი (25), გეი (21+8 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), რენდოლფი (18+12 მოხსნა), კონლი (18+9 პასი).

მაი: ბოში (22+8 მოხსნა), ჯეიმსი (20 +10 მოხსნა+6 პასი).

ოკლაჰომა-კლივლენდი 106:91

27:21, 30:25, 22:27, 27:18

ო: ოკლაჰომა (27+6 მოხსნა+10 პასი+4 ჩაჭრა), დურანტი (26+8 მოხსნა), მარტინი (16+5 მოხსნა), იბაკა (14+7 მოხსნა+7 დაფარება), პერკინსი (10+5 მოხსნა).

კ: ირვინგი (20+5 პასი), გი (18), გიბსონი (16+5 მოხსნა), ტომპსონი (10+8 მოხსნა).

ლეიკერსი-საკრამენტო 103:90

29:22, 28:26, 22:18, 24:24

ლ: ჰოვარდი (23+18 მოხსნა+3 დაფარება), ბრაიანტი (20+6 მოხსნა+6 პასი), გასოლი (18+5 მოხსნა), უორლდ პისი (18+5 მოხსნა).

ს: ფრედეტი (18), ტომპსონი (15+10 მოხსნა), ტომასი (13), აუთლო (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა