კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 24-დან 32 გუნდამდე გაიზრდება და ახალი წესებით გაიმართება
კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 24-დან 32 გუნდამდე გაიზრდება და ახალი წესებით გაიმართება, - წერია კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეს-რელიზში, რომელიც 11 ნოემბერს, გვიან ღამით გამოქვეყნდა.

ძირითადად, ცვლილებები შეეხება საკვალიფიკაციო ტურნირის ფორმატს.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ორი წელი გაგრძელდება. ამ შეჯიბრის რანგში ყველა გუნდი ორ დივიზიონად დაიყოფა და თითოში იქნება სამი-ოთხი ნაკრებისგან შემდგარი რამდენიმე ჯგუფი. შერჩევის ზუსტი პროცედურა გაურკვეველია, მაგრამ პრეს-რელიზში წერია, რომ ჯგუფების წაგებულებსაც რჩებათ ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი. შესარჩევ მატჩებს ნაკრებები შინ და გარეთ ჩაატარებენ.

ასევე, 2017 წლიდან შეიცვლება კალათბურთში რეგიონალური ჩემპიონატების ჩატარების რეგლამენტი. მათ შორისაა ევროპის ჩემპიონატი. ახლა ეს ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება, ნაცვლად ორი წლისა, როგორც ეს ამჟამად ხდება. რეგიონალური ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირებიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატი - 2014 წელს, ესპანეთში ძველი წესებით ჩატარდება. ახალი რეგლამენტით კი მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი 2019 წელს გაიმართება (და არა 2018 წელს). ამ ჩემპიონატზე გამოვლინდებიან 2020 წლის ოლიმპიადის მონაწილეები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...