რთულია არ შეამჩნიო მსოფლიოს პირველი ჩოგანის მარატ საფინის მანქანა. რუს ჩოგბურთელს შავი ფერის Porsche Cayenne ჰყავს, მაგრამ ბოლო დღეებში ის საშობაო კვერცხივით ბრწყინავს. როგორც გაირკვა, საფინმა თავისი ავტო Swarovski-ის თვლებით მორთო.

რთულია არ შეამჩნიო მსოფლიოს პირველი ჩოგანის მარატ საფინის მანქანა. რუს ჩოგბურთელს შავი ფერის Porsche Cayenne ჰყავს, მაგრამ ბოლო დღეებში ის საშობაო კვერცხივით ბრწყინავს. როგორც გაირკვა, საფინმა თავისი ავტო Swarovski-ის თვლებით მორთო.

"დიახ, მარატმა მართლაც გააფორმა საკუთარი მანქანა Swarovski-ის კრისტალებით", - დაადასტურა რესტორნის პერსონალმა, რომელსაც ჩოგბურთელი ხშირად სტუმრობს.

მარატ საფინს ორი მანქანა ჰყავს - "მერსედესი" და "პორშე". პირველი აჩუქეს მეორე კი მეგობარი ბიზნესმენისგან შეიძინა - 50-პროცენტიანი ფასდაკლებით. ასეთი ძვირფასი მანქანების მიუხედავად, რუსი ჩოგბურთელი არასოდეს ყოფილა შემჩნეული ფუფნებისადმი მიდრეკილებით.

"მე არ მაქვს Dolce&Gabbana-ს ან Cavalli-ის ჯინსები, - თქვა ერთხელ მარატმა. - არ მივსდევ მოდის სიახლეებს - ეს უბრალოდ არ მჭირდება. არ ვცდილობ ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცებას. ახლა ჯინსი მაცვია, ოღონდ ის ამერიკაში 20-დოლარიანი ფასდაკლებით შევიძინე".

საფინი იმასაც ამბობდა, რომ მანქანა მისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა. ამიტომაც გააკვირვა ნაცნობები, როცა უდიდესი თანხა დახარჯა თავისი "პორშეს" ბრწყინვალებისთვის - Swarovski-ის კრისტალებით ინკრუსტაცია ძვირი სიამოვნება ყოფილა.

"ეს დიზაინი დაახლოებით ერთი წლის წინ შეიმუშავეს, - ამბობს დიზაინერული ფირმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. - ასეთი სურათი საკუთარი მანქანისთვის ნებისმიერმა შეიძლება შეუკვეთოს. ეს სიამოვნება ზუსტად მილიონი მანეთი ღირს. სამუშაოსთვის Swarovski-ის 50 ათასი კრისტალი გამოიყენება".

მანქანის ინკრუსტაციას ერთი კვირა სჭირდება, თანაც სამუშაოში კრისტალაიზერების მთელი ბრიგადაა ჩართული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა