ფინეთის კურორტ ლევიში მამაკაცებს შორის გათამაშდა სეზონში პირველი ეტაპი სპეციალური სლალომის დისციპლინაში
გასულ უიქ ენდზე სამთო მოთხილამურეები ფინეთის კურორტ ლევიში შეიკრიბნენ, სადაც მამაკაცებს შორის გათამაშდა სეზონში პირველი ეტაპი სპეციალური სლალომის დისციპლინაში.

ამ სტარტს თან ახლდა მეტად ნაღვლიანი ცერემონია - დიდი სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა ცნობილმა ფინელმა მოთხილამურემ კალე პალანდერმა, რომელიც სწორედ სლალომის სპეციალისტი გახლდათ. მეორე ცდის შემდეგ პალანდერი ლევის ტრასაზე დაეშვა და თან დაემშვიდობა იმათ, ვინც თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მხარში ედგა.

ცნობისთვის, პალანდერს მსოფლიოს თასის 14 ეტაპი აქვს მოგებული.

სეზონში პირველი სლალომის პირველმა ცდამ საკმაოდ მჭიდრო შედეგები დააფიქსირა - პირველ და 30-ე ადგილებს შორის დროში სხვაობა მხოლოდ წამნახევარი იყო. მეორე ცდის წინ ლიდერი გახლდათ სლალომში მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი შვედი ანდრე მიურერი, რომელიც სულ მცირედს უგებდა მსოფლიოს თასის შარშანდელ ტრიუმფატორს ავსტრიელ მარსელ ჰირშერს.

მეორე ცდაზე ჰირშერმა გვარიანად გარისკა, მაგრამ გაუმართლა და ყველას ეგონა, რომ მიურერი მის დროს ვეღარ გააუმჯობესებდა. შვედმა მართლაც წააგო მეორე ცდა ავსტრიელთან, მაგრამ ორი დაშვების ჯამში მოახერხა ჰირშერის 6 მეასედი წამით უკან ჩამოტოვება და სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვება.

პირველ სამეულში მოხვდა კიდევ ერთი შვედი - იენს ბიგმარკი, რომელიც კინაღამ დაეცა ტრასაზე მეორე დღის შესრულებისას, თუმცა მაინც ავიდა პოდიუმზე.

ახლა სამთო მოთხილამურეებს ერთკვირიანი შესვენება აქვთ, რის შემდეგაც მამაკაცები და ქალები სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრებიან - კაცები კანადის ლეიკ-ლუისში ჩქაროსნულ დისციპლინებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ქალებს კი ტექნიკური სახეობები ელით ამერიკის ასპენში.

სლალომი

1. ანდრე მიურერი (შვედ) - 1:49.55; 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - +0.06; 3. იენს ბიგმარკი (შვედ) - +0.61; 4. მანფრედ მიოლგი (იტა) - +0.73; 5. პატრიკ ტალერი (იტა) - +0.95; 6. რაინფრიდ ჰერბსტი (ავსტრია) - +1.04...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"